როგორ შეიძლება მივაყენოთ ზიანი ჩვენს ჯანმრთელობას: 5 ნივთი, რომელიც არ უნდა გამოვიყენოთ შეძენისთანავე

როგორ შეიძლება მივაყენოთ ზიანი ჩვენს ჯანმრთელობას: 5 ნივთი, რომელიც არ უნდა გამოვიყენოთ შეძენისთანავე

ალბათ დამეთანხმებით, რომ ძალიან სასიამოვნოა ახლად შეძენილი ნივთის მაშინვე გამოყენება. ვფიქრობ უმეტესობა ტანსაცმლის შეძენისას მხოლოდ იარლიყს ძრობს და მაშინვე იცმევს მას, რათა თავი მოიწონოს გარშემომყოფებს შორის. გაგიკვირდებათ და ამან შესაძლოა საკმაოდ ცუდ შედეგებამდე მიგიყვანოთ.

როგორ შეიძლება მივაყენოთ ზიანი ჩვენს ჯანმრთელობას: 5 ნივთი, რომელიც არ უნდა გამოვიყენოთ შეძენისთანავე
ნებისმიერი შეძენილი ნივთის გამოყენებამდე საჭიროა მისი დამუშავება ან მომზადება. ჰიგიენის ნორმები მხოლოდ კომფორტისთვის არ არის, ეს პირველ რიგში ჩვენი ჯანმრთელობის უსაფრთხოებისთვის არის საჭირო. დღეს ამ სტატიაში გაგაცნობთ თუ როგორ უნდა დაამუშავოთ სეძენის შემდეგ ნივთები და რა საფრთხეს წარმოადგენს ის თქვენი ჯანმრთელობისთვის.

5 ნივთი, რომელიც არ უნდა გამოიყენოთ შეძენისთანავე

ფეხსაცმელი

როგორ შეიძლება მივაყენოთ ზიანი ჩვენს ჯანმრთელობას: 5 ნივთი, რომელიც არ უნდა გამოვიყენოთ შეძენისთანავე

მართალია გამყიდველები არავის აძლევენ შიშველ ფეხზე ფეხსაცმლის მოზომების უფლებას, მაგრამ მაინც ხდება ასეთი შემთხევევები. ამის გამო შესაძლოა ფეხსაცმელი სავსე იყოს სხვადასხვა ინფექციებით და ბაქტერიებით. ამ დროს ფეხსაცმელი ხდება მათ პოტენციურ გადამტანად, ამიტომ აუცილებელია მისი დამუშავება შიგნიდან ქლორჰექსიდინის ხსნარით.

ტანსაცმელი

როგორ შეიძლება მივაყენოთ ზიანი ჩვენს ჯანმრთელობას: 5 ნივთი, რომელიც არ უნდა გამოვიყენოთ შეძენისთანავე

რაც შეეხება ტანსაცმელს, საქმე მხოლოდ იმაში არ არის, რომ ის მოიზომეს და ზედ დატოვეს მიკრობები და ბაქტერიები. თუმცა ეს თავისთავად წარმოადგენს მის არაჰიგიენურ მხარეს. არსებობს კიდევ რამოდენიმე ნიუანსი, მაგალითად: საღებავები რომლითაც ტანსაცმელია შეღებილი, საკმაოდ აგრესიულია და დერმატიტის გამოწვევაც კი შეუძლია. ამიტომ არ ღირს შეძენისთანავე პირდაპირ ტანსაცმლის ჩაცმა. მწარმოებლები საღებავის გარდა ტანსაცმლისთვის იყენებენ და ფორმალდეჰდს. ამ ხსნარს იყენებენ იმისთვის, რომ მან დიდხანს შეინარჩუნოს თავისი ფორმა.

ჩაიდანი

როგორ შეიძლება მივაყენოთ ზიანი ჩვენს ჯანმრთელობას: 5 ნივთი, რომელიც არ უნდა გამოვიყენოთ შეძენისთანავე

წარმოებისას ჩაიდანს ამუშავებენ ქიმიურად. ამიტომ სანამ მას გამოიყენებთ, ჯერ წინასწარ აადუღეთ მასში წყალი და აუცილებლად კარგად გამორეცხეთ. უფრო ეფექტური იქნება თუ წყალს დაუმატებთ 30 გრ. სოდას ან ნახევარი ლიმონის წვენს. დაელოდეთ წამოდუღებული წყლის გაციებას და ამის შემდეგ კარგად გამორეცხეთ. ამის შემდეგ კიდევ ერთხელ წამოადუღეთ სუფთა წყალი, ისიც გადაასხით და უკვე მზად იქნება გამოსაყენებლად.

მაცივარი

როგორ შეიძლება მივაყენოთ ზიანი ჩვენს ჯანმრთელობას: 5 ნივთი, რომელიც არ უნდა გამოვიყენოთ შეძენისთანავე

შეძენისთანავე არ ღირს ამ ტექნიკის ჩართვა, რადგან ამან შესაძლოა ძალიან ცუდ შედეგებმდე მიგვიყვანოს. ადგილზე მიტანიდან 8 საათი მაინც უნდა გავიდეს, რომ ჩართოთ. საქმე იმაშია, რომ სისტემაში არსებული ყველა სითხე უნდა გადანაწილდეს და დაუბრუნდეს თავის ადგილს. გამოდის, რომ მუშაობს თუ არა მაცივარი, ამის შემოწმებას თქვენ მაშინვე ვერ შეძლებთ. ყურადღება მაიქციეთ, რომ საბუთებში არაფერი იყოს ნათქვამი იმის შესახებ, რომ მაცივარი შემოწმებული იყო ადგილზე.

პირსახოცი

როგორ შეიძლება მივაყენოთ ზიანი ჩვენს ჯანმრთელობას: 5 ნივთი, რომელიც არ უნდა გამოვიყენოთ შეძენისთანავე

იმისთვის, რომ მან არ დაკარგოს სიფუმფულე მას სპეციალური საშუალებით ამუშავებენ. ეს ნივთიერებები ადამიანის კანისთვის ძალიან საშიშია, ამიტომ აუცილებელია მისი გარეცხვა გამოყენებამდე რათა თავიდან ავირიდოთ ალერგიული რეაქცია ან კანის გაღიზიანება.

როგორ შეიძლება მივაყენოთ ზიანი ჩვენს ჯანმრთელობას: 5 ნივთი, რომელიც არ უნდა გამოვიყენოთ შეძენისთანავე
ამ შემთხვევაში არც ახალი ჭურჭელი ან თეთრეულია გამონაკლისი. მათი დამუშავება აუცილებელია მაღალ ტემპერატურაზე. რადგან ერთზე საკვებს მივირთმევთ, ხოლო მეორეზე გვძინავს.

აუცილებლად გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს, რათა ისინიც გაეცნონ ამ სასარგებლო ინფორმაციას.

ჯანმრთელობას გისურვებთ!

შეაფასეთ სტატია