ქარვის სასარგებლო თვისებები, რომელიც ძალიან დადებითად მოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობაზე
დღეს ვისაუბრებთ კონკრეტულად ბალტიის ქარვაზე, რომელიც ყველაზე ძვირფასად ითვლება დღევანდელ დღეს. სწორედ მას იკვლევდნენ ამერიკელი მეცნიერები, ცდილობდნენ გაეგოთ რა გავლენა აქვს მას ადამიანის ორგანიზმზე.
სამეცნიერო კვლევით დაინტერესდნენ თავად ამერიკული ქიმიური საზოგადოების სპეციალისტები. ექსპერიმენტისთვის მათ ფხვნილად აქციეს ბალტიური ქარვა, შეურიეს გამხსენლს, გაფილტრეს და დაიწყეს მიღებული ექსტრაქტის გამოკვლევა.
მეცნიერებმა აღმოაჩინეს ათეულობით იშვიათი სახის შენაერთები, რომელთა შორის ყველაზე ფასეული აღმოჩნდა ბიოაქტიური მჟავები:
- დეჰიდროაბიტური
- აბიური
- პალუტრალი
სასარგებლო ნივთიერებების ამ კომბინაციას ქარვის მჟავას უწოდებენ. შეიძლება გინახავთ კიდეც შამპუნი, სახის ტონიკი ან ბალზამი მისი შემადგენლობით. ის ასევე არის ზოგიერთ ვიტამინის კომპლექტში.
ყველაზე გასაოცარი აღმოჩნდა ის, რომ ქარვის მჟავას შეუძლია ოქროსფერი სტაფილოკოკის გარკვეულ შტამებთან გამკლავება და ამის გარდა კიდევ სხვა მავნებელ ბაქტერიებთან. მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ ამ ეფექტის მიღება მოხდება მაშინ, როცა სასარგებლო მჟავები თქვენს ორგანიზმში მოხვდება.
აი სასუნთქი გზების დაავადებებთან გასამკლავებლად კი სულაც არ არის საჭირო მისი გადამუშავება. გაცხელებისას ქარვა გამოყოფს მცირე არომატს და აქვს საინჰალაციო ეფექტი. აი რატომ ატარებენ მას კისერზე კულონის სახით.
ის დადებითად მოქმედებს ნერვულ სისტემაზეც, ებრძვის უძილობას 36 გრადუსზე გაცხელების დროს.
აი თქვენი ხალხური მედიცინაც! რაღა თქმა უნდა ქარვა არ არის პანაცეა, მაგრამ ის საკამოდ ძვირფასი ნივთია და თან ლამაზი.
აუცილებლად გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს, რათა ისინიც გაეცნონ ამ სასარგებლო ინფორმაციას.