უსიამოვნო გემო პირის ღრუში: მიზეზები

უსიამოვნო გემო პირის ღრუში: მიზეზები

ამ სტატიაში გაიგებთ პირის ღრუში უსიამოვნო გემო ღრძილების ანთებისგანაა გამოწვეული თუ მიზეზი რაიმე სერიოზული დაავადებაა.

ხომ ხდება ზოგჯერ ასე: უცებ გრძნობთ პირში მეტალის გემოს ან სიმწარეს. თუ ეს სიმპტომები იშვიათად ჩნდება და მალევე ქრება, მაშინ სანერვიულო არაფერი გაქვთ. მიზეზი შეიძლება იყოს ცოტა ხნის წინ მიღებულ სალვებში ან ვიტამინებში.

თუ უსიამოვნო გემო ხშირად გაწუხებთ და რჩება 2-3 დღის განმავლობაში, მაშინ ჯობია დროულად გამოიკვლიოთ საკითხი რათა თავიდან აირიდოთ შესაძლო გართულებები.

რის გამო ჩნდება პირში უსიამოვნო გემო

ღრძილების დაავადება

პირში მეტალის გემო და შესაბამისი სუნი პაროდონტიტის და გინგივიტის ერთ-ერთი ძირითადი სიმპტომებია. სტომატოლოგიური სამსახურის მონაცემების თანახმად, ზრდასრულ ადამიანთა ნახევარზე მეტი მიმართავს ექიმს ღრძილების ამა თუ იმ დაავადების გამო.

უსიამოვნო გემო პირის ღრუში: მიზეზები

როგორ გამოვასწოროთ:

  1. მიდით სტომატოლოგთან და დაიცავით პირის ღრუს ჰიგიენის ნორმები.
  2. გაიხეხეთ კბილები დღეში 2-ჯერ შესაბამისი კბილის პასტით.
  3. გაისუფთავეთ კბილებს შორის სივრცე კბილის ძაფით ან სავლებით.
  4. შეზღუდეთ ტკბილეულის მოხმარება.

მედიკამენტები

კვლევებმა აჩვენა, რომ 300 მეტ მედიკამენტს შეუძლია იმოქმედოს პირის ღრუს გემოს აღქმაზე.

უსიამოვნო გემო პირის ღრუში: მიზეზები
როგორ გამოვასწოროთ:

გაიარეთ კონსულტაცია თერაპევტთან იმ მედიკამენტის უკუჩვენებების შესახებ, რომელსაც სვავთ. ასევე განიხილეთ შესაბამისი ალტერნატივებიც.

პირის სიმშრალე

ნერწყვის გამომუშავების შემცირებას ქსეროტომიას უწოდებენ. გარდა იმისა, რომ ის დისკომფორტს გვიქმნის საკვების მიღების ან საუბრის დროს, ასევე იწვევს პირში უსიამოვნო სუნს.

უსიამოვნო გემო პირის ღრუში: მიზეზები
როგორ გამოვასწოროთ:

თუ ეჭვობთ, რომ ქსეროტომია გაქვთ, აუცილებლად მიდით სტომატოლოგთან. ექიმი დაგეხმარებათ ზუსტი დიაგნოზის დასმაში, მოგიხსნით დისკომფორტის შეგრძნებას და დაგინიშნავთ შესაბამის მკურნალობას.

პირის ღრუს წვის სინდრომი

პირში უსაიმოვნო გემოს გარდა შეიძლება გრძნობდეთ წვის შეგრძნებას. ეს დაავადება აზიანებს სასის, ენის, ღრძილების, ყელის და ლოყების ლორწოვან გარსს. მას ხშირად ახლავს თან მეტალის ან სიმწარის გემო.

უსიამოვნო გემო პირის ღრუში: მიზეზები
როგორ გამოვასწოროთ:

თქვენ უნდა მიხვიდეთ სტომატოლოგთან. ამ სპეციალისტთან რეგულარული ვიზიტები თავიდან აგაცილებთ პირის ღრუსთან დაკავშირებულ უამრავ პრობლემას.

პირის ღრუს რძიანა

ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს პირის ღღუს სოკოვან ინფექციასთან. ერთ-ერთი ყველაზე გამოხატული სიმპტომია თეთრი ხაჭოსებრი ლაქები ენაზე, ლოყებზე და ყელში. საკმაოდ ხშირად თან ახლავს მარილის, მეტალის ან მჟავე გემო. პირის ღრუს რძიანა ემართებათ დაბალი იმუნიტეტის მქონე ადამიანებს და მათ ვინც ატარებს პროთეზს.

უსიამოვნო გემო პირის ღრუში: მიზეზები
როგორ გამოვასწოროთ:

თუ ეჭვობთ, რომ გაქვთ ორალური რძიანა, მიაკითხეთ თერაპევტს. ექიმი დაგისვავთ ზუსტ დიაგნოზს შესაბამისი ანალიზების გათვალისიწნებით და დაგინიშნავთ ეფექტურ სამკურნალო კურსს.

რესპირატორული ინფექციები

ტონზილიტს, სინუსურ ინფექციებს, ყურის და ჩვეულებრივ გაციებასაც კი შეუძლია გამოიწვიოს მარილის გემო პირის ღრუში.

უსიამოვნო გემო პირის ღრუში: მიზეზები
როგორ გამოვასწოროთ:

თუ პირში გაურკვეველი გემო გაციების ან მსუბუქი ინფექციისგანაა გამოწვეული, მაშინ ის გაქრება მკურნალობის შემდეგ. გაიარეთ კონსულტაცია ოტოლარინგოლოგთან, მიიღეთ ბევრი სითხე და კარგად გამოიძინეთ.

ორსულობა

ორსულობის თანმხლები ჰორმონები იწვევს გემოვნურ ჰალუცინაციებს. სწორედ ისინი აგებენ პასუხს ადრე საყავრელი საკვების მიმართ ინტერესის დაკარგვაზე და უცნაურ გასტრონომიულ მოთხოვნილებებზე.

უსიამოვნო გემო პირის ღრუში: მიზეზები
როგორ გამოვასწოროთ:

უბრალოდ უნდა მოითმინოთ. ეს მოვლენა შეიძლება გაგრძელდეს მთელი ცხრა თვე, თუმცა ძირითადად ის პირველ ტრიმესტრში გვხვდება. გაიხეხეთ კბილები, დალიეთ წყალი და მიირთვით ჯანსაღი საკვები.

შედარებით სერიოზული დაავადებები

ზოგჯერ მომჟავო-მოტკბილო გემო პირის ღრუში შეიძლება მიუთითებდეს კუჭქვეშა ჯირკვლის დაავადებაზე. ტკბილი გემო ძირითადად ახასიათებს დიაბეტს, სიმსივნის რამოდენიმე ფორმას და ნევროლოგიურ დარღვევებს. მწარე – ღვიძლის, ნაღვლის ბუშტის და თორკმელების დავადებებს. თანმხლები სიმპტომები შეიძლება იყოს გულისრევა, თავბრუსხვევა და დაღლილობა.

უსიამოვნო გემო პირის ღრუში: მიზეზები
როგორ გამოვასწოროთ:

თუ პირის ღრუში უსიამოვნო გემოს გარდა სხვა საყურადღებო სიმპტომებსაც გრძნობთ, აუცილებლად დროულად მიაკითხეთ ექიმს. აუცილებლად უამბეთ მას ყველა სიმპტომის შესახებ. იმ შემთხვევაშიც, თუ სიმპტომი არც ისე სერიოზულად გეჩვენებათ.

როგორ მოვიშოროთ უსიამოვნო გემო პირის ღრუში

გირჩევთ დაიწყოთ სტომატოლოგთან ვიზიტით. ეს არის ყველაზე სწრაფი და ეფექტური საშუალება პრობლემის აღმოსაჩენად. თუ გაწუხებთ შედარებით სერიოზული სიმპტომები, მაშინ მიაკითხეთ თერაპევტს.

უსიამოვნო გემო პირის ღრუში: მიზეზები
გაიხეხეთ კბილები და ენა დღეში 2-ჯერ, გამოიყენეთ კბილის ძაფი. უარი თქვით მოწევაზე, დალიეთ ბევრი წყალი და იკვებეთ ჯანსაღად.

აუცილებლად გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს, რათა ისინიც გაეცნონ ამ სასარგებლო ინფორმაციას.

ჯანმრთელობას გისურვებთ!

შეაფასეთ სტატია