გაიგეთ, რა უნდა გააკეთოთ ტკიპის ნაკბენის შემთხვევაში. ეს მნიშვნელოვანია!

გაიგეთ, რა უნდა გააკეთოთ ტკიპის ნაკბენის შემთხვევაში. ეს მნიშვნელოვანია!

ჩვენი ქვეყნის უამრავ რეგიონში საკმაოდ გავრცელებულია ტკიპა. წელიწადის თბილ დროს ყველას გვაქვს სურვილი, რომ მოვაწყოთ პიკნიკები და დავისვენოთ მეგობრებთან ერთად სუფთა ჰაერზე. ეს ყველაფერი ნამდვილად ძალიან კარგია, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს სიფრთხილის ზომების დაცვაც რათა არ გვიკბინოს ტკიპამ.

ამ მწერის ნაკბენი უმტკივნეულოა, ამიტომ შესაძლოა ის ვერ აღმოაჩინოთ მაშინვე. არადა სწორედ ტკიპის ნაკბენით შეიძლება დაავადდეთ ვირუსული ენცეფალიტით ან ლაიმის დაავადებით. ამიტომ ჩვენ დღეს გიამბობთ, თუ რა უნდა გააკეთოთ ტკიპის ნაკბენის შემთხვევაში.

როგორ მოვიცილოთ ტკიპა

გაიგეთ, რა უნდა გააკეთოთ ტკიპის ნაკბენის შემთხვევაში. ეს მნიშვნელოვანია!
თუ ტკიპა მშიერია, ის ძალიან პატარაა და შეუმჩნეველიც კი. აი მაძღარი მწერი კი მაშინვე მოგხვდებათ თვალში. ის ღია ფერის გაბერილ ბურთს მოგვაგონებს. მიუხედავად მისი უმტკივნეულო ნაკბენისა, კანზე უცხო სხეულის შეგრძნება მაინც გექნებათ.

გაიგეთ, რა უნდა გააკეთოთ ტკიპის ნაკბენის შემთხვევაში. ეს მნიშვნელოვანია!
მოცილების დროს მთავარია, რომ ტკიპა კანიდან ბოლომდე ამოიღოთ. ამისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ ძაფი, პინცეტი ან სპეციალური მოწყობილობა. ამოღების პროცესში ნელა დაატრიალეთ ტკიპას ტანი და არავითარ შემთხვევაში არ ამოაძროთ სწრაფად.

რა უნდა გავაკეთო ტკიპის ნაკბენის შემთხვევაში?

გაიგეთ, რა უნდა გააკეთოთ ტკიპის ნაკბენის შემთხვევაში. ეს მნიშვნელოვანია!
ტკიპის მოცილების შემდეგ უნდა გავიდეს გარკვეული დრო, სანამ გამოვლინდება რეაქცია. ჩვენ გირჩევთ, რომ მაშინვე მიმართოთ სპეციალისტს ინსტრუქციის მისაღებად. თუმცა მასთან მკბენარის წაყვანა საჭირო არ არის და აი რატომ.

გაიგეთ, რა უნდა გააკეთოთ ტკიპის ნაკბენის შემთხვევაში. ეს მნიშვნელოვანია!
როგორც ევროპულ კვლევებში არის მითითებული, ტკიპების მხოლოდ 20-30%-ია ლაიმის დაავადების გადამტანი. თუმცა ასეთი სტატისტიკის მიუხედავად მწერები კბენის დროს ყოველთვის არ ხდებიან ვირუსის გადამტანნი. ამისთვის ხომ დაახლოებით 36 საათია საჭირო.

გაიგეთ, რა უნდა გააკეთოთ ტკიპის ნაკბენის შემთხვევაში. ეს მნიშვნელოვანია!
დამეთანხმებით, რომ ამ დროის მანძილზე იპოვით და მოიშორებთ კიდეც მწერს. ამიტომ მიიჩნევენ სპეციალისტები, რომ ტკიპის ლაბორატორიაში ჩაბარებას აზრი არ აქვს. ჯობია მაშინვე დაიწყოთ ნაკბენის მკურნალობა.

გაიგეთ, რა უნდა გააკეთოთ ტკიპის ნაკბენის შემთხვევაში. ეს მნიშვნელოვანია!
ლაიმის დაავადების პრიფილაქტიკისთვის სპეციალისტები ანტიბიოტიკის კურსის ჩატარებას გვირჩევენ. გააკეთეთ ეს ნაკბენიდან 72 საათის მანძილზე. კონკრეტულად მედიკამენტის და საჭირო დოზის შესახებ კი უნდა მიმართოთ სპეციალისტს.

რა უნდა გავაკეთოთ, რომ ტკიპამ არ გვიკბინოს

გაიგეთ, რა უნდა გააკეთოთ ტკიპის ნაკბენის შემთხვევაში. ეს მნიშვნელოვანია!

გაზაფხული-ზაფხულის პერიოდში მწვანე ზონაში სეირნობისას ჩაიცვით შედარებით დახურული ტანსაცმელი. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ შარვალს. როგორც ცნობილია, ტკიპა მსხვერპლს ბალახზე ელოდება და არ ცვივა ხეებიდან. ქსოვილზე ჩაჭიდების შემდეგ ის ცდილობს გადავიდეს კანზე.

გასეირნების შემდეგ კარგად დააკვირდით ტანსაცმელს და სხეულს. არ დაგავიწყდეთ ოთხფეხა მეგობრების შემოწმებათ, რადგან ისინიც იტანჯებიან მათი ნაკბენებით.

გაიგეთ, რა უნდა გააკეთოთ ტკიპის ნაკბენის შემთხვევაში. ეს მნიშვნელოვანია!
ეს სასარგებლო ინფორმაცია გაგვიზიარა ექიმმა-პედიატრმა სერგეი ნიანკოვსკიმ. სპეციალისტი ამტკიცებს, რომ ტკიპის ნაკბენის შემთხვევაში მთავარია არ აჰყვეთ პანიკას. მიყევით ზემოთ მოცემულ ინსტრუქციებს და მარტივად შეინარჩუნეთ ჯანმრთელობა.

აუცილებლად გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს, რათა ისინიც გაეცნონ ამ სასარგებლო ინფორმაციას.

ჯანმრთელობას გისურვებთ!

შეაფასეთ სტატია
გაიგეთ, რა უნდა გააკეთოთ ტკიპის ნაკბენის შემთხვევაში. ეს მნიშვნელოვანია!
7 პროდუქტი, რომელიც აღადგენს თქვენი თირკმელების სწორ და გამართულ ფუნქციონირებას