მინერალები და ვიტამინები გულისთვის: 8 ყველაზე მნიშვნელოვანი…

მინერალები და ვიტამინები გულისთვის: 8 ყველაზე მნიშვნელოვანი...

ტვინის, ძვლების და თუნდაც ღვიძლის მხარდასაჭერად თავს ვეღარ აარიდებთ სასარგებლო საკვებ დანამატებს. რას იტყვით გულზე? მეცნიერები ამბობენ, რომ მინერალებს და ვიტამინებს შეუძლიათ ქოლესტერინის დონის დაწევა, წნევის დარეგულირება და სხვადასხვა ფაქტორებზე ზედმოქმედება, რომელიც გულის კუნთის დაავადებას იწვევს.

მინერალები და ვიტამინები გულისთვის: 8 ყველაზე მნიშვნელოვანი...

გულისთვის სასარგებლო ვიტამინები და მინერალები

С ვიტამინი

C ვიტამინი ძლიერი ანტიოქსიდანტია, რომელიც იცავს უჯრედებს თავისუფალი რადიკალების დაზიანებისგან.

მინერალები და ვიტამინები გულისთვის: 8 ყველაზე მნიშვნელოვანი...
ასკორბინის მჟავა მონაწილეობს შეუცვლელი ნივთიერებების სინთეზში, რომელიც იცავს უჯრედებს ჟანგბადის უკმარისობისგან. ის ამაგრებს სისხლძარღვების კედლებს და ზრდის მათ ელასტიურობას. ის აუცილებელია გულისთვის, რადგან აკონტროლებს სისხლის შედედებას, ხელს უშლის თრომბების და ათეროსკლეროზის დისკების წარმოქმნას, რომელიც ზრდის ინფარქტის, ინსულტის და სტენოკარდიის განვითარების რისკს.

В ჯგუფის ვიტამინები

მათ გარეშე შეუძლებელია რომელიმე ვიტამინის კომპლექსის წარმოდგენა, რადგან ეს ვიტამინები უმნიშვნელოვანესია ორგანიზმის ყველა სისტემისთვის. გულის დამხმარედ ითვლება В1, В3, В5, В6 ვიტამინები. ისინი არის პასუხისმგებლები სისხლძარღვების გაწმენდაზე და ტონუსის შენარჩუნებაზე, სპაზმების პროფილაქტიკაზე, წნევის დარეგულირებაზე და ქოლესტერინის დონის შემცირებაზე.

 

მინერალები და ვიტამინები გულისთვის: 8 ყველაზე მნიშვნელოვანი...

Р ვიტამინი

C ვიტამინთან ერთად იცავს სისხლძარღვების კედლებს გათხელებისგან და კაპილარებს სისუსტისგან.

მინერალები და ვიტამინები გულისთვის: 8 ყველაზე მნიშვნელოვანი...

Е ვიტამინი

ეს არის კიდევ ერთი ვიტამინი ანტიოქსიდანტი. ის დადებითად მოქმედებს გულის კუნთზე, ხელს უშლის ტაქიკარდიის წარმოქმნას და რიტმის სხვა დარღვევებს. აღკვეთს სისხლძარღვების ანთებას.

მინერალები და ვიტამინები გულისთვის: 8 ყველაზე მნიშვნელოვანი...

კოენზიმ Q10

ეს ნივთიერება არის ყველა უჯრედის შემადგენლობაში და საჭიროა ზრდის პროცესისთვის, ენერგიის გამომუშავებისთვის და თავისუფალი რადიკალებისგან თავდასაცავად. კოენზიმ Q10 იცავს გულს და ეხმარება აღდგენაში ფიზიკური დატვირთვის შემდეგ. ამ დანამატს უნიშნავენ გულის უკმარისობის მქონე პაციენტებს.

მინერალები და ვიტამინები გულისთვის: 8 ყველაზე მნიშვნელოვანი...

ომეგა 3

პოლიუჯერი ცხიმმჟავა ამცირებს ორგანიზმში ტრიგლიცერიდების გამომუშავებას. ეს ნივთიერება ახდენს იშემიური დაავადებების და ინსულტის პროვოცირებას. ომეგა 3-ის კურსს კარდიოლოგები თითქმის ყველა თავის პაციენტს უნიშნავენ.

მინერალები და ვიტამინები გულისთვის: 8 ყველაზე მნიშვნელოვანი...

მაგნიუმი

მაგნიუმს იმდენი დადებითი თვისება აქვს, რომ ჯობია ის დავწეროთ თუ რას იწვევს მისი დეფიციტი. მაგნიუმის დაბალ რაოდენობას მივყავართ მაღალ არტერიულ წნევამდე, თეროსკლეროზის დისკების გაჩენამდე, არითმიამდე, გულის ტკივილამდე და სისხლძარღვთა კალციფიკაციამდე.

მინერალები და ვიტამინები გულისთვის: 8 ყველაზე მნიშვნელოვანი...

კალიუმი

ეს მინერალი საჭიროა გულის სტაბილური მუშაობისთვის: ის აკონტროლებს რითმს, ეხმარება კუნთს სრულყოფილად შეკუმშვაში. ის მნიშვნელოვანია სისხლძარღვების და ნერვული სისტემის ჯანმრთელობისთვის. მაგნიუმთან ერთად შედის გულის სამკურნალო საშუალებების კომპლექსში.

მინერალები და ვიტამინები გულისთვის: 8 ყველაზე მნიშვნელოვანი...
პრობლემების უმეტესობის აღკვეთა შესაძლებელია, თუ წელიწადში ერთხელ მაინც პროფილაქტიკის მიზნით მიიღებთ გულისთვის საჭირო ვიტამინებს. ანახეთ ეს სია თქვენს კარდილოგს, რათა შეარჩიოთ თქვენთვის მისაღები და საჭირო კომპლექსი.

აუცილებლად გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს, რათა ისინიც გაეცნონ ამ სასარგებლო ინფორმაციას.

ჯანმრთელობას გისურვებთ!

შეაფასეთ სტატია