ჟელატინი სახსრებისთვის: როგორ აღვიდგინოთ ხრტილოვანი ქსოვილი სულ რაღაც 7 დღეში!

лечение суставов
лечение суставов

სახსრების დაავადებისგან არავინაა დაზღვეული. საქმე იმაშია, რომ სახსრების შემაერთებელი ხრტილოვანი მასა და ძვლები შეიცავს კოლაგენს, რომლის სინთეზიც ასაკის მატებასთან ერთად იკლებს. არადა სწორედ ეს ცილა უზრუნველყოფს სახსრების ელასტიურობას და სიმტკიცეს.

საბედნიეროდ არსებობს ეფექტური და უკვე შემოწმებული საშუალება სახსრების ტკივილის მოსახსნელად, მათ გასამაგრებლად და აღსადგენად. ამ საშუალებას არა მხოლოდ ხალხური მკურნალები არამედ სპეციალისტებიც აღიარებენ. საუბარია ჟელატინზე, რომელიც დაგიბრუნებთ თავისუფლად გადაადგილების უნარს!

ჟელატინი სახსრებისთვის

დაგჭირდებათ:

– 5 გრ. ჟელატინი

– 100 მლ. წყალი

მომზადების და გამოყენების წესი:

– საღამოს დაასხით ჟელატინს წყალი და დატოვეთ დილამდე.

– დილით უკვე გაფუებულ ჟელატინს დაასხით 100 გრ. თბილი წყალი, კარგად მოურიეთ და დადგით ორთქლის აბაზანაზე.

– გააცხელეთ იქამდე, სანამ არ გაიხსნება მთლიანად. თუმცა არ დაუშვათ ჟელატინის ადუღება.

უნდა მიიღოთ დილით უზმოზე, ჭამამდე 30 წუთით ადრე. თუ გემო თქვენთვის ძალიან მიუღებელია, დაუმატეთ ფორთოხლის წვენი. ჟელატინი უკეთ აითვისება ორგანიზმის მიერ C ვიტამინთან ერთად. ამიტომ რეკომენდირებულია წამალში ასკილის ნაუენის ან თავად ვიტამინის აბის დამატება. მკურნალობის კურსი შეადგენს ერთ თვეს.

შეგიძლიათ რძიანი ჟელეც მოამზადოთ: 2 ჩ.კ. ჯელატინი გახსენით 150 გრ. ცივ რძეში და დატოვეთ 1 საათით გასაფუებლად. სურვილის მიხედვით დაუმატეთ თაფლი ან შაქარი. როცა ჟელატინი გაფუვდება, გაათბეთ წყლის აბაზანაზე და თან ურიეთ. (არ მიიყვანოთ ადუღებამდე) როცა გადმოდგავთ, გააციეთ და შედგით მაცივარში. ამ მკურნალობის კურსი სამ კვირიანია.

სურვილის მიხედვით ჟელატინის კომპრესის გამზადებაც შეგიძლიათ: დაასველეთ სქელი ბინტი ცხელ წყალში და კარგად გაწურეთ. გადაკეცეთ რამოდენიმე ფენად და ფენებს შორის დაყარეთ ჟელატინის ფხვნილი. მტკივან სახსარზე დაიდეთ კომპრესი და გადაიხვიეთ პოლიეთილენის პარკით. ეს კომპრესი მხოლოდ ტკივილის მოსახსნელად გამოიყენება.

სახსრების დაავადების პროფილაქტიკისთვის ძალიან კარგია თუ მიირთმევთ მარმელადს, ჟელეს და ე.წ. ხალადეცს.

ჟელატინით კურნალობას აქვს უკუჩვენებაც:

მისი დიდი რაოდენობით მიღება არაა რეკომენდირებული მათთვის, ვისაც აქვს პრობლემა კუჭთან ან ღვიძლთან. ვისაც აქვს კენჭები ნაღვლის ბუშტში ან ათეროსკლეროზი. მკურნალობის დაწყებამდე გაიარეთ კონსულტაცია მკურნალ ექიმთან.

აუცილებლად გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს, რათა ისინიც გაეცნონ ამ სასარგებლო ინფორმაციას.

ჯანმრთელობას გისურვებთ!

შეაფასეთ სტატია
ჟელატინი სახსრებისთვის: როგორ აღვიდგინოთ ხრტილოვანი ქსოვილი სულ რაღაც 7 დღეში!
გლერძი – ბუნების საოცრება! მცენარე, რომელიც საუკეთესო მკურნალადაა აღიარებული.