კაკლის უღელი იოდის დეფიციტის და სხვა დაავადებების წინააღმდეგ. ეს ხომ ნამდვილი პანაცეაა!

отвар из грецких орехов
отвар из грецких орехов

როცა ვსაუბრობთ კაკლის სასარგებლო თვისებებზე, ამ დროს არა მგონია გაგვახსენდეს კაკლის უღელი. მას ხომ მაშინვე სანაგვე ურნაში ვისვრით. არადა სულ ტყუილად! მისგან მომზადებული ნაყენი და ნახარში ძალიან ეფექტურია სხვადასხვა დაავადებების სამკურნალოდ.

კაკლის უღელი განსაკუთრებით სასარგებლოა იოდის დეფიციტის დროს. იოდის არასაკმარისი რაოდენობის გამო ირღვევა კუჭქვეშა ჭირკვლის მუშაობა, რაც უამრავი დაავადების გამომწვევი მიზეზი ხდება.

იოდის დეფიციტის გაოვლენა ძალიან მარტივია: უბრალოდ ძილის წინ ბამბით წაისვით იოდი მკლავზე. თუ დილით იოდის კვალიც არ დაგხვდებათ, ეს პრობლემის მაჩვენებელია. ამის მოგვარებაში ეს სასწაულმოქმედი ნახარში დაგეხმარებათ…

კაკლის უღელის ნახარში

დაგჭირდებათ:

  • 1/2 ჭიქა კაკლის უღელი (ნაჭუჭის გარეშე)
  • 2 ჭიქა ცივი წყალი
  • მურაბა ან თაფლი (თქვენი სურვილისამებრ)

მომზადების და გამოყენების წესი:

1. მოათავსეთ უღელი ქვაბში, დაასხით წყალი და მიიყვანეთ ადუღებამდე.

2. დაუწიეთ ცეცხლს და ნელ ცეცხლზე დატოვეთ 10 წუთი.

3. გადაწურეთ და ნახარშიც მზადაა!

4. უნდა მიიღოთ თითო ყლუპი 3-ჯერ დღეში, 2-4 კვირის განმავლობაში. ნახარშში შეგიძლიათ დაამატოთ ცოტაოდენი თაფლი ან მურაბა. თუმცა ჯობია ნახარში მიიღოთ სუფთა სახით.

გარდა ამისა, უამრავი დაავადებების და განსაკუთრებით ფარისებრი ჯირკვლის პრობლემის დროს გამოიყენება სპირტიანი ნაყენი.

მომზადების და გამოყენების წესი:

1. ნახევარ ლიტრიანი ქილის 1/3 გაავსეთ კაკლის უღელით.

2. დაასხით სპირტი ისე, რომ ქილა ბოლომდე გაივსოს და დადგით 2-3 კვირით.

3. გადაწურეთ და ნაყენიც მზადაა!

4. მიიღეთ დღეში ერთხელ 1 ს.კ. ჭამამდე 15-20 წუთით ადრე.

ხალხური მედიცინის სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ კაკლის უღელი სასარგებლოა საშვილოსნოს მიომის და მასტოპათიის, უძილობის, ნერვული აშლილობის და საჭმლის მონელების დარღვევის დროს. ასევე ეფექტურად მიიჩნევენ რადიკულიტის და სახსრების ტკივილის დროს კაკლის უღელის წყლის ნაყენით გაწმენდას.

დაგტანჯათ კონიქტიუვიტმა? კაკლის უღელი აქაც გამოგადგებათ. დააქუცმაცეთ უღელი, დაასხით ნახევარი ჭიქა ცივი წყალი და მიიყვანეთ ადუღებამდე. დატოვეთ 20 წუთით ნელ ცეცხლზე და გადაწურეთ რამოდენიმე ფენა მარლაში. თქვენ მიიღებთ დაახლოებით ნახევარ ჭიქა სითხეს. დაასველეთ ბამბის დისკი და დაიდეთ ქუთუთოებზე. გაიმეორეთ პროცედურა 1 კვირის მანძილზე.

თუ არ ენდობით ხალხურ მედიცინას, მაშინ გაიარეთ კონსულტაცია თქვენს მკურნალ ექიმთან და ჰკითხეთ, შეიძლება თუ არა იოდის დეფიციტთან და სხვა დაავადებებთან გამკლავება ამ საშუალების წყალობით. ფაქტი ფაქტად რჩება! კაკლის უღელის სამკურნალო თვისებების შესახებ უძველესი დროიდანაა ცნობილი.

აუცილებლად გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს, რათა ისინიც გაეცნონ ამ სასარგებლო ინფორმაციას.

ჯანმრთელობას გისურვებთ!

შეაფასეთ სტატია
კაკლის უღელი იოდის დეფიციტის და სხვა დაავადებების წინააღმდეგ. ეს ხომ ნამდვილი პანაცეაა!
лечение псориаза фото
ეს ხალხური საშუალება გაგანთავისუფლებთ ფსორიაზისგან და ეგზემისგან! რეცეპტი იხილეთ აქ…