გაიგეთ, როგორ მოვამზადოთ ასკილის სამკურნალო ნაყენი სახლის პირობებში.

გაიგეთ, როგორ მოვამზადოთ ასკილის სამკურნალო ნაყენი სახლის პირობებში.

აგარაკზე ჩემს მეზობლად აქვთ ასკილის ბაღი. მთელი ივნისი ვტკბები ხოლმე მისი ყვავილების არომატით. ზოგადად ბებიისგან მსმენია ასკილის სასარგებლო და სამკურნალო თვისებების შესახებ, მაგრამ არასდროს აზრად არ მომსვლია მისი შეძენა ან ჩემს ბაღში დარგვა. წელს მეზობელმა დიდი სათლით გადმომაწოდა მისი ნაყოფი და გადავწყვიტე დამემზადებინა ასკილის ნაყენი, რომელიც როგორც ვიცი ძალიან სასარგებლოა.

გამიგია, რომ ასკილი განსაკუთრებით სასარგებლოა ცოცხალ მდგომარეობაში. ნაყენისგან განსხვავებით ასკილის ნახარში არ გამოირჩევა შენახვის ვადის ხანგრძლივობით. დღეს მე გაგიზიარებთ ასკილის ნაყენის მომზადების 3 რეცეპტს, რომელიც  იდეალურია გრიპისა და გაციების დროს.

ასკილის სამკურნალო ნაყენი

გაიგეთ, როგორ მოვამზადოთ ასკილის სამკურნალო ნაყენი სახლის პირობებში.

ეს არის ასკილის ნაყენის ყველაზე მარტივი რეცეპტი. მის მოსამზადებლად აავსეთ ბოთლის 2/3 ასკილით, დაასხით არაყი (გაავსეთ) და დაახურეთ თავსახური. დადგით 15 დღით ბნელ ოთახში.

15 დღის შემდეგ ნაყენი გადაწურეთ და გადაიტანეთ სხვა ბოთლში. შეინახეთ მზის სხივებისგან დაცულ ადგილზე. ამ ნაყენს იყენებენ გაციების და მწვავე რესპირატორული ინფექციური დაავადების დროს. დაამატეთ ცხელ ჩაის 1-2 ჩ.კ. ნაყენი და თაფლი. უნდა მიიღოთ ყოველდღე, სრულ გამოჯანმრთელებამდე.

ნაყენი პროფილაქტიკისთვის

გაიგეთ, როგორ მოვამზადოთ ასკილის სამკურნალო ნაყენი სახლის პირობებში.

მოათავსეთ შუშის ბოთლში 4 ს.კ. დაქუცმაცებული ასკილი, 3 ს.კ. თაფლი და დაასხით 0,5 ლ. არაყი. მჭიდროდ დააფარეთ თავსახური და დადგით თბილ ადგილზე 10 დღით. ამის შემდეგ გადაწურეთ.

უნდა მიიღოთ საკვების მიღების შემდეგ, დღეში 2-3 ჯერ 1 ჩ.კ. ეს ნაყენი გააძლიერებს თქვენს იმუნიტეტს და განსაკუთრებით სასარგებლოა ავადმყოფობის გადატანის შემდეგ. მიღების ხანგრძლივობა არის 2-3 კვირა.

იმუნიტეტის გასაძლიერებელი ნაყენი

გაიგეთ, როგორ მოვამზადოთ ასკილის სამკურნალო ნაყენი სახლის პირობებში.

შუშის ბოთლში მოათავსეთ 2 ს.კ. დაქუცმაცებული ასკილი, 1-1 ს.კ. შავი მოცხარი ან შავი მოცხარის გამომშრალი ფოთლები, ჟოლო და წითელი მოცხარი. დაასხით 0,5 ლ. არაყი და დადგით ბნელ ადგილზე 8 დღით. ამის შემდეგ ნაყენი გადაწურეთ.

უნდა მიიღოთ ჭამის შემდეგ, დღეში 3-ჯერ 1 ჩ.კ. 3-4 კვირის განმავლობაში. ეს ნაყენი გააძლიერებს თქვენს ორგანიზმს და აგავსებთ ვიტამინებით.

ვისთვის არაა რეკომენდირებული ასკილის ნაყენის მიღება

გაიგეთ, როგორ მოვამზადოთ ასკილის სამკურნალო ნაყენი სახლის პირობებში.

ასკილის ნაყენი სამკურნალოა, მაგრამ ის შეიცავს ალკოჰოლს. ამიტომ მისი მიღება ასტიკად აკრძალულია ორსულობის და ლაქტაცის პერიოდში. ასევე არ შეიძლება ბავშვებისთვის. მის მიღებამდე ასევე კარგი იქნება, რომ შემოწმებული იყოთ პროდუქტის ინდივიდუალურ აუტანლობაზეც.

გაიგეთ, როგორ მოვამზადოთ ასკილის სამკურნალო ნაყენი სახლის პირობებში.

ექიმები არ უწევენ რეკომენდაციას ამ ნაყენის მიღებას მათ, ვისაც აქვს გულთან, თორმეტგოჯა ნაწლავთან, კუჭის წყლულთან და თირკმელების უკმარისობასთან დაკავშირებული პრობლემები. უარი თქვით ამ ნაყენზე თუ გაქვთ გასტრიტი ან თრომბოფლებიტი. საუკეთესო შემთხვევაში გირჩევთ კონსულტაციის გავლას მკურნალ ექიმთან.

გაიგეთ, როგორ მოვამზადოთ ასკილის სამკურნალო ნაყენი სახლის პირობებში.

მე პირადად უკვე მოვამზადე ასკილის ნაყენი ზამთრისთვის, რადგან ის განსაკუთრებით სასარგებლოა გრიპისა და გაციების სეზონზე. ბავშვისთვის კი უბრალოდ ვიყენებ გამომშრალი ასკილით მომზადებულ ჩაის.

აუცილებლად გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს, რათა ისინიც გაეცნონ ამ სასარგებლო ინფორმაციას.

ჯანმრთელობას გისურვებთ!

შეაფასეთ სტატია
გაიგეთ, როგორ მოვამზადოთ ასკილის სამკურნალო ნაყენი სახლის პირობებში.
შაქრის დონის მოსაწესრიგებლად მოხარშული კვერცხი შეუცვლელი პროდუქტია