მიწავაშლას სასარგებლო თვისებები

მიწავაშლას სასარგებლო თვისებები

ერთ დროს ვერავინ წარმოიდგენდა, რომ მიწავაშლა იგივე ტოპინამბური სუპერ-პროდუქტთა სიაში მოხვდებოდა. დღეს ჩვენ გაგაცნობთ ამ მიწავაშლას სასარგებლო თვისებებს და დარწმუნებული ვარ, რომ ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ აუცილებლად წახვალთ მის საყიდლად.

ის არის საკმაოდ იაფფასიანი და ამავე დროს ძალიან სასარგებლო ბუნებრივი საშუალება თქვენი ჯანმრთელობისთვის.

 

რა სასარგებლო თვისებები აქვს მიწავაშლას?

მიწავაშლას სასარგებლო თვისებები

ტოპინამბურის ფესვს ხშირად ამსგავსებენ კარტოფილს ან კოჭას. ამ მცენარის ახლო ნათესავი არის, ჩვენთვის კარგად ნაცნობი მზესუმზირა. თავის მშობლიურ სამშობლოში, ჩრდილოეთ ამერიკაში, მას იყენებდნენ ინდიელები. მისი ფოთლები, ღეროები და ფესვი გამოიყენება როგორც კულინარიაში, ასევე მედიცინაში.

მიწავაშლას სასარგებლო თვისებები

ეს სასწაული ნაყოფი ევროპაში XVI-XVII საუკუნეში მოხვდა, ჩვენთან კი სსრკ-ს პერიოდში. ეს მცენარე საკმაოდ კარგად იტანს ყინვას და დიდ მოსავალსაც იძლევა, მაგრამ ამავე დროს საკმაოდ მალე ფუჭდება მოწყვეტის შემდეგ.

მიწავაშლა შეიცავს დიდი რაოდენობით В ჯგუფის ვიტამინებს, განსაკუთრებით В1-ს. ასევე ვიტამინ С-ს და კიდევ რამოდენიმე ნივთიერებას, რომელიც გადამწყვეტ როლს თამაშობს შემდეგი დაავადებების მკურნალობისას:

მიწავაშლას სასარგებლო თვისებები

სისხლის ნაკლებობა – მიწავაშლას ფესვები შეიცავს ბიოაქტიურ ნივთიერებებს და რკინას, რაც ძალიან კარგია სისხლის ნაკლებობის პროფილაქტიკისთვის.

დიაბეტი – ტოპინამბური მდიდარია ინულინით – ეს არის ინსულინის ნატურალური ანალოგი. ის უზრუნველყოფს სისხლში შაქრის დონის შემცირებას.

ჰიპერტონია – ტოპინამბური ძალიან სასარგებლოა მათთვის, ვისაც მიდრეკილება აქვს მაღალი წნევისკენ.

გულის დაავადებები – მიწავაშლა არ კურნავს, მაგრამ აძლიერებს გულ-სისხლძარღვთა სისტემას.

ღვიძლის დაავადებები – მიწავაშლას კვებითი ღირებულება მდგომარეობს იმაში, რომ მისი ნახშირწყლები ადვილად ათვისებადია. სწორედ ამიტომ მას იყენებენ სამკურნალო დიეტის დროს, რათა ღვიძლის დატვირთვა საგრძნობლად შეამცირონ.

მიწავაშლას სასარგებლო თვისებები

ტოპინამბურის ფოთლის სასარგებლო თვისებები

ტოპინამბურის ფოთლები და ყვავილებიც ნამდვილი საგანძურია. ინდიელები მათ კანის დაავადებების სამკურნალოდ და ჭრილობის შესახორცებლად იყენებდნენ. ფოთლები ხელს უწყობს ქსოვილის აღგენას და ელასტიურობის შენარჩუნებას.

მისგან ამზადებენ სამკურნალო ჩაის იმუნიტეტისთვის, დეტოქსიკაციისთვის და ნაყენს აბაზანისთვის. ტოპინამბურის ფოთლების აბაზანა გაგანთავისუფლებთ სახსრების ტკივილისგან და სასარგებლოა პოდაგრის, ართრიტის და ზოგადად სახსრების დაავადებების მკურნალობისას.

მიწავაშლას სასარგებლო თვისებები

სად ვიპოვოთ ეს მცენარე?

ყველაფერი საკმაოდ მარტივადაა. მიწავაშლას ფესვები დიდ სუპერმარკეტებში არის გაყიდვაში, ხოლო ფოთლები და ყვავილი უფრო გარე ბაზრობებზეა ხელმისაწვდომი.

მიწავაშლას სასარგებლო თვისებები

ტოპინამბურის საკვებში გამოყენება შეგიძლიათ ცოცხალი, მოხარშული და ჭემწვარი სახითაც. მისგან მზადდება უგემრიელესი კრემ-სუპები და სალათები.

აუცილებლად გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს, რათა ისინიც გაეცნონ ამ სასარგებლო ინფორმაციას.

ჯანმრთელობას გისურვებთ!

შეაფასეთ სტატია