მდოგვის აბაზანა: ინსტრუქცია, სასარგებლო თვისებები და უკუჩვენება.

მდოგვის აბაზანა: ინსტრუქცია, სასარგებლო თვისებები და უკუჩვენება.

მდოგვის აბაზანის სასარგებლო თვისებები

მდოგვის ფეხის აბაზანა განსაკუთრებით სასარგებლოა გაციების დროს. მიმართეთ ამ მეთოდს თუ გაწუხებთ:

– ყელის ტკივილი

– მშრალი ან სველი ხველა

– სურდო

– ზოგადი სისუსტე და ტანში ტეხვის შეგრძნება

მდოგვის აბაზანა: ინსტრუქცია, სასარგებლო თვისებები და უკუჩვენება.გასული ასწლეულების მანძილზე მდოგვის აბაზანებს იყენებდნენ ბრონქული ასთმის შეტევის დროს. ამჟამად არის უამრავი სხვა საშუალება, მაგრამ მდოგვის აბაზანა დღემდე არ კარგავს პოპულარობას.

მდოგვის აბაზანა: ინსტრუქცია, სასარგებლო თვისებები და უკუჩვენება.

მდოგვის აბაზანის სასარგებლო თვისებების ჩამონათვალი აქ ნამდვილად არ მთავრდება. მისი საშუალებით შეგიძლიათ:

– იმუნიტეტის გაძლიერება

– ტოქსინების გამოდევნა

– კუნთების გახურება

– ტკივილის მოხსნა

– სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესება

– გაუხეშებული კანის დარბილება

– ბრონქების მუშაობის სტიმულირება

მდოგვის აბაზანა: ინსტრუქცია, სასარგებლო თვისებები და უკუჩვენება.

უკუჩვენება

მდოგვის ფეხის აბაზანის გამოყენება არაა რეკომენდირებული:

– ონკოლოგიური დაავადებების დროს

– ჰიპერტონიის ან ჰიპოტონიის დროს

– თუ ორგანიზმის ტემპერატურა 37,3 °С -ზე მაღალია

– მიოკარდიტის ან გულის ქრონიკული იშემიური დაავადების დროს

– ვარიკოზის და ფეხებზე წყლულების არსებობის დროს

გარდა ამისა საჭიროა სიფრთხილის გამოჩენა მაშინ, თუ ამ აბაზანის გაკეთებას ვაპირებთ 5 წელზე პატარა ბავშვებისთის ან ფეხმძიმე ქალბატონისთის.

მდოგვის აბაზანა: ინსტრუქცია, სასარგებლო თვისებები და უკუჩვენება.

მდოგვის აბაზანის გამოყენება

1. გაავსეთ პლასტმასის თასი 40 °С ტემპერატურის წყლით ისე, რომ დაფაროს ფეხის ტერფები.

2. დაუმატეთ წყალს 3 ს.კ. მდოგვის ფხვნილი და აურიეთ კარგად.

3. დრო და დრო ჩაყავით ფეხები, რომ მიეჩვიოს წყლის ტემპერატურას.

მდოგვის აბაზანა: ინსტრუქცია, სასარგებლო თვისებები და უკუჩვენება.

4. ჩაყავით ფეხები აბაზანაში 30 წუთით. თუ წყალი გაგრილდა, უბრალოდ დაამატეთ ცხელი.

5. ამის შემდეგ ფეხები კარგად გაიმშრალეთ და ჩაიცვით ძალიან თბილი წინდები.

6. აბაზანას ეფექტის გასაძლიერებლად შეგიძლიათ დაუმატოთ ევკალიპტის, ციტრუსის ან ნაძვის ეთერზეთი.

ამ აბაზანის მიღების შემდეგ რეკომენდირებულია მიირთვათ მცენარეული ჩაი თაფლთან ან კენკრის მურაბასთან ერთად.

თუ თქვენ არ გინდათ აბაზანის მიღება, მაშინ ისარგებლეთ მშრალი მეთოდით:

ჩაიცვით ფეხებზე წინდა და ამის შემდეგ ამოიცვით მეორეც. უბრალოდ მეორეში ჩაყარეთ მდოგვის ფხვნილი. დაიტოვეთ წინდები ფეხებზე დილამდე.

მდოგვის აბაზანა: ინსტრუქცია, სასარგებლო თვისებები და უკუჩვენება.

ბავშვების აბაზანა არ უნდა აღემატებოდეს  38 °С ტემპერატურას.  ყოველ 3 ლიტრაზე უნდა დაამატოთ 1/4 ჭიქა მდოგვის ფხვნილი და პროცედურის ხანგრძლივობა არ უნდა აღმატებოდეს 15 წუთს.

უფროსებმა აბაზანა უნდა მიიღონ დღეში 2-ჯერ 4 დღის მანძილზე იმისთის, რომ განთავისუფლდნენ ვირუსისგან.

აუცილებლად გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს, რათა ისინიც გაეცნონ ამ სასარგებლო ინფორმაციას.

ჯანმრთელობას გისურვებთ!

შეაფასეთ სტატია
მდოგვის აბაზანა: ინსტრუქცია, სასარგებლო თვისებები და უკუჩვენება.
გაიგეთ, როგორ მოვამზადოთ ასკილის სამკურნალო ნაყენი სახლის პირობებში.