ხალხური რეცეპტები: მოხუცმა ხახვი ოთხად გაჭრა და ჩაიში ჩააგდო. მე დღემდე მისი მადლიერი ვარ, ამიტომ გიზიარებთ თქვენც…

вздутие живота

вздутие живота

ჩემი ბაბუა ადრეული ასაკიდან მაცნობდა ხალხურ საშუალებებს სხვადასხვა დაავადებების საწინაარმდეგოდ. ბაბუას ეს რეცეპტები ერთმა ცნობილმა ხალხურმა მკურნალმა გაუმხილმა, რომელიც მის სოფელში ცხოვრობდა. ერთ-ერთი ასეთი რეცეპტია ხახვის ჩაი. ეს საშუალება ეფექტურია მუცლის შებერილობის დროს და მისი მომზადება იმაზე მარტივია, ვიდრე გგონიათ.

 

იტვირთება

ხახვის ჩაი

ხახვის ჩაის მოსამზადებლად მხოლოდ 2 ინგრედიენტი დაგჭირდებათ. მოამზადეთ 200 მლ. შავი ჩაი. გაფრცქვენით ხახვი და გაჭერით ჯვარედინად. მნიშვნელოვანია, რომ ხახვი ბოლომდე კი არ გაჭრათ, არამედ სანახევროდ ჩაჭრათ.

луковый чай

მოათავსეთ ხახვი ჭიქაში და დადგით 10-15 წუთით. ეს სასმელი მაშინვე გაგანთავისუფლებთ მუცელში არსებული ნებისმიერი უსიამოვნო შეგრძნებისგან. გარდა ამისა ის იდეალურია კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პროფილაქტიკისთვის.

ხალხური საშუალებები

კიდევ ერთი უმარტივესი რეცეპტია კამის წყალი. დაასხით 40 გრ. კამის თესლს 500 მლ. ადუღებული წყალი და დატოვეთ 1 საათით. ამისთვის თერმოსის გამოყენება ბევრად კომფორტულია. უნდა დალიოთ დღეში 3-ჯერ 80 მლ. ჭამამდე 10-15 წუთით ადრე.

თუ თქვენ არ გაქვთ თესლი, მაშინ გამოიყენეთ კამა. 1 ს.კ. დანაკუწებულ მწვანილს დაასხით 200 მლ. ადუღებული წყალი და დადგით 1 საათით. ამის შემდეგ გადაწურეთ. ეს საშუალებაც უნდა მიიღოთ დღეში 3-ჯერ 80 მლ. ჭამამდე 10-15 წუთით ადრე. უნდა შეინახოთ მაცივარში.

свежий укроп

მუცლის ღრუში უსიამოვნო შეგრძნებებისგან გასანთავისუფლებლად გვირილა და პიტნაც დაგეხმარებათ. საკვების მიღების შემდეგ უბრალოდ ჩაღეჭეთ 2-3 პიტნის ფოთოლი. ის მოგიხსნით მუცლის სპაზმებს და გაგიჯანსაღებთ სუნთქვას.

ასევე შეგიძლიათ მოამზადოთ პიტნის ჩაი. 5-7 ცალ პიტნის ფოთოლს დაასხით 200 მლ. ადუღებული წყალი და 5-10 წუთის შემდეგ დაამატეთ 1 ს.კ. თაფლი. ამ სასმელის მიღება უმჯობესია ძილის წინ, რადგან მას დამამშვიდებელი ეფექტიც აქვს.

мятный чай

ჩაის მომზადება გვირილისგანაც შეგიძლიათ. ის დაგეხმარებათ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობის მოწესრიგებაში. ეფექტის გასაძლიერებლად მოამზადეთ ის პიტნასთან ერთად. აიღეთ თანაბარი რაოდენობით მშრალი პიტნა და გვირილა. მიღებულ ნაზავს დაასხით 250 მლ. წყალი და მიიყვანეთ ადუღებამდე. ამის შემდეგ გადმოდგით და გააჩერეთ 4 საათით. გადაწურეთ და მიიღეთ დღეში 3-ჯერ საკვების მიღების შემდეგ 2 ს.კ.

იტვირთება

თუ სასმელის მიღება არ გინდათ, მაშინ მიიღეთ სელის თესლი. 2 ჩ.კ. შეურიეთ იოგურტში, სალათში, წვნიანში ან ფაფაში და ამ სახით მიიღეთ.

семена льна

სელის თესლისგან შეგიძლიათ მოამზადოთ ნაყენიც. 1 ს.კ. სელის თესლს დაასხით 500 მლ. მდუღარე წყალი და დადგით 5-6 საათით. გადაწურეთ ნაყენი და მიიღეთ დღეში 2-ჯერ 100 მლ. 3 კვირის განმავლობაში. მუცელი მადლობას გეტყვით.

როგორ განვთავისუფლდეთ მუცლის შებერილობისგან

ამ შემთხვევაში შვენიერ ხალხურ საშუალებად ითვლება ვაშლის ძმარი. 1 ჭიქა თბილ წყალს დაუმატეთ 2 ს.კ. ვაშლის ძმარი. უნდა მიიღოთ დღეში ერთხელ საკვების მიღების შემდეგ. თუ გემო თქვენთვის ზედმეტად მიუღებელია, შეგიძლიათ დაუმატოთ 1 ჩ.კ. თაფლი.

чеснок

საჭმლის მონელების გასაუმჯობესებლად შეგიძლიათ ნივრის გამოყენება. ოღონდ არა ცოცხალის, არამედ გამომშრალის. გამომშრალი ნივრის პოვნა შეგიძლიათ სუპერმარკეტში, მაგრამ თუ ვერ იპოვეთ აქვე გასწავლით მის დამზადებას:

თხლად დაჭერით ნიორი და დააწყვეთ (გაშალეთ) პერგამენტის ქაღალდზე. გამოაცხვეთ 55 გრადუსზე 40 წუთის განმავლობაში. კუჭ-ნაწლავის სწორი მუშაობისთვის საკმარისი იქნება 2-3 ნაჭერი ნივრის მიღება საკვების მიღების შემდეგ. თქვენ ასევე შეგიძლიათ ნივრის დაფქვა ყავის საფქვავის დახმარებით.

чесночный порошок

ნივრისგანაც მზადედბა ნაყენი. 4 კბილ ნიორს დაასხით 200 მლ. წყალი და მიიყვანეთ დუღილამდე. 5 წუთის შემდეგ გადმოდგით ცეცხლიდან და დადგით კიდევ 30 წუთით. გადაწურეთ და მიიღეთ დღეში 2-ჯერ 100 მლ.

რჩევა რედაქციისგან:

ხალხური საშუალებები იმდენად ბევრია, რომ თქვენ აუცილებლად აარჩევთ თქვენთვის სასურველს. თუმცა არ დაივიწყოთ გარკვეული უკუჩვენებებიც. ამიტომ გირჩევთ ექიმთან კონსულტაციის გავლას.

აუცილებლად გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს, რათა ისინიც გაეცნონ ამ სასარგებლო ინფორმაციას.

ჯანმრთელობას გისურვებთ!

იტვირთება
შეაფასეთ სტატია
ხალხური რეცეპტები: მოხუცმა ხახვი ოთხად გაჭრა და ჩაიში ჩააგდო. მე დღემდე მისი მადლიერი ვარ, ამიტომ გიზიარებთ თქვენც…
ობი ანადგურებს ჯანმრთელობას!