იაფიანი სააფთიაქო საშუალება, რომელიც დაგეხმარებათ ყველაზე მოულოდნელ სიტუაციებშიც კი.

იაფიანი სააფთიაქო საშუალება, რომელიც დაგეხმარებათ ყველაზე მოულოდნელ სიტუაციებშიც კი.

 

ეს უბრალო სააფთიაქო საშუალება აუცილებლად უნდა გქონდეთ სახლში. თქვენ ვერც კი წარმოგიდგენიათ რამდენად ბევრი პრობლემის მოგვარება შეუძლია ამ იაფიან საშუალებას.

საუბარია მარგანცოვკაზე, იგივე კალიუმის პერმანგანატზე (KMnO4). ეს არის მუქი იასამნისფერი ფხვნილი კრისტალების სახით. ის კარგად იხსნება წყალში.

ჟანგვითი თვისებების გამო მარგანცოვკას საკმაოდ ფართოდ იყენებენ მედიცინაში ინფექციების გასანადგურებლად, კანის და ლორწოვანი გარსის გასაშრობად.

მარგანცოვკა სხვადასხვა მიზნებისთვის სხვადასხვა კონცენტრაციით გამოიყენება:

– კუჭის გამოსარეცხად 0,01-0,1% ძალიან ღია ვარდისფერი ხსნარი.

– ჭრილობის დეზინფექციისთვის 0,1-0,5%-იანი ვარდისფერი ხსნარი

– დამწვრობისა და წყლულების დასამუშავებლად 0,1-1,5%-იანი იასამნისფერი ხსნარი.

 

კალიუმის პერმანგანატის სასარგებლო თვისებები

იაფიანი სააფთიაქო საშუალება, რომელიც დაგეხმარებათ ყველაზე მოულოდნელ სიტუაციებშიც კი.

1. საკვებით მწვავე მოწამვლა.
ამ შემთხვევაში ის აუცილებელია როგორც სადეზინფექციო საშუალება. ავადმყოფმა უნდა დალიოს ღია ვარდისფერი ხსნარი, შემდეგ უნდა აღებინოს.

 

 

ყურადღება!

ზოგჯერ ხდება, რომ მარგანცოვკის კრისტალები ბოლომდე არ იხსენა წყალში. ამან შესაძლოა გამოიწვიოს კუჭის ლორქოვანი გარსის დამწვრობა. ამ ყოველივეს თავიდან ასაცილებლად, ჯერ გააკეთეთ ცალკე ხსნარი და ამ ხსნარით დაამზადეთ დასალევი სითხე ცალკე. სასურველია მისი გაფილტვრაც მარლის საშუალებით

2. ჩვილის დაბანა.
ყველა დედამ და ბებიამ იცის, რომ ძალიან მსუბუქი მარგანცოვკის ხსნარის აბაზანა კარგია ახალშობილისთვის. აქაც მთავარია დაიმახსოვროთ, რომ აბაზანაში არ ყრით კრისტალებს. უნდა დაამზადოთ ცალკე ხსნარი, გაფილტროთ და მხოლოდ ამის შემდეგ ფრთხილად გახსნათ წყალში. მთავარია, რომ გაუხსნელი კრისტალი არავითარ შემთხვევაში არ მოხვდეს. წუალი უნდა იყის ძალია ღია ვარდისფერი.

3. კონიუქტივიტი და ბლეფარიტი.
ხსნარის მომზადების ინსტრუქცია აქაც იგივეა. უნდა გამოიყენოთ ძალია ღია ვარდისფერი ხსნარი და ბამბის დისკის საშუალებით გაიწმინდოთ გარედან.

4. კუჭის აშლილობა.
კუჭის აშლილობის დროს რეკომენდირებულია დილას და საღამოს 1 ჭიქა ღიავარდისფერი ხსნარის დალევა. ზოგადად ერთი მიღებას საკმარისია პრობლემის აღმოსაფხვრელად.

იაფიანი სააფთიაქო საშუალება, რომელიც დაგეხმარებათ ყველაზე მოულოდნელ სიტუაციებშიც კი.

5. თუ სახლში მძიმე, მწოლიარე პაიენტი გყავთ.
ასეთ დროს ოთახში ჰაერი თავისებურ სუნს იღებს. დადგით ოთახში 1 ჭიქა ვარდისფერი მარგანცოვკის ხსნარი. ის შეიწოვს უსიამოვნო სუნებს.

6. თერმული დამწვრობა.
დაზიანებულ ადგილზე დაიდეთ მარგანცოვკის ხსნარის კომპრესები. რა  უფრო მძიმეა დამწვრობა, მით უფრო დიდი კონცენტრაციის ხსნარი უნდა გამოიყენოთ.

7. ანგინა და სტომატიტი.
გამოივლეთ ყელში და პირის ღრუშო მსუბუქი კონცენტრაციის ხსნარი დღეში 4-5 ჯერ.

8. ჰაიმორიტი.
გამოირეცხეთ ცხვირის ღრუ ღია ვარდისფერი თბილი ხსნარით, დღეში 2-3 ჯერ.

9. ფრჩხილის ჩაბრუნება.
დაავადების პირველივე ნიშნებისას – დიდი თითის ტკივილი, ფრჩხილის გარშემო გაჩენილი წყლულები, სისხლი და ჩირქი. გაიკეთეთ თბილი აბაზანები 2,5%-იანი კონცენტრაციის ხსნარით. ამის შემდეგ წაისვით მტკივან თითზე 10%-იანი სინტომიცინის ემულსია და გადაიხვიეთ.

ამ საშუალებას უკვე დიდი ხანია რაც იყენებენ და საკმაოდ ეფექტურად. გამოყენების წინ მაინც გირჩევთ კონსულტაციის გავლას ექიმთან.

მიუხედავად იმისა, რომ ამ საშუალების უკუჩვენებები არ არის გამოვლენილი, მაინც იყავით ფრთხილად. კალიუმის პერმანგანატის კრისტალის მოხვედრამ კანზე და განსაკუთრებით ლორწოვან გარსზე, შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული დამწვრობა. ამიტომ გირჩევთ ყოველთვის იხელმძღვანელოთ ხსნარის მომზადების ინსტრუქციით. არ გამოიყენოთ ისეთი ხსნარი, სადაც კრისტალები ბოლომდე არ არის გახსნილი.

აუცილებლად გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს, რათა ისინიც გაეცნონ ამ სასარგებლო ინფორმაციას.

ჯანმრთელობას გისურვებთ!

შეაფასეთ სტატია
იაფიანი სააფთიაქო საშუალება, რომელიც დაგეხმარებათ ყველაზე მოულოდნელ სიტუაციებშიც კი.
იაფიანი სააფთიაქო საშუალებები, რომელიც არაფრით არ ჩამოუვარდება ძვირადღირებულ კოსმეტოლოგიურ ანალოგებს.