სოკოს მკურნალობა არ ისე მარტივი პროცესია. გარეგანი მოხმარების სამკურნალო საშუალებების გარდა, ზოგჯერ საჭირო ხდება შინაგანი მოხმარების წამლების მიღებაც, რომელის ორგანიზმზე ძალიან ცუდ ზეგავლენას ახდენს.
საკმაოდ გრძელვადიანი და ხშირად ძვირადღირებული მკურნალობის კურსის შემდეგაც, ხშირად ხდება რეციდივები. სოკო კვლავ ჩნდება! დღეს გესაუბრებით სამკურნალო საშუალებებზე, რომელიც უბრალოდ უნდა წაისვათ ხელისა თუ ფეხის ფრჩხილებზე რათა თავი დააღწიოთ ამ დაავადებას. საკვირველია, რომ ექიმები ხშირად არ საუბრობენ ამ საშუალებებზე. არადა მათი გამოყენების შემდეგ თქვენ სამუდამოდ განთავისუფლდებით დაავადებისგან.
ფრჩხილის სოკოს საწინააღმდეგო ლაქი
1. დემიქტენი
ძალიან ბევრი ადამიანი თვლის, რომ ეს არის საუკეთესო სოკოს საწინააღმდეგო ლაქი. ის ქმნის დამცავ ფენას ფრჩხილებზე, აქრობს უსიამოვნო სუნს, ანადგურებს ბაქტერიებს. ყოველდღიური მოხმარებისას ის იძლევა საუკეთესო შედეგს.
2. მიკოზანი
ის მომენტალურად აუმჯობესებს ფრჩხილის სტრუქტურას და აძლიერებს მას. ლაქის წასმამდე რეკომენდირებულია ფრჩხილის გადაქლიბვა, რათა კარგად შეაღწიოს ლაქმა. მკურნალობის კურსი შეადგენს დაახლოებით 5 თვეს.
3. ბატრაფენი
ის ეფექტურია 58 სახეობის სოკოზე და შრება ფრჩხილზე 30 წამში. ეს საშუალება შედარებით ძვირია, მაგრამ ძალიან ეფექტური.
4. ლოცერილი
ამ საშუალების წასმამდე აუცილებელია ფრჩხილს ჩაუტარდეს დეზინფექცია. ამისთვის ლოცერილს სპეციალური სპირტიანი ბამბის დისკებიც კი მოჰყვება. კონკრეტულად ამ ლაქის გამოყენებისას, მკურნალობის პერიოდში უარი უნდა თქვათ დეკორატიულ ფრჩხილის ლაქზე.
თითოეული ეს საშუალება ნამდვილად ძალიან ეფექტურია. მთავარია თქვენთვის შესაფერისი აარჩიოთ. არ ღირს დიდხანს ფიქრი და გრძელვადიანი სამკურნალო კურსის ჩატარება, რომელიც შეიძლება არც აღმოჩნდეს ეფექტური. თუ დაავადება ძალიან გართულებულია, გირჩევთ კონსულტაცია გაიაროთ ექიმთან.
აუცილებლად გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს, რათა ისინიც გაეცნონ ამ სასარგებლო ინფორმაციას.
ჯანმრთელობას გისურვებთ!