კაკლის გაღცევისას უმეტესობა ყრის როგორც მის ნაჭუჭს, ასევე მის უღელს. არ გადაყაროთ, რადგან ეს არის იდეალური სამკურნალო საშუალება სხვადასხვა დაავადებების დროს. სულ მიკვირდა, როცა ბებია ინახავდა მათ და შემდეგ მისგან აკეთებდა ნაყენს. აი თურმე რატომ…
კაკლის უღელის სასარგებლო თვისებები
1. იოდის დეფიციტი
იოდის ნაკლებობა იწვევს უამრავ დაავადებას, მათ შორისაა: მიომა, მასტოპათია, პროსტატის ადენომა და კუჭქვეშა ჯირკვლის მუშაობის დაღვევა. იოდის ნაკლებობა ასევე იწვევს სისუსტეს, ხელების კანკალს მეხსიერების დაქვეითებას, ნევროზულობას და მაღალ წნევას. იოდის ნაკლებობისას გირჩევთ კაკლის უღელის ნახარშის მიღებას.
მომზადების და მიღების წესი:
ემალირებულ ქვაბში ჩაყარეთ 1/4 ჭიქა უღელი, დაასხით 2 ჭიქა ცივი წყალი და მიიყვანეთ ადუღებამდე. როცა ამოდუღდება ცეცხლს დაუწიეთ და დატოვეთ 10 წუთით. როცა ნახარში გაგრილდება, გადაწურეთ. უნდა მიიღოთ დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე თითო ყლუპი. კურსი შეადგენს 2-4 კვირას.
2. კონიუქტივიტი
კონიუქტივიტის დროს ეფექტურია კაკლის უღელის ნახარშის კომპრესები.
მომზადების და გამოყენების წესი:
კაკლის უღელი დაფქვით ისე, რომ მიიღოთ ნახევარი ჭიქა. 1/2 ჭიქა ფქვილს დაასხით 1/2 ჭიქა ცივი წყალი და დადგით ნელ ცეცხლზე 20 წუთით. მიღებული ნახარში გადაწურეთ მარლის საშუალებით. თქვენ მიიღებთ მუქ ყავისფერ სითხეს. დაასველეთ ბამბის დისკები სითხეში და დაიდეთ რამოდენიმე წუთით ქუთუთოებზე ერთი კვირის განმავლობაში.
3. პროსტატის ადენომა, პროსტატიტი და საკვერცხის კისტა
2 ს.კ. უღელს დაასხით 1,5 ჭიქა ადუღებული წყალი და დადგით ნელ ცეცხლზე 20 წუთით. მიღებული ნახარში დადგით 1 საათით. ეს არის ერთი დღის ნორმა. უნდა მიიღოთ სამ ნაწილად დღის განმავლობაში, ჭამამდე 30 წუთით ადრე.
4. ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები, კუჭ-ნაწლავის ტრაქტი, სახსრები და ჰიპერტონია
ნახევარ ლიტრიან ბოთლში მოათავსეთ უღელი და არაყი პროპორციით 1:3-თან. დადგით ბნელ ადგილზე 2-3 კვირა. ამის შემდეგ გადაწურეთ. უნდა მიიღოთ ყოველი ჭამის წინ 1 ს.კ.
5. შაქრიანი დიაბეტი
2 ს.კ. კაკლის უღელს დაასხით არაყი ისე, რომ მთლიანად დაიფაროს და დადგით 1 კვირით. უნდა მიიღოთ ყოველდღე 5-6 წვეთი 2 ს.კ. ყალში გახსნილი. მკურნალობის კურსი 3 კვირიდან 3 თვემდე მერყეობს. ეს უკვე მისი ეფექტურობიდან გამომდინარე უნდა განსაზღვროთ.
ერთი შეხედვით წარმოუდგენელიც კი არის, რომ კაკლის უღელს შეუძლია ამხელა სარგებელის მოტანა ორგანიზმისთვის. მიუხედავად მისი სამკურნალო თვისებებისა, გირჩევთ კონსულტაცია გაიაროთ ექიმთან მის გამოყენებამდე.
აქვე გთავაზობთ ვიდეოს, სადაც აღწერილია კაკლის უღელის სასარგებლო თვისებები:
If you liked the video - share it with your friends:
აუცილებლად გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს, რათა ისინიც გაეცნონ ამ სასარგებლო ინფორმაციას.
ჯანმრთელობას გისურვებთ!