როგორ განვთავისუფლდეთ ფეხზე გაჩენილი ძვლოვანი წამონაზარდისგან? ხალხური საშუალებები და მათი გამოყენების წესი…

როგორ განვთავისუფლდეთ ფეხზე გაჩენილი ძვლოვანი წამონაზარდისგან? ხალხური საშუალებები და მათი გამოყენების წესი...

უამრავი ქალბატონისთვის ძალიან დიდ დისკომფორტს წარმოადგენს ფეხზე გაჩენილი ძვლოვანი წამონაზარდი. ის ხელს გვიშლის ფეხსაცმლის ტარებაში, იწვევს ტკივილს, თითების დეფორმაციას და ვიზუალურადაც საკმაოდ არასასიამოვნო დასანახია.

ამ პათოლოგიას უწოდებენ ბუნიონს, იგივე ჰალუს ვალგუსს (Hallux Valgus).  ბუნიონი ქალების  დაახლოებით 98%-ს ემართება.  “hallux” – ფეხის ცერა თითის ლათინური დასახელებაა, ხოლო “valgus” გულისხმობს ცერა თითის ანომალიურ გადახრას, რაც ზოგადად ბუნიონისთვის არის დამახასიათებელი. ბუნიონის გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს: ბრტყელტერფიანობა, რევმატიზმი, არასწორი კვება, ვიწრო ფეხსაცმელი ან მემკვიდრეობა.

 

როგორც წესი საწყის ეტაპზე ექიმის მიერ ინიშნება სახვევები კორექტირებისთვის, რომელიც საკმაოდ დიდხანს უნდა ატაროთ. გართულებულ შემთხვევაში კი საჭირო ხდება ქირურგიული ჩარევა. დღეს ჩვენ გაგაცნობთ ხალხურ მედიცინაში არსებულ საშუალებებს ამ პრობლემის მოსაგვარებლად.

 

როგორ განვთავისუფლდეთ ფეხზე წამონაზარდისგან

როგორ განვთავისუფლდეთ ფეხზე გაჩენილი ძვლოვანი წამონაზარდისგან? ხალხური საშუალებები და მათი გამოყენების წესი...

1. პირველ რიგში საჭიროა ორგანიზმის გაწმენდა ზედმეტი მარილებისგან. ამისთვის დაამზადეთ დაფნის ფოთლის ნახარში. 1 ს.კ. დაქუცმაცებულ დაფნის ფოთოლს დაასხით 300 მლ. წყალი, დადგით ნელ ცეცხლზე და მიიყვანეთ ადუღებამდე. ამის შემდეგ დატოვეთ ცეცხლზე 5 წუთი. მიღებული სითხე გადაიტანეთ თერმოსში და დატოვეთ დილამდე. დილით გადაწურეთ და მიიღეთ ყლუპ-ყლუპობით მთელი დღის მანძილზე.

საჭიროა ყოველდღე ახალი ნახარშის დამატება. 3 დღე დალიეთ, შემდეგ 7 დღე შეისვენეთ და ისევ ერთი კურსი ჩაიტარეთ.

როგორ განვთავისუფლდეთ ფეხზე გაჩენილი ძვლოვანი წამონაზარდისგან? ხალხური საშუალებები და მათი გამოყენების წესი...

2. ფეხზე გაჩენილი წანაზარდისგან განთავისუფლდებით 2 თვეში, თუ ამ ნაყენს გამოიყენებთ: 5 ცალ დაფნის ფოთოლს დაასხით 100 მლ არაყი, მჭიდროდ დააფარეთ თავსახური და დადგით ბნელ ადგილზე ერთი კვირით. (დღეში ერთხელ შეანჯღრიეთ)  ძილის წინ გაიკეთეთ აბაზანა (3 ლიტრ წყალზე 1 ს.კ. სოდა), ამის შემდეგ დაიდეთ ნაყენში დასველებული ბინტი კომპრესის სახით, ამოიცვით წინდა და დაიტოვეთ დილამდე.

როგორ განვთავისუფლდეთ ფეხზე გაჩენილი ძვლოვანი წამონაზარდისგან? ხალხური საშუალებები და მათი გამოყენების წესი...

3. დაფშვენით 5 აბი ასპირინი და დაასხით 10 მლ. იოდი. მიღებული საშუალება წაისვით პრობლემურ ადგილზე. გარდა ამისა, ეს საშუალება სახსრებთა დაკავშირებული სხვა პრობლემების დროსაც შეგიძლიათ გამოიყენოთ.

როგორ განვთავისუფლდეთ ფეხზე გაჩენილი ძვლოვანი წამონაზარდისგან? ხალხური საშუალებები და მათი გამოყენების წესი...

4. ასევე კარგია იოდის ”კლეტკის” გაკეთება. ყოველდღე, ძილის წინ 30 დღის მანძილზე წაისვით პრობლემურ ადგილზე.

როგორ განვთავისუფლდეთ ფეხზე გაჩენილი ძვლოვანი წამონაზარდისგან? ხალხური საშუალებები და მათი გამოყენების წესი...

5. შეურიეთ ერთმანეთს იოდი და ლიმონის წვენი პროპორციით 1:1-თან. ეს საშუალება ეფექტურია როგორც ბუნიონის, ასევე პლანტარული ფაშიტიტის დროს.

როგორ განვთავისუფლდეთ ფეხზე გაჩენილი ძვლოვანი წამონაზარდისგან? ხალხური საშუალებები და მათი გამოყენების წესი...

აუცილებლად გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს, რათა ისინიც გაეცნონ ამ სასარგებლო ინფორმაციას.

ჯანმრთელობას გისურვებთ!

შეაფასეთ სტატია
როგორ განვთავისუფლდეთ ფეხზე გაჩენილი ძვლოვანი წამონაზარდისგან? ხალხური საშუალებები და მათი გამოყენების წესი…
უნიტაზის ბრწყინვალების საიდუმლო მარტივ პროცედურაშია, რის შედეგადაც მას მილიარდობით მიკრობსა და ბაქტერიას მოაშორებთ