კალანხოე – სასწაულმოქმედი მკურნალი თქვენს სახლში!

კალანხოე - სასწაულმოქმედი მკურნალი თქვენს სახლში!

კალანხოე არის უძლიერესი ანთების საწინააღმდეგო, იმუნოსტიმულატორი, სიმსივნის საწინააღმდეგო, ქსოვილის აღმდგენი, ბაქტერიოციდული და ბაქტერიოსტატიკური ბუნებრივი საშუალება.

იტვირთება

 

კალანხოეს  ესტქრატზე დამზადებული პრეპარატების სასარგებლო თვისებები:

 

– იმუნიტეტის გაძლიერება

– ჭრილობების სწრაფად შეხორცება

– ანთებითი პროცესის მოშორება

– სისხლდენის შეჩერება

– დამწვრობის, მოყინვის, ნაწოლების, აბსცესის, ენტეროკოლიტის და წყლულოვანი დაავადებების მკურნალობა

– ეპილეფსიის, ბრონხიტის, ჰაიმორიტის, რინიტის, ლარინგიტის, ანგინის და ტუბერკულოზის მკურნალობა

 

კალანხოეს სამკურნალო თვისებები ხალხურ მედიცინაში:

1. სისხლდენის შეჩერება და ტკივილის გაყუჩება

აიღეთ კალანხოეს ფოთლები, კარგად გარეცხეთ და გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში. მიღებული მასისგან მარლის საშუალებით გამოწურეთ წვენი. ამ შემთხვევაში გჭირდებათ მიღებული ფაფა. უნდა გადაახვიოთ მარლაში და დაიდოთ მტკივან და პრობლემატურ ადგილზე.

2. ვენების ვარიკოზული გაგანიერება და აბსცესი

წვრილად დაჭერით კალანხოეს ფოთლები და დაასხით ადუღებული წყალი. დადგით ნელ ცეცხლზე და ადუღეთ 20 წუთის განმავლობაში. უნდა დალიოთ დღეში 2-ჯერ 100 მლ. ეს სასმელი ასევე კარგია ტუბერკულოზის, კუჭ-ნაწლავს ტრაქტის და ქალური დაავადებების დროს. ხოლო დაჩირქებული ჭრილობები უნდა დაიმუშავოთ ამ სითხის საშუალებით.

3. პირის ღუს დაავადებების და ყელის ტკივილისთვის

კალანხოეს ფოთლებისგან გამოწურეთ წვენი და შეურიეთ 200 მლ. წყალს. მიღებული სითხე წამოადუღეთ ორთქლის აბაზანაზე. უნდა მიიღოთ დღეში 4-ჯერ 50 მლ.

4. რინიტი და ჰაიმორიტი

გამოწურეთ კალანხოეს ფოთლისგან წვენი და ჩაიწვეთეთ 2-2 წვეთი დღეში რამოდენიმეჯერ.

იტვირთება

5. ტუბერკულოზი

10 მლ. კალანხოეს წვენი გააზავეთ 70 მლ. წყალში და მიიღეთ ჭამამდე 30 წუთით ადრე. მკურნალობის კურსი შეადგენს 90 დღეს.

6. ეგზემა, დერმატიტი და აკნე

რეკომენდირებულია დღეში რამოდენიმეჯერ დაიმუშავოთ ახლად დაწურული წვენით დაზიანებული და პრობლემატური ადგილები.

7. სტომატიტი და ღრძილების ანთება

შეიძილეთ კალანხოეს ახლად ადწურული წვენი დღეში 3-ჯერ ღრძილებში. ასევე კარგია კალანხოეს სავლები დღეში 6-ჯერ. ამისთვის კალანხოეს წვენი უნდა გააზავოთ თბილ წყალსი.

8. ჰემატომების, ჩალურჯებების, სახსრების ტკივილის და ეგზემის დროს

40 გრ. კალანხოეს წვენი შეურიეთ 50 გრ. ღორის გამდნარ ქონს და კარგად აურიეთ ერთმანეთში. მალამო უნდა სინახოთ მაცივარში. წაისვით დღეში 2-3 ჯერ პრობლემატურ ადგილზე თხელი ფენა.

9. ნაწოლები, ოტიტი და პარადონტოზი

30 გრ. კალანხოეს წვენს გაურიეთ 2 გრ. სამედიცინო სპირტი ან 5 გრ. არაყი. კარგად გადაურიეთ ინგრედიენტები ერთმანეტში. მიღებული საშუალების გამოყენება შეგიძლიათ ყურის წვეთების სახით ან დაზიანებულ ადგილებზე წასასმელად.

10. ვენების ვარიკოზული გაგანიერება

გაავსეთ ნახევარ ლიტრიანი ბოთლი დანაკუწებული კალანხოეს ფოთლებით. ამის შემდეგ ბოთლი გაავსეთ სამედიცინო სპირტით, კარგად დააფარეთ თავსახური და გადაიტანეთ ბნელ ადგილზე 10 დღით. დღეში ერთხელ შეანჯღრიეთ. მიღებული ნაყენი უნდა შეიზილოთ დღეში 3-ჯერ. მკურნალობის კურსი შეადგენს 60 დღეს.

11. მეჭეჭები

დაანაკუწეთ 1 ცალი კალანხოეს ფოთოლი და დაიდეთ მეჭეჭზე. ზევიდან აუცილებლად უნდა დაიდოთ პარკი და დაიმაგროთ 2 საათით.

12. ტვინის მუშაობის გაუმჯობესება და ენერგიის მომატება

კარგად გარეცხილი 1 ცალი ფოთოლი ჯერ კარგად დაღეჭეთ და შემდეგ გადაყლაპეთ.

13. კონიუქტივიტი და ბლეფარიტი

კარგად გარეცხეთ ფოთლები, დაანაკუწეთ და დაასხით წყალი. მიღებული სითხე წამოადუღეთ, გააგრილეთ და გაფილტრეთ. მიღებული ნახარშით უნდა დაიბანოთ თვალები დღეში 3-ჯერ. ეს ნახარში ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ სტომატიტის, ტონზილიტის და ანგინის დროს. ამ დროს უბრალოდ გამოივლეთ ყელში დღეში 4-ჯერ.

 

უკუჩვენება! ამ მცენარის გამოყენება არაა რეკომენდირებული ორსულობის, ლაქტაციის და ინდივიდუალური აუტანლობის დროს. ასევე არაა რეკომენდირებული მისი გამოყენება ბავშვებისთვის. თუ მისი გამოყენების შემდეგ დაგეწყოთ გულძმარვა, ფაღარათი, გამონაყარი ე.ი. თქვენ გაქვთ ალერგია ან დზას გადაამეტეთ. ამ მცენარის გამოყენებამდე გირჩვეთ, რომ გაიაროთ ლონსულტაცია ოჯახის ექიმთან.

გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს, რათა ისინიც გაეცნონ ამ სასარგებლო ინფორმაციას.

ჯანმრთელობას გისურვებთ!

იტვირთება
შეაფასეთ სტატია
კალანხოე – სასწაულმოქმედი მკურნალი თქვენს სახლში!
გაიგეთ, რატომ უნდა მიირთვათ ოხრახუში ლიმონთან ერთად. ეს საშუალება…