კანის დაავადებათა შორის გავრცელების მხრივ პირველ ადგილზეა ფსორიაზი და ეგზემა. ყველაზე სამწუხარო კი ის არის რომ, ექიმებმა დღემდე არ იციან ამ დაავადებების გამომწვევი ზუსტი მიზეზი.
ამ დაავადებების დღეს არსებული სავარაუდო გამომწვევი მიზეზები კი არის: გენეტიკური გზით გადაცემა, იმუნური სისტემის დაქვეითება, კანის საფარის პათოლოგიური ცვლილებები, შინაგანი ორგანოების არასწორი ფუნქციონირება და ტოქსინების დაგროვება.
თანამედროვე მედიცინა მხარს უჭერს ფსორიაზისა და ეგქზემის გლუკოკორტიოიდებით მკურნალობას. ეს ჰორმონალური პრეტაპარეტები ხელს უწყობს დაავადების სიმპტომების შემსუბუქებას, მაგრამ სამწუხაროდ ყველა შემთხვევაში არაა ეფექტური და თან ტოქსიკურია.
არატრადიციული მედიცინის წარმომადგენლები გირჩევენ, რომ არ დაკარგოთ განკურნების იმედი დაავადების ძალიან გართულებულ შემთხვევაშიც კი. პირველ რიგში საჭიროა ნერვული დაძაბულობის მოხსა, რადგან ეს ყველაზე მეტად მოქმედებს და ახდენს კანის დაავადებების გამწვავებას.
საჭიროა ორგანიზმის გაწმენდა ტოქსინებისგან, ოღონდ მცენარეული საშუალებებით და ვეგეტარიანული კვება გარკვეული პერიოდის მანძილზე. ასევე კარგია ხალხური საშუალებები სიმპტომების მოსახსნელად და კანის გარეგანი დაზიანებების სამკურნალოდ.
ფსორიაზის მკურნალობა ხალხური რეცეპტით