რუსული სამზარეულო საკმაოდ მრავალფეროვანია. საუკუნეების მანძილზე ის უფრო და უფრო გამდიდრდა. კერძების მომზადებისას ისეა შერჩეული პროდუქტები და მომზადების ტექნოლოგია, რომ ორგანიზმისთვის ძალიან სასარგებლო თვისებებს ინარჩუნებს თითოეული კერძი.
ცხელი და ცივი სუპები
რუსული სამზარეულო მდიდარია სხვადასხვა სუპებით. ცივი სუპები მდიდარია მიკროლემენტებით და ვიტამინებით, რომელიც ხელს უწყობს იმუნიტეტის გაძლიერებას და ტოქსინების გამოდევნას. ცხელი სუპები კი ახდენს ნივთიერებათა ცვლის დარეგულირებას და სისხლის მიმოქცევის სტიმულაციას.
გამომცხვარი კერძები
გამომცხავრი კერძები არ აღიზიანებს კუჭ-ნაწლავის სისტემას და არ ხდება ორგანიზმში ზედმეტი ცხიმის დაგროვება, რაც ძალიან სასარგებლოა ღვიძლისთვის. მაღალ ტემპერატურაზე დამუშავებისას პროდუქტში ხდება მავნე პარაზიტების და ბაქტერიების მოცილება.
მჟავე კომბოსტო
ტრადიცული რუსული სამზარეულო მდიდარია მჟავეების მრავალფეროვნებით. კომბოსტოს მჟავე აძლიერებს ორგანიზმს, ამცირებს სიმსივნური უჯრედების წარმოქმნის რისკს, ხსნის ტოსქიკოზს, ხსნის ბახუსს და ხელს უწყობს წონის დაკლებას.
მარცვლეულის ფაფა
ყველანაირი მარცვეულის ფაფა ხელს უწყობს ტოქსინების გამოდევნას, კუჭ-ნაწლავის მუშაობის გაუმჯობესებას და წონის დაკლებას.
ფერმენტირებული პროდუქტები
იცოდით, რომ არაჟანი, ხაჭო, მაწონი და იოგურტი რუსული წარმომავლობის პროდუქტებია? ფერმენტირებული პროდუქტები ხელს უწყობენ ნვთიერებათა ცვლის დარეგულირებას, იმუნიტეტის გაძლიერებას და ორგანიზმის გამდიდრებას კალციუმით. ეს პროდუქტები განსაკუთრებით სასარგებლოა ძვლებისთვის, ფრჩხილებისვის, კბილებისთვის და თმებისთვის.
ჭვავის პური
ჭვავის პური აუმჯობესებს კბილების, ფრჩხილების და თმის მდგომარეობას. ეს პროდუქტი იდეალურია დიეტის დროს, რადგან ის ხელს უწყობს წონაში კლებას.
ნატურალური ბურახი
ბურახი ნატურალური ანტიბაქტერიული საშუალებაა, რომელიც კუჭის მიკროფლორის გაუმჯობესებას უწყობს ხელს.
ეს სასმელი იმდენად გავრცელებული იყო, რომ მას ხარშავდნენ საავადმყოფოებშიც, მონასტრებშიც და ჯარისკაცთა ყაზარმებშიც კი.
კერძების მომზადებისას დიდი ყურადღება უნდა მიაქციოთ მათ სწორად მომზადებას, რათა შეინარჩუნოთ ყველა ეს სასარგებლო თვისება და გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობის მდგომარეობა საკვების საშუალებით.
გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს, რათა ისინიც გაეცნონ ამ სასარგებლო ინფორმაციას.
ჯანმრთელობას გისურვებთ!