”ზურმუხტის საოცრება” – იაფი და უნივერსალური საშუალება თქვენი ჯანმრთელობისთვის და სილამაზისთვის.

''ზურმუხტის საოცრება'' - იაფი და უნივერსალური საშუალება თქვენი ჯანმრთელობისთვის და სილამაზისთვის.

”ზურმუხტის საოცრებას” უწოდებენ ქლოროფილიპტს. ეს საშუალება უნივერსალურია და ყველაფერთან ერთად საკმაოდ იაფიც. დღეს ჩვენ გაგაცნობთ ამ საშუალების გამოყენების წესს სხვა და სხვა პრობლემის დროს.

ქლოროფილიპტი შეიცავს ქლოროფილ A და B-ს ექსტრაქტს, რომელიც ევკალიპტის ფოთლებისგან მიიღება. როგორც იცით ეს მცენარე ცნობილია თავისი სამკურნალო თვისებებით.

იტვირთება

ქლოროფილიპტის სასარგებლო თვისებები

 

1. გაციება, ანგინა და ფარინგიტი.

1 ს.კ. სპირტიანი ქლოფორილიტი გახსენით 1 ჭიქა თბილ წყალში. მიღებული ნარევი გამოივლეთ ყელში დღეში 4-ჯერ ჭამის შემდეგ და მინიმუმ 30 წუთი არაფერი არ მიიღოთ.

 

2. ტრონზილიტი.

1 ჩ.კ. სპირტიანი ქლოროფილიტი გახსენით 150 მლ. წყალში. მიღებული ხსნარით გაიწმინდეთ ნუშურა ჯირკვლებს შორს ადგილი ხოლო დეზინფექციისთვის, ზეთოვან ქლოროფილიტის ხსნარში დასველებული ბამბის დისკით გაიწმინდეთ დღეში 3-ჯერ ნუშურა ჯირკვლები.

''ზურმუხტის საოცრება'' - იაფი და უნივერსალური საშუალება თქვენი ჯანმრთელობისთვის და სილამაზისთვის.

3. სურდო და ცხვირის დაცობა.

ზეთოვან ქლოროფილიტში დაასველეთ ბამბის დისკი, დაახვიეთ და მოათავსეთ ცხვირის ნესტოში 10-15 წუთით. პროცედურა ჩაიტარეთ რამოდენიმეჯერ, სრულ გამოჯანმრთელებამდე.

4. ოქროსფერი სტაფილოკოკი.

ოქროსფერი სტაფილოკოკის დროს, ზეთოვანი ქლოროფილიტის 2-2 წვეთი ჩაიწვეთეთ ცხვირში დღეში 1-2 ჯერ და გამოივლეთ ყელში.

5.  ჩირქოვანი გამონაყარი და ჰერპესი.

ჰერპესისა და ჩირქოვანი გამონაყარის დროს, დაასველეთ ბამბის ჩხირი სპირტიან ქლოროფილიტის ხსნარში და დაიჭირეთ პრობლემურ ადგილზე 5-10 წამი. პროცედურა გაიმეორეთ დღეში რამოდენიმეჯერ.

''ზურმუხტის საოცრება'' - იაფი და უნივერსალური საშუალება თქვენი ჯანმრთელობისთვის და სილამაზისთვის.

6. ღრძილების ანთება და სტომატიტი.

1 ჩ.კ. სპირტიანი ქლოროფილიტის ხსნარი  გახსენით 1 ჩ.კ. სოდასთან ერთად 1 ჭიქა თბილ წყალში. მიღებული ხსნარი გამოივლეთ პირის ღრუში ჭამის შემდეგ და მინიმუმ 40 წუთი არაფერი არ მიღოთ.

იტვირთება

7. ჭრილობების შეხორცება.

ჭრილობის სწრაფად შესახორცებლად მთელი ღამით დაიდეთ ზეთოვან ქლოროფილიტში დასველებული ბამბის დისკი ჭრილობაზე. ხოლო ჭრილობის დეზინფექციისთვის გამოიყენეთ სპირტიანი ქლოროფილიტი.

8. ქუსლის ნახეთქები.

3 ლ. წყალში გახსენით 2 ს.კ. სოდა და გაიკეთეთ აბაზანა. გაუხეშებული კანისგან მაქსიმალურად გაასუფთავეთ, კარგად გაიმშრალეთ და დაიდეთ ზეთოვანი ქლოროფილიტის კომპრესები პრობლემურ ადგილებზე დილამდე. სიმყარისთვის ამოიცვით წინდები.

''ზურმუხტის საოცრება'' - იაფი და უნივერსალური საშუალება თქვენი ჯანმრთელობისთვის და სილამაზისთვის.

9. დამწვრობა.

დამწვრობის შეხორცებამდე გაიკეთეთ ზეთოვანი ქლოროფილიტის კომპრესები. დღეში 2-ჯერ უნდა გამოიცვალოთ აუცილებლად.

10. ანტიბაქტერიული საპონი.

2 ს.კ. ზეთოვანი ქლოროფილიტი შეურიეთ საპნის ფუძეს, ჩაასხით ფორმებში და გაყინეთ.

''ზურმუხტის საოცრება'' - იაფი და უნივერსალური საშუალება თქვენი ჯანმრთელობისთვის და სილამაზისთვის.

11. ჭარბოფლიანობა.

1 ჭიქა თბილ წყალში გახსენით 3 ს.კ. სპირტიანი ქლოროფილიტი, 1 ს.კ. სოდა და რამოდენიმე წვეთი ჩაის ხის ზეთი. მიღებული ხსნარი უნდა წაისვათ დღეში 2-ჯერ, დილა-საღამოს იღლიებში და შემდეგ შეიმშრალოთ. ეს ხსნარი ფეხებისთვისაც გამოიყენება ჭარბოფლიანობის დროს.

''ზურმუხტის საოცრება'' - იაფი და უნივერსალური საშუალება თქვენი ჯანმრთელობისთვის და სილამაზისთვის.

12. სოკო.

სპირტიანი ქლოროფილიტისა და სოდის აბაზანა გაიკეთეთ. პროცედური შემდეგ წაისვით ჩაის ხის ზეთი დაზიანებულ ადგილებზე. პროცედურა უნდა ჩაიტაროთ დღეში 2-3 ჯერ.

როგორ ვუმკურნალოთ ფეხის თითებს შორის სოკოს - მკურნალი.გე

გამოიყენეთ ეს საშუალება და თავად დარწმუნდით მის ეფექტურობაში. ”ზურმუხტის საოცრება”  იმედს ნამდვილად არ გაგიცრუებთ.

გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს, რათა ისინიც გაეცნონ ამ სასარგებლო ინფორმაციას.

ჯანმრთელობას გისურვებთ!

იტვირთება
შეაფასეთ სტატია
”ზურმუხტის საოცრება” – იაფი და უნივერსალური საშუალება თქვენი ჯანმრთელობისთვის და სილამაზისთვის.
გაიგეთ, რატომ არის შავი მოცხარი მნიშვნელოვანი და ფასეული თქვენი ჯანმრთელობისთვის. სიროფი, რომელიც მთელს ზამთარს გადაგატანინებთ და არა მარტო…