გსმენიათ ჩაის სოკოს შესახებ? ბუნებრივი ანტიბიოტიკი, რომელიც…

გსმენიათ ჩაის სოკოს შესახებ? ბუნებრივი ანტიბიოტიკი, რომელიც...

გსმენიათ ჩაის სოკოს შესახებ? ამ სტატიის გაცნობის შემდეგ თქვენ აუცილებლად მოგინდებათ მისი გამოყენება. ჩაის სოკოს გაზრდა სახლის პირობებში შეგიძლიათ. ის ბუნებრივი ანტიბიოტიკია და გარდა ამისა უზრუნველყოფს ორგანიზმის მომარაგებას საჭირო ვიტამინებითა და სასარგებლო ბაქტერიებით.

ჩაის სოკო საკმაოდ პოპულარულია სხვადასხვა ეროვნების ხალხს შორის. მის შესახებ იფორმაცია თითქმის ყველა კულტურაშია. ის გემრიელთან ერთად ძალიან სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის. ჩაის სოკო ბუნებრივი პირობებით იქმნება, საფუარისა და სხვადასხვა ბაქტერიების კომბინაციით.

იტვირთება

ჩაის სოკოს შესახებ ინფორმაცია გვხვდება ჩვ.წ.აღ-მდე 220 წლის ძველი ჩინეთის ცინის დინასტიის ჩანაწერებში. მას მაშინ „კომბუხას“ უწოდებდნენ. ეს დასახელება ზოგიერთ კულტურაში დღემდეა შემორჩენილი.

 

ჩაის სოკო სასარგებლო მიკრო ორგანიზმების და ცელულოზას ქსოვილის ნამდვილი საბადოა. როგორც წესი, ის სასარგებლო საფუარის ბევრ ფერმენტს შეიცავს, რომლებიც შაქარს სპირტად გადააქცევენ. ერთ–ერთი ასეთი სასარგებლო ბაქტერიაა Gluconacetobacter xylinus (მიკრობიოლოგიური ცელულოზის მთავარი შემქმნელი) ეს მიკროორგანიზმი ხელს უწყობს ეთანოლის ძმრის მჟავად გადაქცევას და ზრდის პრობიოტიკული პროდუქტების რაოდენობის ზრდას.

ჩაის სოკო მჟავე გარემო აფერხებს დაავადების გამომწვევი ბაქტერიებით და ობით დაინფიცირებით რისკს.

ჩაის სოკო აწარმოებს ისეთ სასარგებლო ნივთიერებებს, როგორიცაა:


1.
ორგანულ მჟავები: ძმრის მჟავა, გლუკონის მჟავა, მჟაუნმჟავა, ლიმნის მჟავა, ვაშლმჟავა და რძის მჟავა.

2. ეთილის სპირტი

3. ვიტამინები: ასკორბინის მჟავა, თიამინი და D ვიტამინი.

4. ფერმენტები: კატალაზა, ლიპაზა, პროთეაზა, ნახშირწყლები და ზიმაზა.

5. ლიპიდები: სტეროლები, ფეოფატიდები და ცხიმოვანი მჟავები.

6. შაქარი: მონოსაქარიდი და დისახარიდი.

7. პიგმენტები: ქლოროფილი და ქსანტოფილი.

8. პურინის საფუძვლები ჩაის ფოთლებისგან

9. ფისი და ტანინები ჩაის ფოთლებისგან

10. ანტიბიოტიკური ნივთიერებები

 

ერევანში, 1946 – 1947 წლებში ზოოვეტერინარული ინსტიტუტის მიკრობიოლოგიის დეპარტამენტში ასოცირებულმა პროფესორმა დანიელიანმა და პროფესორმა შაკარიანმა ჩაატარეს კვლევა ჩაის სოკოზე და დაამტკიცეს, რომ მას აქვს ანტიბაქტერიული მოქმედების ფართო სპექტრი. კვლევაში წერია, რომ ეს ყველაფერი მასში ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების არსებობითაა განპირობებული.

ჩაის სოკო ყველაზე ეფექტური აღმოჩნდა სტრეპტოკოკის წინააღმდეგ. გაუხსნელ ჩაის სოკოში ის 1 საათში სრულად იღუპება.

უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ჩაის სოკო ეფექტურია პათოგენური მიკროორგანიზმებით გამოწვეული ინფექციური დაავადებების დროს. სასმელის მიღება პროფილაქტიკის მიზნითაც შეგიძლიათ.

როგორ გავზარდოთ ჩაის სოკო?

დაგჭირდებათ:

1. მსხვილფოთლოვანი შავი დასაყენებელი ჩაი
2. შაქარი
3. მდუღარე წყალი
4. ჩაის დასაყენებელი
5. მარლა
6. სამ ლიტრიანი ქილა

ასე მიიღებთ გემრიელ სასმელს, რომელსაც ექნება ორგანიზმისთვის გამაძლიერებელი ზოგადი თვისებები.

ნაბიჯი 1: აუცილებელია, რომ ქილა იყოს კარგად გარეცხილი. ჩაის სოკოს გასაზრდელად ძალიან სუფთა გარემოა საჭირო, რათა ის არ მოკვდეს და კარგად გაიზარდოს. ამ შემთხვევაში ქილა საკვები სოდით გარეცხეთ.

ნაბიჯი 2: 5 ს.კ. შავ ჩაის დაასხით 0,5 ლ. ადუღებული წყალი და დააყენეთ გაგრილებამდე.

ნაბიჯი 3: მიღებულ ნაყენს დაუმატეთ 7 ს.კ. შაქარი და კარგად მოურიეთ შაქრის სრულ გახსნამდე.

იტვირთება

ნაბიჯი 4: უკვე გამზადებული ტკბილი ჩაი მარლის საშუალებით გადაწურეთ ქილაში. ქილას დაფარეთ ახალი მარლის ქსოვილი თავზე დადგით 15 დღე ბნელ ადგილზე.

გაითვალისწინეთ! დაახლოებით 10 დღეში გაჩნდება ძმრის ძლიერი სუნი და ამან არ შეგაშფოთოთ. 5–6 დღეში ეს სუნიც გაქრება და გაჩნდება სითხის თავზე თხელი დისკი – ეს არის თქვენი ჩაის სოკო. ის ყოველდღე სულ უფრო და უფრო გასქელდება და გაიზრდება მთელი ცხოვრება.

სოკოს გაზრდა ვარდის ნაყენზე

ვარდის ნაყენზე გაზრდილი სოკო ბევრად უფრო მდიდარია სასარგებლო თვისებებით. ეს სოკო ეფექტურია ავიტამინოზის, გრიპისა და სურდოს დროს.

ნაბიჯი 1: ჯერ უნდა მოვამზადოთ ვარდის ნაყენი. თერმოსში ჩაყარეთ 4 ს.კ. გამომშრალი ან ცოცხალი ვარდის ფურჩლები, დაასხით 0,5 ლ. მდუღარე წყალი და დადგით 5 დღე.

ნაბიჯი 2: 1 ს.კ. შავ ჩაის დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი და დადგით გაგრილებამდე. (ამ ნაყენს ვამზადებთ ვარდის ნაყენის მზადყოფნის შემდეგ)

ნაბიჯი 3: ჩაასხით ქილაში ვარდისა და შავი ჩაის ნაყენი. მიღებულ ნაზავა დაუმატეთ 5 ს.კ. შაქარი, კარგად მოურიეთ და გააჩერეთ მტელი ღამე.

ნაბიჯი 4: მიღებული ნაყენი გადაწურეთ მარლის საშუალებით და მოათავსეთ გასუფთავებულ სამ ლიტრიან ქილაში. ქილას დააფარეთ რამოდენიმე ფენად გადაკეცილი ახალი მარლა და დაელოდეთ სოკოს გაზრდას.

სოკოს გაზრდის პროცესი ამ შემთხვევაში უკვე სტანდარტულია. ჯერ გაჩნდება ძმრის სუნი და შემდეგ წარმოიქმნება სოკოს ფენა.

როგორ მოვუაროთ ჩაის სოკოს? 

ჩაის სოკოს მოვლა არანაკლებ მნიშვნელოვანია. ეს აუცილებელია, რათა არ მოკვდეს ან არ გაფუჭდეს.

ჩაის სოკო უნდა იყოს ყოველთვის ზედაპირზე. თუ ის ჩაიძირა ან სითხის დამატების შემდეგ ზედაპირზე აღარ ამოვიდა ე.ი. ის უკვე დაღუპულია. ამიტომ დაიცავით სისუფთავე და მოვლის წესები.

როგორ ვაკონტროლოთ სითხის მოცულობა?

სოკოს ზრდასთან ერთად სითხეც უფრო მეტი უნდა იყოს, რომ არ დაიღუპოს. ამასთან ერთად სითხე ხომ დეკორაცია არაა და ის უნდა დალიოთ, ამიტომ აუცილებელია სითხის დამატება.

სითხის დასამატებლად უკვე ჩაის სპირტიანი ნაყენია საჭირო. სპირტიან ნაყენს დაასხით ადუღებული წყალი და დაამატეთ შაქარი (1 ლ. სითხეზე 2 ს.კ. ) უკვე გამზადებული სითხე ჩაასხით ქილაში. აუცილებელია, რომ შაქარი ბოლომდე იყოს გახსნილი.

როგორ შევინარჩუნოთ სოკოს სისუფთავე?

აუცილებელია 2–3 კვირაში ერთხელ სოკოს გასუფთავება. ფრთხილად ამოიღეთ ფართო თეფშზე სოკო ისე, რომ არ განიცადოს დეფორმაცია. ქილაში დარცენილი სითხე კი მარლის საშუალებით გადავწუროთ ახალ სამ ლიტრიანში.

თვითონ სოკო ძალიან ფრთხილად უნდა გარეცხოთ თბილი გამდინარე წყლის ქვეშ, შემდეგ ცოტა ხანი დადოთ ჰაერზე და მხოლოდ ამის შემდეგ მოათავსოთ ქილაში. ქილას გადააფარეთ ისევ მარლა და სულ ესაა. ასე დიდხანს შეინარჩუნებთ ჯანმრთელ სოკოს.

სხვაგვარად სოკო უბრალოდ დაიწყებს განადგურებას და ლპობას. მისი გადარჩენა უკვე შეუძლებელი იქნება და მოგიწევთ ახლის გაზრდა. გაითვალისწინეთ! ჩაის სოკოს სასმელი უნდა იყოს აუცილებლად გამჭირვალე. სხვა შემთხვევაში ის არ უნდა მიიღოთ.


როგორ შევინახოთ ჩაის სოკო?

 

ჩაის სოკოს სწორად შენახვა აუცილებელია. სინათლეზე მხოლოდ 8 საათი უნდა იყოს, ისიც არა პირდაპირი მზის სხივებზე. ტემპერატურაც არ უნდა აღემატებოდეს 18 გრადუსს. მაღალი ტემპერატურა მხოლოდ მისი გამზადების დროსაა რეკომენდირებული. გამზადების შემდეგ აღარ დატოვოთ ფანჯრის რაფაზე.

ჩაის სოკოს სასარგებლო თვისებები

ჩაის სოკოს სასმელი ბევრად მეტ სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს, ვიდრე ნებისმიერი ძვირადღირებული სააფთიაქო საშუალება. ის ძალიან კარგია ნივთიერებათა ცვლის აღსადგენად და იმუნური სისტემის გასაძლიერებლად.

1 კვირის მანძილზე, უზმოზე მხოლოდ 1 ჭიქა ჩაის სოკოს სასმელი მოგივარებთ ისეთ პრობლემებს, როგორიცა: გასტრიტი, ბოყინი, გულძმარვა, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული. მისი რეგულარული მოხმარება უზრუნველყოფს სრულად განკურნებას.

აქვე დავურთავთ ვიდეო გაკვეთილს:

Thank you for watching!

გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს, რათა უფრო ბევრი გაეცნოს ამ სასარგებლო ინფორმაციას.

ჯანმრთელობას გისურვებთ!

იტვირთება
შეაფასეთ სტატია
გსმენიათ ჩაის სოკოს შესახებ? ბუნებრივი ანტიბიოტიკი, რომელიც…
აუცილებლად შეაგროვეთ მოცხარის ფოთლები ზამთრისთვის! გაიგეთ რატომ…