თითქმის ყოველდღე ჩნდება ურთიერთსაპირისპირო სიახლეები და კვლევები კვების პროდუქტებთან დაკავშირებით, მაგალითად: თევზი სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის, თევზი აზიანებს თქვენს ჯანმრთელობას, ქოქოსის ზეთი გულის შეტევას იწვევს, ქოქოსის ზეთი ძალიან სასარგებლო პროდუქტია და ა.შ.
მედიის მიერ გამოქვეყნებულ კვლევებში ხშირად ძალიან მწირი ინფორმაციაა წარმოდგენილი საკვებ პროდუქტებთან დაკავშირებით. არ არის გათვალისწინებული უამრავი ფაქტორი, მაგალითად: გარემო პირობები, გენეტიკა, ინდივიდუალური ათვისების უნარი, ფიზიკური აქტივობის დონე, ინდივიდუალური აუტანლობა გარკვეული პროდუქტის მიმართ და ა.შ. ხშირად, უბრალოდ ზედმეტად ზოგადი ინფორმაციით შემოიფარგლება მსგავსი ბლოგები. ამიტომ იცოდეთ, რომ იდეალური დიეტა არ არსებობს. კვების რაციონი ინდივიდუალურად უნდა იყოს შერჩეული სპეციალისტის მიერ.
თანამედროვე ეპოქოს მანტრა გახდა მაიკლ პოლანის რჩევა – „მიირთვით საკვები, მაგრამ ბევრი არა და ძირითადად მცენარეები“ საკვებში რაღა თქმა უნდა იგულისხმება ნატურალური და ჯანსაღი პროდუქტი, არა გადამუშავებული ქიმია. სუპერმარკეტებში ხომ ძირითადად გადამუშავებული და მზა საკვები დომინირებს.
თუმცა რას ნიშნავს ,,ძირითადად მცენარეები“? კიდევ რისი მიღებაა რეალურად სასარგებლო ჩვენი ჯანმრთელობისთვის?
გრაცის სამედიცინო უნივერსიტეტის სოციალური მედიცინისა და ეპიდემიოლოგიის ინსტიტუტის ავსტრიელი მკვლევარების ჯგუფმა ჩაატარეს კვლევა. ამ კვლევაში მონაწილეობას იღებდა 15 წელს ზევით მყოფი 15 000–მდე მოხალისე.
15 000 მოხალისიდან ჩამოაყალიბეს სამი ჯგუფი:
1. ვეგეტარიანელები, რომლებიც ბევრ ხილ–ბოსტნეულს მიირთმევდნენ.
2. ხორცის მჭამელები, რომლებიც ნაკლებ ხორცს მიირთმევდნენ.
3. ხორცის მჭამელები, რომლებიც ბევრ ხორცს მიირთმევდნენ.
ჯგუფების შედგენისას გათვალისწინებული იყო მათი ასაკი, სქესი და სოციალურ–ეკონომიკური მდგომარეობა.
კვლევის მიმდინარეობისას ერთი საინტერესო ფაქტი აღმოაჩინეს. საქმე იმაშია, რომ ვეგეტარიანელთა უმეტესობა უჩიოდა ჯანმრთელობის არასახარბიელო მდგომარეობას. აღმოჩნდა, რომ ისინი უფრო ხშირად მიმართავდნენ სამედიცინო დაწესებულებებს და უფრო მეტად ავადდებოდნენ ქრონიკული დაავადებებით ვიდრე ხორცის მჭამელები.
ვეგეტარიანელთა შორის ბევრად დიდი იყო სიმსივნის განვითარების შემთხვევები, დეპრესიული მდგომარეობა და ფსიქიური აშლილობა.
თუმცა იყო დადებითი შედეგებიც, მაგალითად: ვეგეტარიანელებს ბევრად დაბალი სხეულის ინდექსი ჰქონდათ, ქოლესტერიუნის დონე ნორმაში ჰქონდათ, მათთან იშვიათი იყო მეორე ტიპის დიაბეტითა და გულის იშემიური დაავადებებით დაავადების რისკი.
ვეგეტარიანელობა არც ისე მარტივია, რადგან ამ დროს ორგანიზმისთვის საჭიროა მაღალ ხარისხიანი და სასარგებლო თვისებებით გაჯერებული მცენარეული საკვების მიღება. ასეთი საკვები კი საკმაო ფინანსებთანაა დაკავშირებული, რისი შესაძლებლობაც ბევრ არ აქვს.
დადებითი ის არის, რომ ვეგეტარიანელთა უმეტესობა არ სვავს, არ ეწევა და მიყვება ჯანსაღი ცხოვრების წესს.
ხორცის მჭამელებში სხეულის მასის მაღალი ინდექის, მათი ცხოვრების წესიდან გამომდინარეა. ძირითადად ისინი მიირთმევენ დიდი რაოდენობით ალკოჰოლს და ესეც კიდევ ერთი ფაქტორია ჭარბი წონის დასაკავებლად.
ვეგეტარიანელთა უმეტესობა დარწმუნებულია, რომ მათი საკვები ეს პანაცეაა. ამის გამო ისინი იშვიათად მიმართავენ ვაქცინაციას, იშვიათად მიმართავენ ექიმს და გამოკვლევების ჩატარებისგანაც საკმაოდ იკავებენ თავს. ეს ყველაფერი კი იმ მარკეტინგული ხრიკების დამსახურებაა, რომელიც გვარწმუნებს ასეთი საკვების უნიკალურობაში.
მკვლევარების დასკვნა
დასკვნაში წერია, რომ ხორცზე სრულიად უარის თქმა ნეგატიურად აისახება თქვენს ჯანმრთელობაზე. თუმცა ზომიერების დაცვა აქაც საჭიროა.
ასევე კვლევაში არის მითითებული, რომ პროცენტულად სიმსივნის, ალერგიის, ფსიქიკური აშლილობის და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სხვადასხვა პრობლემის განვითარება ჭარბობს ვეგეტარიანელებში.
ამიტომ იკვებეთ დაბალანსებულად. მრავალფეროვანი რაციონი თქვენი ჯანმრთელობის ერთ–ერთი მთავარი ხელშემწყობი ფაქტორია.
ჯანმრთელობას გისურვებთ!