6 ბალახი, რომელიც დაგეხმარებათ სხვა და სხვა დაავადების დროს…

6 ბალახი, რომელიც დაგეხმარებათ სხვა და სხვა დაავადების დროს...

უძველესი დროიდან ბალახეულით მკურნალობამ გადაარჩინა უამრავი სიცოცხლე, მაშინ როცა არ იყო არანაირი სხვა მედიკამენტი. ალბათ ბებიებისგანაც გსმენიათ ხალხური რეცეპტების შესახებ.

ავიცენა, ცნობილი ირანელი მკურნალი ამბობდა, რომ ექიმს სამი იარაღი უნდა ჰქონდეს მუდამ თან, ესენია: დანა, სიტყვა და მცენარე. ბალახეულით მკურნალობა აზიაში დღემდე საკმაოდ პოპულარულია.

6 ბალახი, რომელიც დაგეხმარებათ სხვა და სხვა დაავადების დროს...

დღეს ჩვენ გაგაცნობთ 6 მცენარეს, რომელიც დაჯილდოვებულია უნიკალური სამკურნალო თვისებებით და ზოგ შემთხვევაში აფთიაქში არსებულ მედიკამენტებზე უკეთაც კი ახერხებს დაავადებების განკურნებას.

სამკურნალო მცენარეები


1. პიტნა

პიტნას აქვს ანტისპეტიკური, სპაზმოლიტური და ტკივილგამაყუჩებელი თვისებები. ძველად მას დღეგრძელობის ბალახსაც კი უწოდებდნენ.

პიტნა ხელს უწყობს საჭმლის მომნელებელი სისტემის მოქმედების დარეგულირებას და ხსნის ნერვულ დაძაბულობას. ის აგავსებთ ენერგიით და მოგიწესრიგებთ ძილის რეჟიმს. გაციების დროს მისი მიღება ძალიან სასარგებლოა. პიტნის ჩაი ამარტივებს სუნთქვას და შაკიკის დროსაც კი ეფექტურია.

6 ბალახი, რომელიც დაგეხმარებათ სხვა და სხვა დაავადების დროს...

2. ოროვანდი

ოროვანდის ფესვებისა და ფოთლების ნაყენი გამოიყენება კუჭის წყლულის, ქრონიკული ართრიტის, პოდაგრის, ოსტეოქონდროზის, რევმატიზმის და კანის სხვადასხვა დაავადებების დროს. ფესვების ნაყენით 2–3 თვიანი კურსის შემდეგ ჰეპატიტისგან განკურნებაც კი ხდება.

6 ბალახი, რომელიც დაგეხმარებათ სხვა და სხვა დაავადების დროს...

3. რეჰანი

რეჰანი შეიცავს ფიტონციდებს, კაროტინს  და ვიტამინებს А, С, В2, РР. ეს მცენარე ხელს უწყობს იმუნიტეტის გაძლიერებას და ონკოლოგიური დაავადებების განვითარებას.

ძირითადად იყენებენ რეჰანის ნახარშს თირკმელების ფუნქციის აღსადგენად, ბრონქიტის, ყელის ტკივილის და მაღალი ტემპერატური დროს. რეჰანი განსაკუთრებით სასარგებლოა მამაკაცებისთვის, რადგან ხელს უწყობს პოტენციის ამაღლებას.

6 ბალახი, რომელიც დაგეხმარებათ სხვა და სხვა დაავადების დროს...

4. ქინძი

ქინძი ხელს უწყობს საკვების მონელებას, ზრდის მადას, ამცირებს მეტეორიზმს, აქრობს მუცლის ტკივილს და ეფექტურია გულძმარვის დროს. გულძმარვისას 1 ჭიქა მდუღარე წყალში ჩაყარეთ 2 ჩ.კ. ქინძის თესლი, დააყოვნეთ რამოდენიმე წუთი და დალიეთ.

ქინძის გამოიყენება გასტრიტის, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის დროს. მისი მიღება ჭარბი წონის დროსაც საკმაოდ სასარგებლოა.

6 ბალახი, რომელიც დაგეხმარებათ სხვა და სხვა დაავადების დროს...

5. როზმარინი

როზმარინი ძირითადად გამოიყენება კულინარიაში. თუმცა საუკუნეების მანძილზე გამოიყენებოდა სხვა და სხვა დაავადების სამკურნალოდ. ამ ბალახს აქვს ნემსისებრი ფოთლები და იისფერი, ცისფერი ან ვარდისფერი ყვავილები.

როზმარინი ხელს უწყობს მეხსიერების გაუმჯობესებას. როგორც მეცნიერებმა დაადგინეს, ეს მცენარე ძალიან კარგი ბუნებრივი საშუალებაა ალცჰაიმერისგან თავის დასაცავად.

6 ბალახი, რომელიც დაგეხმარებათ სხვა და სხვა დაავადების დროს...

6. გვირილა

ეს ნაზი და ერთი შეხედვით საკმაოდ ფაქიზი ყვავილი საკმაოდ ძლიერი სამკურნალო თვისებებითაა დაჯილოდვებული. მას აქვს ანტისეპტიკური, სპაზმოლიტური და ანთების საწინააღმდეგო თვისებები. გვირილის ნაყენს ძირითადად იყენებენ კუჭის სპაზმების, მეტეორიზმის და მენსტრუალური ტკივილიოს დროს.

გვირილის ნაყენი გარეგანი დამუშავებისთვისაც იდეალურია.

6 ბალახი, რომელიც დაგეხმარებათ სხვა და სხვა დაავადების დროს...

გაითვალისწინეთ! ხალხური მეთოდით მკურნალობის დაწყებამდე გირჩევთ გაიროთ კონსულტაცია მკურნალ ექიმთან. ასევე ზუსტად დაიცვათ რეცეპტით მითითებული დოზები.

ჯანმრთელობას გისურვებთ!

შეაფასეთ სტატია
6 ბალახი, რომელიც დაგეხმარებათ სხვა და სხვა დაავადების დროს…
ორეგანო – ჯანმრთელობისთვის შეუცვლელი ბალახი.