საშუალება, რომელმაც ბუასილისგან ერთხელ და სამუდამოდ განმათავისუფლა.
ბუასილი ერთ–ერთი ყველაზე საშინელი დაავადებაა. სააფთიაქო ქსელში უამრავი სამკურნალო საშუალებაა ამ დაავადების სამკურნალოდ, მაგრამ რატომ უნდა გამოვიყენოთ ქიმიური საშუალებები როცა არის მისი ანალოგი და თან ნატურალური?
ალოე მძლავრი ბიოგენური სტიმულატორია, რომელიც გამოიყენება ქირურგიული ჩარევის შემდეგ და წინასაოპერაციო პერიოდშიც. ის ხსნის ანთებას დაავადების მწვავე ფორმის დროსაც და ქრონიკული ფორმის დროს არაჩვეულებრივია პროფილაქტიკისთვის.
ალოე ხელს უწყობს ქსოვილების რეგენერაციის პროცესს, აღაგენს ნივთიერებათა ცვლის პროცესს და ხელს უშლის სიმსივნური უჯრედების წარმოქმნას.
დღეს ჩვენ გასწავლით, თუ როგორ უნდა გამოიყენოთ ალოე ბუასილის სამკურნალოდ.
1. ალოეს ნახარშის კომპრესები
ემალის ჭურჭელში მოათავსეთ 2–3 ცალი დაჭრილი ფოთოლი, დაასხით თბილი წყალი და დადგით ნელ ცეცხლზე 15 წუთით. მიღებულ ნახარშში ჩაალბეთ 7–8 ჯერ გადაკეცილი ბინტი და დაიდეთ პრობლემატურ ადგილზე 4–45 წუთის განმავლობაში. ეს კომპრესები დაგეხმარებათ დაავადების მწვავე პერიოდში, ღრმა ნაპარლებისას.
2. ალოეს ახლად დაწურული წვენის ტამპონი
2–3 ფოთოლი კარგად დაჭერით, დაანაკუწეთ და მოათავსეთ მარლაზე. ასე გამოწურავთ წვენს. ახლად გამოწურულ წვენში დაასველეთ ბამბის დისკები და დაიდეთ პრობლემატურ ადგილზე 2–3 წუთით. ეს ტამპონები გამოგადგებათ სისხლდენისა და მწვავე ანთების დროს. დღეში რამოდენიმეჯეღ შეგიძლიათ გაიკეთოთ.
3. ორალური მიღება
გამოწურეთ ალოეს წვენი და მიიღეთ 1 ჩ.კ. ჭამამდე 20 წუთით ადრე. ალოეს წვენის მირება გამოიწვევს კუჭის აშლას, რაც კარგად იმოქმედებს სისხლძარღვების კედლებზე. უმჯობესია გამოიყენოთ 15 სანტიმეტრის ფოთლები, რადგან ისინი ბევრად სავსეა სასარგებლო ნივთიერებებით და ვიტამინებით.
4. ალოეს რბილობის სანთლები
აიღეთ რაც შეიძლება დიდი ფოთლები, მოაჭერით 5–6 სმ. მსხვილი ნაწილი, გაანთავისუფლეთ უხეში კანისგან და გამოიყენეთ როგორც რექტალური სანთლები. პროცედურის ხანგრძლივობა უნდა შეადგენდეს 20 წუთს.
გაითვალისწინეთ! მიუხედავად ალოეს ჰიპოალერგიულობისა, მაინც ჩაიტარეთ ტესტი მის მიმართ მგრძნობელობაზე. ასევე არაა რეკომენდირებული მისი გამოყენება ორულობის, მენსტრუაციის და დიარეის დროს.
ჯანმრთელობას გისურვებთ!