გაზაფხული, ეს ის წელიწადის დროა როცა იღვიძებს ბუნება. ამ დროს ჩნდება ხეებზე კვირტები. გაგიკვირდებათ და ეს კვირტები დაჯილდოვებულია უნიკალური სამკურნალო თვისებებით, რადგან ისინი მდიდარია უამრავი სასარგებლო ნივთიერებებით, ვიტამინებით და მიკროელემენტებით.
კვირტების მოკრეფა და შეგროვება რეკომენდირებულია აპრილის ბოლოს და მაისის დასაწისში. მოკრეფილი და გამომშრალი კვირტების შენახვა შეგიძლიათ შუშის ქილაში ან ბამბის ტომარაში, ბნელ და გრილ ადგილზე.
დღეს ჩვენ გაგაცნობთ როგორ უნდა დაამზადოთ კვირტებისგან სხვა და სხვა სამკურნალო საშუალებები, რომელიც დაგეხმარებათ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სხვა და სხვა პრობლემის მოგვარებაში.
გაზაფხულის მკურნალი
1. არყის კვირტები
2 ჩ.კ. არყის კვირტებს დაასხით 0,5 ლ. ადუღებული წყალი და დააყენეთ 6 საათით. გადაწურეთ, დაყავით სამ ულუფად და მიიღეთ დღის განმავლობაში. ეს ნაყენი კარგია გაციების დროს.
უკუჩვენება: ფეხმძიმობის, ლაქტაციის, მტვერზე ალერგიისა და თირკმელების უკმარისობის დროს არაა რეკომენდირებული ამ ნაყენის მიღება.
2. ვაშლის კვირტები
100 გრ. კვირტს დაასხით 200 გრ. გამდნარი კარაქი, წამოადუღეთ ნელ ცეცხლზე და გადაწურეთ. მიღებული მალამო შეინახეთ შუშის ქილაში. ეს მალამო კარგია თავის ტკივილის დროს. უნდა შეიზილოთ თხელი ფენა საფეთქლებზე.
3. ალუბლის კვირტები
ალუბლის კვირტებიან ნორჩ ტოტებს დაასხით წყალი პროპორციით 1:5–თან და ადუღეთ ნელ ცეცხლზე 30 წუთით. მიღებული ნახარში უნდა მიიღოთ დღეში 3–ჯერ, ჭამამდე 10–15 წუთით ადრე 1 ს.კ. ის კარგია ფარისებრი ჯირკვლის ანთებითი დაავადებების დროს.
4. მიქსი – ასკილი, კუნელი და შავი ცირცველი
მოათავსეთ ჭურჭელში 100 გრ. დაქუცმაცებული კვირტები, 30 გრ. თაფლი, 700 მლ. არაყი, ნახევარი ჩ.კ. დარიჩინი და მწიკვი ვანილი. კარგად მოურიეთ და გააჩერეთ თავდახურულ ჭურჭელში 24 საათი. მიღებული ნაყენი გადაწურეთ და დალიეთ ყოველდღე ჭამამდე 30 წუთით ადრე 20 მლ. დღეში 2–3 ჯერ. ეს ნაყენი უებარია გულ–სისხლძარღვთა დაავადებების დროს.
5. მოცხარის კვირტები
მოცხარის ნაყენი კურნავს ურტიკაციას. ის კარგი ანტიალერგიული და ანთების საწინააღმდეგო საშუალებაა.
6. ტირიფის კვირტები
3 ლ. წყალში ჩაყარეთ 0,5 კგ. კვირტებიანი ნორჩი ტოტები და ადურეთ ნელ ცეცხლზე 30 წუთი. მიღებული ნახარში უნდა გამოიყენოთ კომპრესებისა და ლოსიონის სახით რევმატიზმის დროს.
7. იასამნის კვირტები
20 გრ. გამომშრალ და დაქუცმაცებულ კვირტებს დაასხით 1 ჭიქა წყალი და ადუღეთ 15 წუთი ნელ ცეცხლზე. მიღებული ნახარში გადაწურეთ და დაუმატეთ ადუღებული წყალი რათა მიიღოთ პირვანდელი მოცულობა.უნდა მიიღოთ დღეში 3–ჯერ 1 ს.კ. ჭამამდე 10–15 წუთით ადრე. ეს ნახარში არაჩვეულებრივია შაქრიანი დიაბეტის დროს.
8. ფიჭვის კვირტები
10 გრ. გამომშრალ კვირტებს დაასხით 1 ჭიქა წყალი და ადუღეთ 30 წუთი ნელ ცეცხლზე. მიღებული ნახარში გადაწურეთ და დაუმატეთ ადუღებული წყალი, რომ მიიღოთ პირვანდელი მოცულობის სითხე. უნდა მიიღოთ დღეში 3–4 ჯერ 1 ს.კ. ეს ნახარში კარგია ცისტიტის, ბრონქული დაავადებების და პიელონეფრიტის დროს.
უკუჩვენება: არაა რეკომენდირებული ფეხმძიმობისა და ლაქტაციის პერიოდში. ასევე დიდი სიფღთხილე უნდა გამოიჩინოთ ბავშვებთან და მოხუცებთან.
ფიჭვის კვირტების უმად მიღებაც შეგიძლიათ, რაც გაგიძლიერებთ იმუნიტეტს. გადაყლაპეთ დღეში 1–2 კვირტი ან მოამზადეთ მისგან ჩაი.
ჯანმრთელობას გისურვებთ!