მარვა ოჰანიანი: თანამედროვე მედიცინა დაავადებას არ კურნავს, არამედ მხოლოდ მის სიმპტომებს! თუ ნაწლავების სწორად გაწმენდა გვეცოდინება, ჩვენ დიდხანს და ჯანმრთელად ვიცხოვრებთ.

მარვა ოჰანიანი: თანამედროვე მედიცინა დაავადებას არ კურნავს, არამედ მხოლოდ მის სიმპტომებს! თუ ნაწლავების სწორად გაწმენდა გვეცოდინება, ჩვენ დიდხანს და ჯანმრთელად ვიცხოვრებთ.

სამედიცინო სფეროში 45 წლიანი გამოცდილების მქონე ექიმი ნატუროპათი და ბიოქიმიკოსი მარვა ოჰანიანი გვიზიარებს საკუთარ გამოცდილებას, ცხოვრების ხარისხისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.

მარვა ოჰანიანი: თანამედროვე მედიცინა დაავადებას არ კურნავს, არამედ მხოლოდ მის სიმპტომებს! თუ ნაწლავების სწორად გაწმენდა გვეცოდინება, ჩვენ დიდხანს და ჯანმრთელად ვიცხოვრებთ.

მარვა ოჰანიანის ტეორიები ეფუძნება ისეთ წიგნებს როგორიცაა „ნატურალური მედიცინის ოქროს წესები“ და „ექიმი-ნატუროპათის ცნობარი“ . ამ წიგნებში განიხილება ისეთი განუკურნებელი პათოლოგიები, როგორიცაა: სიმსივნე, დიაბეტი, ალერგია, ჰიპერტონია და სხვა. თანამედროვე მედიცინაში მათ „ცხოვრების წესს“ უწოდებენ, არადა ხელმისაწვდომი გზით განკურნება შესაძლებელია.

„საუბრები კვების შესახებ“ – ეს იყო ლექციის სახელწოდება, რომელიც მარვა ოჰანიანმა ჩაატარა და განმარტა მარტივი წესებით თუ როგორ უნდა ვიზრუნოთ სხეულისა და ჯანმრთელობის კეთილდღეობაზე.

რა იყო ოჰანიანის თეორიის მთავარი თეზისები?

1. ბიოქიმია.

ბიოქიმიის ცოდნა თითოეული ადამიანისთვის სწორი არსებობის საფუძველია. სინამდვილეში კი რა ხდება? ბიოქიმია ადამიანთა უმეტესობამ, მათმა ძალიან დიდმა ნაწილმა არ იცის. რატომ? მატემატიკის საფუძვლებს ხომ ასწავლიან ყველას და რატომ არ ასწავლიან ბიოქიმიას?

სამედიცინო ინსტიტუტში სწავლებისას მარვამ აღმოაჩინა, რომ ექიმები დაავადებებს არ მკურნალობენ და მხოლოდ მის სიმპტომებს ებრძვიან. სამედიცინო თეორიების შესწავლილას მიხვდა, რომ ბიოქიმიაა სამედიცინო თეორიის საფუძველი. ბიოქიმია შეისწავლის ნივთიერებათა ცვლას ადამიანის ორგანიზმში.

თუ კარგად დააკვირდებით რითი იკვებებით, რას სვავთ და ზოგადად რისგან შედგებით, აუცილებლად იპოვით სწორ გზას ჯანმრთელობის და ჯანსაღი ორგანიზმის შესანარჩუნებლად. არაა აუცილებელი სამედიცინო სფეროს წარმომადგენელი იყოთ, რომ იცოდეთ ბიოქიმია. მთავარია ინტერესი გამოიჩინოთ ამ მეტად მნიშვნელოვანი საკითხის მიმართ.

2. თანამედროვე მედიცინა

დაფიქრებულხართ ერთხელ მაინც, თუ რას აკეთებს თანამედროვე მედიცინა? საკმაოდ ხანგრძლივი დაკვირვების შედეგად ოჰანიანმა დაამტკიცა, რომ თანამედროვე მედიცინა კურნავს სიმპტომებს და არა თავად დაავადებას. როგორც მოგეხსენებათ სიმპტომების გაქრობა. მხოლოდ მის დროებით მიყუცებას ნიშნავს და ყველაზე ცუდი ისაა, რომ დაავადება ხდება ქრონიკული, ან სახე შეცვლილი და მძიმე ფორმით გვიბრუნდება.

მაგალითად: იცოდით, რომ ქალებში ძუძუს კიბო ბავშვობაში გადატანილი ფილტვების ანთების ან ანგინის გამო ჩნდება? ეს იმიტონ, რომ მაშინ ბოლომდე არ უმკურნალეს. იცოდეთ, რომ არცერთი ბავშვობაში ვითომ და გადატანილი დაავადება განკურნებული არაა. ეს ყველაფერი დეტალურადაა ახსნილი ოჰანიანის წიგნში „ეკოლოგიური მედიცინა: მომავალი ცივილიზაციის გზა“.

კარგად გაიხსენეთ რა გაწუხებდათ ბავშვობაში? და რა გაწუხებთ ახლა? დიდი ალბათობით ეს ერთი და იგივე დაავადებაა, უბრალოს სახე შეცვლილი.

3. ნაწლავები

ალბათ ყველას გსმენიათ ე.წ „საბავშვო“ დავადებების შესახებ. მაგალითად: ჩუტყვავილა, წითელა, ღორის გრიპი და ა.შ. დაავადებები, რომლებიც უნდა გადაიტანონ ბავშვობის ასაკში, რადგან ზრდასრულ ასაკში მათი გადატანა ბევრად რთულია. არ გაინტერესებთ რატომ?

გეტყვით იმასაც, რომ ამ დაავადებების გადატანა არ უწევს ყველა ბავშვს. რატომ? იმიტომ, რომ ვირუსისთვის გასავრცელებელი და ხელსაყრელი პირობები არ აქვს ყველას. გაინტერესებთ ხომ რატომ გადააქვთ ასეთი დაავადებები მარტივად ბავშვებს და არა უფროსებს. პასუხი იმაზე მარტივია ვიდრე თქვენ გგონიათ – ნაწლავები, რომელიც დროთა განმავლობაში, ასაკის მატებასთან ერთად უფრო და უფრო ბინძურდება, პატარა ასაკში ჯერ კიდევ ”სუფთაა”.

მედიცინაში არსებობს ასეთი ფრაზა „სიკვდილი ნაწლავებიდან მოდის“ და ამ ფრაზით იხსნება კიდეც ყველაფერი. თუ ნაწლავების სწორად გაწმენდა გვეცოდინება, ჩვენ დიდხანს და ჯანმრთელად ვიცხოვრებთ.

არსებობს მითი იმის შესახებ, რომ ნაწლავების ხშირი გაწმენდა მიკროფლორის დაზიანებას იწვევს. განა დაბინძურებულ ნაწლავებზე უარესი არსებობს რაიმე? იმასაც გეტყვით, რომ მიკროფლორის ასე სრულად ”ჩამორეცხვა” უბრალოდ შეუძლებელია. მთავარია გამორეცხვის შემდეგ ხელი შევუწყოთ სწორი კვებით რომ აღდგეს სასარგებლო მიკროფლორა.

4. კვება

დღევანდელ დღეს საკვები იქცა ჩვენი ორგანიზმის ”მტრად”. რატომ? დააკვირდით რას ჭამთ. ძირითადად ვიკვებებით ისეთი რაღაცეეებით რაც ნეგატიურად მოქმედებს ჩვენს ჯანმრთელობაზე, მაგალითად: სწრაფი კვება, გადამუშავებული საკვები, კონსერვები, ზედმეტი ცხიმი, მზა საკვები საღებავებით,  ქიმიური და კარცენოგენური მინარევებით და ა.შ. ამ ყველაფერს ემატება ალკოჰოლური სასმელი და მოწევა. საკვები, რომელიც არის საავადმყოფოებში, ჯარში, სასადილოებში და საბავშვო ბაღებში, არის ნამდვილი ”ბოროტება” კაცობრიობის მიმართ.

ამიტომ არ გადადოთ და იზრუნეთ ნაწლავების სიჯანსაღეზე და სისუფთავეზე. ნაწლავური ჭუჭყი ეს არის ნარჩენები, დამპალი ლორწო და განავლის მასა. სწორედ ამ ჭუჭყში ბუდობენ პარაზიტები და მავნე ბაქტერიები. ეხლა დაფიქრდით, ამ ყოველივეს მოშორება გაშინებთ?

როცა ნაწლავები ჭუჭყიანია, ის ვეღარ ახერხებს სასარგებლო ნივთიერებების შეწოვას და სწორად გადამუშავებას. შეკრულობა და ფაღარათი არასწორი კვებითაა გამოწვეული. ეცადეთ მიირთვათ ცოცხალი საკვები და არა კონსერვები და ა.შ.

მარვა ოჰანიანი: თანამედროვე მედიცინა დაავადებას არ კურნავს, არამედ მხოლოდ მის სიმპტომებს! თუ ნაწლავების სწორად გაწმენდა გვეცოდინება, ჩვენ დიდხანს და ჯანმრთელად ვიცხოვრებთ.

მარვა ოჰანიანი:
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საკვების და ადამიანის ბიოქიმია ერთმანეთს ემთხვეოდეს. თუ ისინი ერთმანეთს ემთხვევა, დაავადება აღარ შეგაწუხებთ. დღეს ეკოლოგიურად სუფთა, gmo-ს დამატების გარეშე, პროდუქტის შოვნა ძნელია. თუმცა ჯანსაღი საკვების მიღებას მაინც უნდა ეცადოთ. ყოველთვის არსებობს გზა, მთავარია სურვილი გქონდეთ“ 

5. მედიკამენტები

როგორ უკვე გითხარით, თანამედროვე მედიცინა დაავადებას არ კურნავს, არამედ მხოლოდ მის სიმპტომებს! მაგალითად: როცა მიხვალთ ექიმთან ფეხის არეში ტკივილის ჩივილებით ის გამოგიწერთ გამაყუჩებელს, მაგრამ ეს ხომ გამოსავალი არაა. ტკივილის გაყუჩება არ ნიშნავს პრობლემის და დაავადების გამოვლენას და მოშორებას.

ადრე არ იყო ამდენი სამკურნალო მედიკამენტი. ძირითადად მცენარეული საშუალებებით ხდებოდა მკურნალობა და საკმაოდ ეფექტურად. გსმენიათ ხომ ძველი ხალხური მეთოდებისა და რეცეპტების შესახებ თუნდაც ბებიებისგან.

მედიკამენტების სახით, თქვენ რეალურად უცხო ნივთიერებებს უშვებთ ორგანიზმში და ვინ შექმნა ის? ისევ ადამიანმა ხომ? ადამიანი გაჩნდა ბუნებასთან ერთად. იცოდეთ რომ სამყაროსთან და ბუნებასთან ჰარმონიულად ყოფნა ბევრად სასარგებლოა თქვენი ჯანმრთელობისთვის. სამკურნალოდაც უამრავი ბუნებრივი საშუალებაა, რომელიც ბევრად ეფექტურიც კი არის დღევანდელ მედიკამენტებთან შედარებით, უბრალოდ ამ ყველაფერს მოძიება და შესწავლა ჭირდება. თავადაც გაოცდებით იმდენად ბევრ სასარგებლო ინფორმაციას გაიგებთ.

ნებისმიერ საკვებს აქვს ფარმაკოლოგიური ეფექტი, ოღონდ მხოლოდ მათ, რომლებიც ჩვენს ბიოლოგიურ ქიმიას შეესაბამება.

მნიშვნელოვანი რჩევა მარვა ოჰანიანისგან:

მარვა ოჰანიანი:
„ავად რომ არ გახდეთ, ეკოლოგიური ცნობიერების ცოდნა აუცილებელია, რომელიც პირველ რიგში ექიმებს და მთავრობას უნდა ჰქონდეს, შემდეგ კი ყველა ადამიანს. მაგალითად: საზოგადოება ჯერ ქმნის ალკოჰოლს და ალკოჰოლიზმს, შემდეგ კი მას ებრძვის. ეს თანამედროვე სამყაროს პარადოქსია. აქამდე არ მიხვიდეთ”.

,,თუ ადამიანს ეკოლოგიური ცნობიერება განვითარებული ექნება, იმ აბსურდს არ შეეგუება, რომელიც ახლა მთელ მსოფლიოში სუფევს და დაიწყებს ადამიანების ჩაგონებას, რითაც ზოგადად სამყაროს გააუმჯობესებს“.

ჯანმრთელობას გისურვებთ!

შეაფასეთ სტატია
მარვა ოჰანიანი: თანამედროვე მედიცინა დაავადებას არ კურნავს, არამედ მხოლოდ მის სიმპტომებს! თუ ნაწლავების სწორად გაწმენდა გვეცოდინება, ჩვენ დიდხანს და ჯანმრთელად ვიცხოვრებთ.
სამყურა – მკურნალი, რომელიც თქვენს ეზოში იზრდება და მრავალი დაავადების განკურნება შეუძლია.