გაგჩენიათ თუ არა კითხვა – საიდან ჩნდება ტკბილეულის მოთხოვნილება ან მისი მიღების სურვილი მოულოდნელად? გსმენით თუ არა რაიმე შაქრის ნარკომანიაზე? ეს მითი არაა.
დღეს ჩვენ გაგაცნობთ ინფორმაციას შაქრის მავნებელ თვისებებზე, რომელიც ძალიან ცუდად მოქმედებს თქვენს ორგანიზმზე და ჯანმრთელობაზე.
ზოგადად ნევროლოგიაში საჭმელი მიიჩნევა ჯილდოდ ორგანიზმისთვის, მათ შორის შაქარიც. უძველესი დროიდან ადამიანს ჭირდებოდა კომფორტული გარემო და საკვები, რათა ეცხოვრა და ეცოცხლა. აქედან გამომდინარე შემუშავდა მექანიზმიც , რის მიხედვითაც ადამიანს ჰქონდა ბუნებრივი მოთხოვნილება მუდამ სიამოვნების მისაღებად.
მიუხედავად ევოლუციისა, სიამოვნების მიღების მექანიზმი უცვლელი დარჩა. ტვინი მუშაობს შემდეგი პრინციპით – გსიამოვნებს? ეს.ი. უნდა გაიმეორო ის კვლავ და კვლავ. უძველესი დროიდან ეს ეხმარებოდა ადამიანს თავის გადარჩენაში. თუმცა ყველაფერი არაა სასარგებლო და მხოლოდ ”მინდას” პრინციპით ცხოვრება ნეგატიურად აისახება თქვენს ჯანმრთელობაზე.
თქვენი აზრით რატომ გიჩნდებათ სურვილი თუნდაც ტკბილეულის მომეტებული რაოდენობით მირთმევისა? ყველაფერი ისევ იმ მექანიზმს უკავშირდება. მაგალითად: როცა რაიმე ჩვენთვის სასიამოვნოს მივირთმევთ, ამ შემთხვევაში ტორტს, ტვინში გამომუშავდება სიამოვნების ჰორმონი – დოფამინი. ის პირდაპირ აგზავნის სიგნალს ტვინში, რომ მეტი ტკბილია საჭირო. რადგან ეს სიამოვნების მომტანია.
ეს ერთი შეხედვით პრიმიტიული სქემა, საკმაოდ აქტიურად და კარგად მუშაობს. ჩვენი ტვინი იმახსოვრებს იმ პროდუქტთა სიას, რომელიც სასიამოვნო შეგრძნებებს იწვევს ჩვენში. სამწუხაროდ ყველა მათგანი არაა საარგებლო, მეტიც, საზიანოა ჩვენი ჯანმრთელობისთვის.
შაქრის დამატების გარეშე უკვე წარმოუდგენლად მიიჩნევა თანამედროვე სამყაროში ცხოვრება. პროდუქტთა უმრავლეოსბაში საკმაოდ დიდია შაქრის შემადგელობა. ეს შაქარი კი ძალიან საშიშია.
ამერიკაში 10 წლის წინ ჩატარებულ კვლევებში გამოჩნდა, რომ საშუალოდ 22 კოვს შაქარს მოიხმარდნენ დღეში, რაც 350 დამატებითი კალორიაა.
შაქარი ისევე როგორც ნარკოტიკი, იწვევს შეჩვევას. ეს შეჩვევა იმდენად ძლიერია, რომ ჩნდება გამუდმებული მოთხოვნილება. დროთა განმავლობაში იზრდება კიდეც ტკბილის მიღების სურვილი და სულ უფრო მეტის მიღება გსურთ.
თქვენი აზრით რა მოხდება თუ გადაწყვეტთ შაქრის მირებაზე უარს? გიცდიათ ოდესმე? ან თუ გიცდიათ, გახსოვთ ხომ რამდენად საშინლად იგრძენით თავი. ჩნდება საშინელი გაღიზიანების შეგრძნება, ტკბილის მიღების სურვილი უფრო და უფრო ძლიერდება და იწყება ე.წ. ”ლომკა”.
შაქრის უქონლობის და მიუღებლობის გამო საკომპენსაციოდ, ჩნდება საჭმლის მირების გაძლიერებული სურვილი. ამით ტვინი ცდილობს ჩაანაცვლოს და მიიღოს ისევ ის სიამოვნების შეგრძნება. შაქარზე და ტკბილზე დამოკიდებულება ძალიან ცუდად აისახება როგორც ფიზიკურ ასევე გონებრივ შესაძლებლობებზე.
როცა გადაწყვეტთ და დაძლევთ ამ ყოველივეს. სცადეთ შემდეგ შოკოლადის ან რომელიმე ტკბილეულის მიღება. შედეგი გაგაოცებთ, რადგან ის უკვე მიუღებელი და ზედმეტად ტკბილი მოგეჩვენებათ.
შაქრის ზედმეტი დოზა იწვევს ნაადრევ დაბერებას, შაქრიან დიაბეტს, შინაგანი ორგანოების მუშაობის პრობლემებს, ჭარბს წონას და რაც არუნდა გასაკვირი იყოს გონებრივ შეზღუდვებს. საბოლოოდ საკმაოდ სახიფათოა ჩვენი ჯანმრთელობისთვის, ამიტომ ეცადეთ შეზღუდოთ მაინც მისი მოხმარება.
შაქრის შეზღუდვისა და უკეთეს შემთხვევაში მოხმარებიდან ამოღების შემდეგ დალაგდება კუჭ–ნაწლავის სისტემა, ჭარბი წონა არა შეგაწუხებთ, მეტად ენერგიული გახდებით და ცხოვრებას სხვა თვალით შეხედავთ.
ჯანმრთელობას გისურვებთ!