
გრიპისა და გაციების აკიდება არც ისე რთული საქმეა. მშრალი თუ სველი ხველებისას აუციელებელია მკურნალობა, რომ არ გადავიდეს მწვავე ბრონქიტამდე.
პატარებს განსაკუთრებით არ უყვართ სამკურნალო ტაბლეტებისა თუ სიროფის მიღება, ამიტომ გთავაზობთ მარტივ და ძალიან ეფექტურ საშუალებას. მისი გამზადება შეგიძლიათ სახლში სულ რაღაც 3 ინგრედიენტით.
დაგჭირდებათ:
– 1 ჩ.კ. თაფლი
– 1 ჩ.კ. ფქვილი
– 1 ჩ.კ. ქოქოსის ზეთი
– ნატურალური ქსოვილის ხელსახოცი
– ბინტი
მომზადების წესი:
კარგად გადაურიეთ ერთმანეთში თაფლი, ფქვილი და ქოქოსის ზეთი. მირებული მასა უნდა გააცხელოთ ცხელი წყლის აბაზანაზე, ნელ–ნელა ურიოთ სქელი პასტისებური მასის მიღებამდე. მირებული მასა უნდა იყოს კანისთვის ასატან ცხელ ტემპერატურაზე და წაუსვათ ხელსახოცს. გამაზდებული ხელსახოცი უნდა დაიდოთ გულ–მკერდის შუა ნაწილში და დაიმაგროთ ბინტის საშუალებით. ეს კომპრესი ყელზეც შეგიძლიათ გაიკეთოთ. დაიმახსოვრეთ! არავითარ შემთხვევაში არ დაიდოთ კომპრესი გულზე!
ეს კომპრესი არ იწვევს კანის გაღიზიანებას და აქვს გამათბობელი თვისება.
გამოყენების წესი ბავშვებისთვის და უფროსებისთვის:
ბავშვი
კომპრესი უნდა დაადოთ მხოლოდ 2–3 საათით, შემდეგ კარგად ჩაათბუნეთ თბილი სვიტერით ან გადასაფარებლით. ასე კომპრესის ეფექტურობა იზრდება.
უფროსი
უფროსების შემთხვევაში მთელი დღე და ღამეა კომპრესის გაჩერება შესაძლებელი. აქაც აუცილებელია სითბოში ყოფნა.
პირველივე პროცედურიდან იგრძნობთ შედეგს. რეკომენდირებულია მისი განმეორება 3–5 დღის მანძილზე დღეში 1–2 ჯერ.
ეს კომპრესი ხელს უწყობს პილტვებიდან და ბრონქებიდან ლორწოს გამოდევნას, ასევე ყელის ტკივილის და ხველების მოხსნას. ეფექტის უფრო გასაძლიერებლად გირჩევდით თაფლის მიღებასაც.
ჯანმრთელობას გისურვებთ!