სისხლძარღვოვანი პათოლოგიები მთელ მსოფლიოში გლობალურ პრობლემად არის მიჩნეული. საყოველთაოდ ცნობილია, რომ განვითარებულ ქვეყნებში სიკვდილიანობის წამყვანი მიზეზი გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებია. სამწუხაროდ არც საქართველოშია უკეთესი მდგომარეობა…
სისხლის მიმოქცევა ორგანიზმში, კერძოდ, სისხლძარღვებში სისხლის უწყვეტი მოძრაობაა, რომელსაც გული და სისხლძარღვები უზრუნველყოფენ. როცა სისხლძარღვები კარგავს ელასტიურობას, სისხლის მიმოქცევაც უარესდება.
სისხლის მიმოქცევის დარღვევა იწვევს ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ სერიოზულ პრობლემებს.
გამომწვევი მიზეზები: სისხლის მიმოქცევის დარღვევის ერთ–ერთი მთავარი მიზეზი მჯდომარე და უმოძრაო ცხოვრების წესია. ასევე არასწორი კვება, არასაკმარისი სითხე და ჭარბი მარილის მიღება.
სიმპტომები: სისხლის მიმოქცევის ხილული ნიშნებია – ცელულიტი, ვარიკოზული გაფართოებული ვენები ფეხებზე, ხელის და ფეხის არასწორი გაგრილება, ერექციული დისფუნქცია, კანის გაუფერულება, შეშუპება, სისუსტე და თავბრუსხვევა.
დღეს გაგაცნობთ სამკურნალო მცენარეებს სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებლად.
ჯენშენი
ჟენშენი ააქტიურებს სისხლის მიმოქცევას და ძალიან სასარგებლოა გულისთვის. მას ქოლესტერინის დონის გასაკონტროლებლადაც იყენებენ. ამ მცენარის მხოლოდ ფესვები გამოიყენება. ის მდიდარია ორგანიზმისთვის საჭირო მივთიერებებით, ვიტამინებითა და მინერალებით. მიირთვით დღეში ერთხელ ჟენშენის ჩაი.
ნიორი
უზმოზე 1 კბილი ნივრის მიღება გაგიუმჯობესებთ სისხლის მიმოქცევას. კვლევებმა დაადგინა, რომ ნიორი იცავს ადამიანის სხეულის მთავარ არტერიას – აორტას, არეგულირებს წნევას, ხელს უშლის სისხლის შედედებას, არეგულირებს ქოლესტერინის დონეს და არტერიების კედლებზე ცხიმების მიმაგრებას უშლის ხელს.
ბაბუაწვერა
სისხლის მიმოქცევი პრობლემის დროს უნდა მიიღოთ ფესვებისა და ფოთლების ნაყენი დღეში 3–ჯერ. ბაბუაწვერა ხელს უწყობს ორგანიზმიდან შეკავებული სითხის გამოდევნას. სამკურნალოდ გამოიყენება გამხმარი ფოთლები და ფესვები.
მინდვრის შვიტა
ეს მცენარე უძლიერესია სისხლის მიმოქცევის გამოსასწორებლად და გასაუმჯობესებლად. გარდა ამისა ხელს უწყობს ქოლესტერინის დონის შემცირებას, წმენდს არტერიებს და ანელებს დაბერების პორცესს.
2 ს.კ. ბალახს დაასხით 1 ლ. ადუღებული წყალი და ხარშეთ 1–2 წუთი, შემდეგ დააყენეთ 20–30 წუთი და გადაწურეთ. უნდა მიიღოთ 1–2 ჭიქა ნაყენი დღის განმავლობაში.
გარდა ამ მცენარეული საშუალებებისა, რეკომენდირებულია: მსუბუქი ვარჯიში, სწორი კვება, თამბაქოსთვის თავის დანებება, ალკოჰოლური სასმელისთვის თავის არიდება და ტანის დამასაჟება.
ჯანმრთელობას გისურვებთ !