იაფი, მარტივი და რაც მთავარია ეფექტური საშუალებები გულძმარვისგან თავის დასაღწევად.

ალბათ დამეთანხმებით თუ რამდენად უსიამოვნო შეგრძნებაა გულძმარვის დროს, როცა მჟავე წვენის ამოტყორცნა ხდება უკან.  კუჭის შიგთავსის უკუამოტყორცნას ხელს უშლის საყლაპავის ქვედა ნაწილში, მისი კუჭში გადასვლის ადგილას არსებული კუნთოვანი მომჭერი – სფინქტერი.  სწორედ მისი ტონუსი დაქვეითება იწვევს, რომ სათანადოდ ვეღარ იხურება კუჭი ან დროდადრო თავისთავად იღება და ხდება  შიგთავსის უკან ამოღება საყლაპავ მილში..

გულძმარვა ასევე შეიძლება განვითარდეს კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების, ქოლეცისტიტის, ორსულთა ტოქსიკოზის, სხვადასხვა საკვების აუტანლობის, ნერვული აშლილობის დროს.

დღეს ჩვენ გაგიზიარებთ იაფ, მარტივ და რაც მთავარია ეფექტური ხალხურ რეცეპტებს გულძმარვისგან თავის დასაღწევად.

 

1. 300 მლ. მდუღარე წყალში ჩაყარეთ 4 ს.კ. დაქუცმაცებული ბერულას ბალახი და დააყენეთ 1 საათით. მირებამდე უნდა გადაწუროთ. დალიეთ კუჭის არეში ტკივილისა და გულძმარვის დროს.

2. აურიეთ ერთმანეთში 20 გრ. კრაზანას, 20 გრ. ფარსმანდუკის და20 გრ. ბერულას ბალახი. 1 ლ. მდუღარე წყალში ჩაყარეთ 3 ს.კ. ნაკრები და დააყენეთ 2 საათით. მირებული ნაყენი გადაწურეთ და მიიღეთ გულძმარვის, შებერილობის, ტკივილის დროს. დღეში 4–5 ჯერ 1/2 ჭიქა.

3. მოათავსეთ ჭურჭელში დაქუცმაცებული 1/2 ჭიქა ნაღველას ფესვები და დაასხით 1/2 ლ. წითელი ღვინო. მიღებული სითხე დააყენეთ 10 დღე, ბნელ და გრილ ადგილზე. უნდა მიიღოთ სადილამდე 10–15 წუთით ადრე 50 მლ.

4. გულძმარვის დროს სასარგებლოა უზმოზე მჯაუნას მიღება ან დაღეჭეთ კოთხუჯის ფესურა, ჩაყლაპეთ და მიაყოლეთ წყალი.

5. გულძმარვის დროს ასევე სასარგებლოა ტუტე მინერალური. მაგ: ბორჯომი და ა.შ.

6. გულძმარვის უცებ მოსახსნელად ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ 2–3 ს.კ. კარტოფილის წვენი.

7. გახსენით 1 ს.კ. 90%–იანი ძმარი 1 ჭიქა მდურარე წყალში და მიირეთ არანაკლებ 1/2 ჭიქისა.

8. დააქუცმაცეთ ტყის ანგელოზას გამხმარი ბალახი და მიირეთ ცაის სახით დღეში 3–ჯერ. (1 ჭიქა წყალზე 1 მწიკვი ბალახი)

9. ძროხის ან თხის რძეს არაჩვეულებრივია გულძმარვის უცებ მოსახსნელად.

10. გულძმარვას ამცირებს გააქტიურებული ნახშირი, როგორც ტაბლეტის ასევე ფხვნილის სახით.

11. მოხალეთ წიწიბურა მუქ ყავისფერ ფერამდე და დაფქვით. უნდა მიიღოთ დღეში 3–ჯერ 1–2 გრ.

12. გახეხეთ საშუალო ზომის ხახვი და დააყარეთ შაქრის ფხვნილი. ცოტა ხანში გამოყოფა წვენი, რომელიც უნდა მიიღოთ დღის განმავლობაში მთლიანად. ჯერ  უზმოზე 1 ს.კ. და შემდეგ ჭამიდან 2 საათში, დაღეჭეთ სანამ ბოლომდე არ გადნება პირში.

13. ერთ ერთი საუკეთესო საშუალება გულძმარვის დროს არის, ასისთავას ბალახის ნაყენი. 1 ჭიქა მდურარე წყალში ჩაყარეთ 1 ს.კ. ბალახი და დააყენეთ 1 საათი. უნდა მიიღოთ გადაწურული სითხე.

14. მოატავსეთ თასში 20 გრ. კრაზანას, 5 გრ. გვირილის და 20 გრ.მრავალძარღვას ფოთლები. დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი და დააყენეთ 30 წუთი. უნდა მიიღოთ გადაწურული, დღის განმავლობაში ორჯერ.

ჯანმრთელობას გისურვებთ !

შეაფასეთ სტატია
იაფი, მარტივი და რაც მთავარია ეფექტური საშუალებები გულძმარვისგან თავის დასაღწევად.
морской рис
ის, რაც ამ პროდუქტის მიღების შემდეგ მოუვა თქვენს ორგანიზმს, უბრალოდ შეუდარებელია! ეს უნდა იცოდეთ…