იმკურნალეთ სახლის პირობებში მარტივად და ეფექტურად პოდაგრაზე – ნიკრისის ქარზე!

შარდმჟავა ორგანიზმში წარმოიქმნება მიღებული საკვების გადამუშავების პროცესში ნუკლეინის მჟავებისა და პურინების დაშლის შედეგად,  ორგანიზმიდან კი თირკმლების მეშვეობით გამოიყოფა.

იტვირთება

თუმცა როცა ორგანიზმი გამოიმუშავებს შარდმჟავას ზედმეტად მაღალ რაოდენობას, ორგანიზმს უჭირს მასთან გამკლავება ან როცა თირკმელების მიერ მათი გამოყოფა რაიმე მიზეზით შეზღუდულია, ამ დროს ხდება სისხლში და ქსოვილებში   შარდმჟავას დონის მკვეთრი მატება და მისი ნარჩენები ილექება სხვადასხვა ორგანოებში, მათ შორის სახსრებში. ამ დროს წარმოიქმნება პოდაგრა იგივე ნიკრისის ქარი, ის ართრიტის ერთ–ერთი ყველაზე გავრცელებული და კომპლექსური ფორმაა.

პოდაგრა ძირითადად უვითარდებათ 30-50 წლის ასაკის მამაკაცებს , თუმცა შეიძლება ახალგაზრდა და ბავშვთა ასაკშიც ჩამოყალიბდეს. უფრო იშვიათად გვხვდება ქალებში. ყველაზე მაღალი მაჩვენებელი მაინც მამაკაცებშია 80-90% . ეს დაავადება ხშირად მემკვიდრეობითიცაა.

გარდა სახსრებისა, ზიანდება: მყესები, თვალები, თირკმელები, ტვინის გარსი, ნერვები, გული, ყურის ნიჟარა და ბრონქები.

შარდმჟავის მაღალი დონე ძირითადად გვხვდება ალკოჰოლური სასმელის ხშირი მოხმარებისას, ვინც ბევრ ხორც–პროდუქტს მიირთმევს, დიაბეტიკებში, ჭარბწონიანებში და ასევე ონკოლოგიური დაავადების მკურნალობის შემდეგ.

დაავადებას ქრონიკულ მიმდინარეობას ზოგჯერ ახასიათებს მწვავე შეტევები. მწვავე შეტევის დაწყებას წინ უძღვის თვითშეგრძნების გაუარესება და შარდის რაოდენობის მომატება. ძირითადად ეს ხდება დილით ადრე ად გვიან ღამით. შეტევა შეიძლება გაგრძელდეს 3 –დან 24 საათამდე.

დღეს ჩვენ გაგიზიარებთ რამოდენიმე ხალხურ რეცეპტს ნიკრისის ქარის სამკურნალოდ…

1. რეცეპტები შინაგანი მოხმარებისთვის

1. მოათავსეთ ჭურჭელში 1 ჭიქა მდურარე წყალი და ჩაყარეთ 1 ს.კ. დაქუცმაცებული ჭინჭრის ნორჩი ფოთლები. მიღებული სითხე გააჩერეთ 1 საათი და შემდეგ გადაწურეთ. უნდა მიიღოთ დღეში 2–3 ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე 2 ს.კ. ასევე შეგიძლიათ ჭინჭრის სუფთა წვენი გამოწუროთ და ის მიიღოთ 1 ჩ.კ.

იტვირთება

2. მოათავსეთ ჭურჭელში 20 გრ. კაკლის ნორჩი ფოთოლი ან ნაყოფი და დაასხით 1 ჭიქა მდურარე წყალი. მიღებული სითხე გააჩერეთ 1 საათი და შემდეგ გადაწურეთ. უნდა მიიღოთ დღეში 3–ჯერ 1 ს.კ.

3.  ნიკრისის ქარის ძალიან სასარგებლოა ნებისმიერი სახით შავნაყოფა ცირცელის მიღება, განსაკუთრებით ჩაი თაფლით ან შაქრით.

4. წითელი ქარის დროს ძალიან სასარგებლოა თეთრი კომბოსტოს მირება ნებისმიერი სახით, განსაკუთრებით სალათები.

2. რეცეპტები გარეგანი მოხმარებისთვის

1. შეურიეთ ერთმანეთს 1 ს.კ. წყალი და 5 წვეთი ჭიანჭველას სპირტი. მიღებული ნაზავი წაისვით შესიებულ ადგილზე დღეში 2–ჯერ.

2. ნიკრისის ქარის დროს რძეში მოხარშული ოროვანდის ფოთლები ძალიან სასარგებლოა.

3. 400 მლ. მდურარე წყალში ჩაყარეთ1 ს.კ. გახეხილი პირშუშხა და გააჩერეთ 1 საათი. უნდა გამოიყენოთ ცხელი საფენებისა და კომპრესების სახით, სახსრების ტკივილისა და შეშუპების დროს.

3. რეცეპტი აბაზანისთვის

1. 10 ლ. წყალში ჩაყარეთ 100 გრ. გვირილას ყვავილი და ადურეთ 5 წუთი, შემდეგ დაუმატეთ 200 გრ. მარილი. მირებულ სითხეში ჩაყავით მტკივანი კიდურები 30 წუთით. პროცედურის ხანგრძლივობა უნდა შეადგენდეს 30 წუთს, ამიტომ დრო და დრო დაუმატეთ ცხელი წყალი, რომ შეინარჩუნოთ აბაზანა ცხელ მდგომარეობაში. (რამდენად ცხელშიც შეძლებთ ფეხის გაჩერებას, ისეთ ტემპერატურაზე გაიკეტეთ აბაზანა. არაა აუცილებელი ზალიან ცხელი)

 

ჯანმრთელობას გისურვებთ !

იტვირთება
შეაფასეთ სტატია
იმკურნალეთ სახლის პირობებში მარტივად და ეფექტურად პოდაგრაზე – ნიკრისის ქარზე!
გაიგეთ, როგორ უნდა განთავისუფლდეთ თავის ტკივილისგან პირსახოცის დახმარებით…