დაამარცხეთ უძილობა მარტივად…

ძილი ჯანმრთელობისთვის აუცილებელია, რადგან უძილობა იწვევს : თავის ტკივილს, სტრესის ჰორმონების დონის ზრდას, იმატებს სისხლში ინსულინის რაოდენობა და ირღვევა გლუკოზის შეთვისების უნარი რაც ზრდის შაქრიანი დიაბეტის განვითარების რისკს, ნერვული სისტემის დაავადებას და წნევის მატებას.

დაამარცხეთ უძილობა მარტივად...

იტვირთება

 

 

 

 

რა იწვევს უძილობას?

– გადაღლა, ფიზიკური და ემოციური დაძაბულობა

– ისეთი პროდუქტების მიღება, რომლებიც ასტიმულირებენ ნერვულ სისტემას, მაგალითად ენერგეტიკული სასმელები, ყავა და ყველა კოფეინის შემცველი პროდუქტი.

– ცვლილებები ცხოვრების სტილში

– ნიკოტინი, რომელსაც შეიცავს თამბაქოს ბოლი, მაშინაც კი გვიშლის დაძინებაში ხელს, როცა პასიური მწეველები ვართ

– ხმაური, სინათლე, სიცხე, სიცივე, უჟანგბადობა და მძაფრი სუნები.

იტვირთება

– ზოგი სამედინიცო პრეპარატის მიღება, მაგალითად ციტრამონი შეიცავს კოფეინს, რომელიც აღაგზნებს ნერვულ სისტემას

 

ჩვენ გაგიზიარებთ რამოდენიმე მარტივ რეცეპტს, რომ უძილობას მარტივად გაართვათ თავი.

1. ყოველდღე ვახშმის წინ 1 ს.კ. თაფლი ან თაფლიანი წყალი დაგეხმარებათ უძილობის დამარცხებაში.

2.  დაიდგით ოთახში როზმარინის, აბზინდის, ლავანდის, ნემსიწვერას ან სალბის თაიგული. ეს მცენარეები გამოყოფენ ისეთ ეთერზეთებს, რომელიც დადებითად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე და ხსნის დაძაბულობას.

3. გამოტენეთ თვქენი ბალიში გამხმარი ტკის თივით ან სვიის გირჩებით.

4. ძილის წინ ასევე კარგია 1 ჭიქა თხის რძე.

5. თუკი გაწუხებთ ქრონიკული უძილობა. მოათავსეთ ჭურჭელში 1 ჭიქა მდურარე წყალი და ჩაყარეთ შიგნით წინასწარ დანაყული და გაცრილი 2 ს.კ. კანაფის თესლი. გააჩერეთ ნაყენი 2 საათით, შემდეგ დალიეთ თბილი სახით ორჯერადად. ჯერ დალიეთ დაძინებამდე 2 საათით ადრე 1/2 ჭიქა, შემდეგ დარჩენილი მასა მიიღეთ 1 საათის შემდეგ.

6. მოხუცებულებისთვის კარგია თეთრი ლილიის სპირტიანი ნაყენი. აიღეთ 2 ს.კ. ყვავილი და დაასხით 200 მლ. არაყი და გააჩერეთ 2 კვირა თბილ და ბნელ ადგილზე. ნაყენი აუცილებლად გადაწურეთ. უნდა მიიღოთ ძილის წინ 25 წვეთი.

ასევე კარგია გამოიმუშავოთ ჩვევა, რომ განსაზღვრულ დროს დაწვეთ, გაისეირნოთ ძილით წინ, ძილის წინ გაანიავოთ ოთახი, ძილის წინ მოერიდოთ ამაღელვებელ საუბარს ან  ემოციურ სატელევიზიო გადაცემებს.

ეცადეთ არ მიეჩვიოთ ქიმიურ საძილე საშუალებებს.

ჯანმრთელობას გისურვებთ !

 

 

იტვირთება
შეაფასეთ სტატია