კალცის ბუნებრივი წყარო! ის დაგეხმარებათ ფარისებრი ჯირკვლის პრობლემის მოსაშორებლად, სისხლის გასაწმენდად , გასტრიტისა და წყლულის დროს…

ყველასთვის ცნობილია თუ რამდენ პრობლემას იწვევს კალცის ნაკლებობა ადამიანის ორგანიზმში თან ნებისმიერ ასაკში. ხალხურ რეცეპტებში ხშირად შეგხვდებათ კვერცხის დაფქული ნაჭუჭი, რომელსაც დღეს ტრადიციული მედიცინაც აღიარებს და ჰომეოპათებიც აქტიურად იყენებენ, ის კალცის ბუნებრივი წყაროა. განსაკუთრებით სასურველია კვერცხის ნაჭუჭის მიღება შემოდგომასა და გაზაფხულზე. კვერცხის ნაჭუჭის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა ისაა, რომ 1 ცალი კვერცხის ნაჭუჭი შეიცავს 750-დან 800 მგ. კალციუმს. კალციუმის გარდა კვერცხის ნაჭუჭი შეიცავს: რკინას, სპილენძს, ფთორს, ფოსფორს, თუთიას, მანგანუმს და ქრომს.

ბევრი ექსპერტი გვირჩევს ყოველდღიურად 1,5–3 გრ. ნაჭუჭის მიღებას, რომ შევივსოთ კალციუმის და სხვა მინერალების სასარგებლო მარაგი. ეს თავის მხრივ სახსრების ტკივილს გააქრობს და ძვლოვან სისტემას გააძლიერებს. მისგან მარტივად მზადდება სხვადასხვა ნარევი, რომლებიც კალცის მარაგს უვსებს ადამიანს.

დღეს გაგიზიარებთ რამოდენიმე რეცეპტს:

1. ფარისებრი ჯირკვალი

აიღეთ 8 ცალი კვერცხის ნაჭუჭი, კარგად გარეცხეთ, გააშრეთ და დააქუცმაცეთ ფხვნილის სტუქტურამდე. მიღებულ ფხვნილს დააწვეთეთ 2 ც. ლიმონის წვენი და შეინახეთ მაცივარში იქამდე, სანამ ფხვნილი ბოლომდე არ გაიხსნება და არ მივიღებთ ერთიან თხევად მასას. მიღებულ მასას დაასხით 1 ლ. ძლიერი ალკოჰოლი (ვისკი, კონიაკი, არაყი და ა.შ.) და 1 კგ. თაფლი. მიღებული სითხე 1 კვირა შეინახეთ მაცივარში კარგად თავდახურულ მინის ქილაში.

მიიღეთ 1 ჩ.კ. დღეში 3–ჯერ ჭამის შემდეგ, სანამ ბოლომდე არ გათავდება სითხე.


2. იმუნიტეტის გააძლიერება და სისხლის გაწმენდა

აიღეთ 6 ცალი კვერცხის ნაჭუჭი, კარგად გარეცხეთ, გააშრეთ და დააქუცმაცეთ ფხვნილის სტუქტურამდე. მიღებული ფვნილი ჩაყარეთ 3 ლ. წყალში და შეინახეთ კარგად თავდახურულ ჭურჭელში 1 კვირა.

1 კვირის შემდეგ დაიწყეთ მისი მიღება. უნდა მიიღოთ დღეში 2–3 ჭიქა, სანამ ბოლომდე არ გათავდება სითხე. (არომატისთვის შეგიძლიათ დაამატოთ ცოტა ლიმონის წვენი)

 

3. გასტრიტი და წყლული

აიღეთ 3 ცალი კვერცხის ნაჭუჭი, კარგად გარეცხეთ, გააშრეთ და დააქუცმაცეთ ფხვნილის სტუქტურამდე. გადაურიეთ ერთმანეთში ¼ ჩ.კ. ფხვნილი და 2 ს.კ. ლიმონის წვენი. დაელოდეთ ნაჭუჭის დარბილებად და შემდეგ დაუმატეთ 2 ს.კ. რძე.

უნდა მიიღოთ 1 ჩ.კ. დღეში 2–ჯერ.  დილით უზმოზე და საღამოს ძილის წინ.

ჩვენ გირჩევთ, რომ ხალხური საშუალების გამოყენების წინ ექიმთან კონსულტანცია გაიაროთ.

ჯანმრთელობას გისურვებთ !

შეაფასეთ სტატია
კალცის ბუნებრივი წყარო! ის დაგეხმარებათ ფარისებრი ჯირკვლის პრობლემის მოსაშორებლად, სისხლის გასაწმენდად , გასტრიტისა და წყლულის დროს…
Улыбаться открыто я боялась»: Кристина Асмус рассказала о своем комплексе • СоцИнформБюро
სუპერ-პროდუქტი, რომელიც აუცილებლად უნდა მიირთვათ ყოველდღე!