მკურნალი მცენარე, რომელიც ყველგან ხარობს. ის გიშველით ბრონქიტის, გასტრიტის, შეკრულობის და ძირმაგარას დროს…

მრავალძარღვა (Plantago) – ეს მცენარე იზრდება მთის ქვედა სარტყლიდან მოკიდებული ალპურ სარტყლამდე მშრალ და ბალახოვან ფერდობებზე, გზის პირებსა და დანაგვიანებულ ადგილებზე, მდელოებსა და ღორღიანებზე.

მრავალძარღვას თესლი შეიცავს ლორწოს და გლიკოზიდ აუკუბინს, ფოთოლი— კაროტინს, ვიტამინსა და ფიტონციდებს. ფოთოლს ხმარობენ ჭრილობისა და წყლულის მოსაშუშებლად, ნაყენს — ამოსახველებელ საშუალებად, წვენს — გასტრიტისა და ენტერიტის სამკურნალოდ.

ეს მცენარე მართლაც რომ საოცარია, ყველგან ხარობს, მოვლა არ სჭირდება და უამრავ დაავადებას შველის. დღეს ჩვენ გაგიზიარებთ რამოდენიმე წამლის რეცეპტს, რომელსაც დაამზადებთ მისგან.

ჩირქოვანი ჭრილობისა და ძირმაგარას დროს

დაიფინეთ მრავალძარღვას კარგად გარეცხილი ფოთლის კომპრესი.

ბრონქიტისა და  ყივანახველის დროს

300 გრ. გამომშრალ, დაქუცმაცებულ მრავალძარღვას დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, გააჩერეთ 30 წუთი, შემდეგ გადაწურეთ.  მიღებული სასმელი დალიეთ დღეში 2–ჯერ  1-2 ს.კ. როგორც ამოსახველებელი საშუალება

გასტრიტისა და წყლულის სამკურნალოდ

მომინანქრებულ ჭურჭელში ჩაყარეთ 2 ს.კ. გამომშრალ–დაქუცმაცებული მრავალძარღვა, დაასხით 200 მლ ცხელი წყალი და დაახურეთ თავზე. მიღებული სითხე ადუღეთ  30 წუთი წყლის აბაზანაზე. როცა შეგრილდება გადაწურეთ, შემდეგ საწყის მოცულობამდე შეავსეთ ანადუღარი წყლით და მიიღეთ ნახევარ-ნახევარი ჭიქა დღეში 3-4 ჯერ, ჭამამდე 10-15 წუთით ადრე.

ქრონიკული შეკრულობისას

2 ს.კ. მრავალძარღვას თესლს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი და მთელი ღამით დააყენეთ. შემდეგ გადაწურეთ და მიიღეთ თითო სუფრის კოვზი  დღეში 3-4 ჯერ.

შეაფასეთ სტატია
მკურნალი მცენარე, რომელიც ყველგან ხარობს. ის გიშველით ბრონქიტის, გასტრიტის, შეკრულობის და ძირმაგარას დროს…
каким должен быть завтрак
ინდოელი იოგი ამ ღვთაებრივი საუზმით იწყებს დღეს, რომელიც მხოლოდ ორი ინგრედიენტისგან შედგება