კანის ჩირქოვანი დაავადებების დროს, შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს მარტივი და ეფექტური საშუალებები

პიოდერმია პიოკოკებით: სტაფილოკოკებით, სტრეპტოკოკებით, იშვიათად  პნევმოკოკებით გამოწვეული კანის ჩირქოვან-ანთებითი დაავადებაა. პიოდერმიის გამომწვევი უმეტესად სტაფილოკოკი და სტრეპტოკოკია. უფრო სწორად, კანის დაჩირქებას განაპირობებს ამ ჩირქმბადი მიკრობების მიერ ცხოველქმედების პროცესში გამოყოფილი მეტაბოლიზმის პროდუქტები – ეგზოტოქსინები, ენტეროტოქსინები, ფერმენტები და სხვა. პიოდერმიის განვითარებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს ნერვული სისტემის ფუნქციური მოშლილობა და კანის სებორეული მდგომარეობა.

იტვირთება

დღეს ჩვენ გაგიზიარებთ რამოდენიმე რეცეპტს, რომელიც გამოგადგებათ კანის ამ ჩირქოვანი დაავადების დროს:


1.
დაზიანებულ ადგილზე დაიდეთ კომბოსტოს ფურცელი, რომელსაც შიგნიდან წინასწარ წაუსვით კვერცხის გულისა და ჭვავის პურის ნარევი

Капуста от боли в суставах | Добрые советы | Яндекс Дзен

2. ერთ–ერთი საუკეთესო საშუალებაა თუ გამოიყენებთ ნახვევის ან კვერის სახით ნაძვის, სოჭის ან ფიჭვის ფისის.

ქარვისფერი სასწაული: დღეში 3-ჯერ ვღეჭავ და შედეგებზე სიამოვნებით გიამბობთ - ALL TIME

3. შეურიეთ ერთმანეთს კულმუხოს მშრალი ფესვები და ვაზელინი, შეფარდებით 1/4 –თან წაისვით დღეში ორჯერ.

იტვირთება

კულმუხოს ფესვები.

4. ხვართქლას ბალახის მიწის ხედა ნაწილს დაასხით სპირტი. შეინახეთ ბნელ და გრილ ადგილზე 10 დღე, შემდეგ გადაწურეთ და წაისვით დღეში ორჯერ დაზიანებულ ადგილზე.

ხვართქლა - ვიკიპედია

5. უმარილო კარაქს შეურიეთ დაფქული ასფურცელას მშრალი ფოთლები, შეფარდებით 1/4–თან და კარგად აურიეთ ერთმანეთში. ეს მალამო ნებისმიერი ჩირქოვანი პროცესისას შეგიძლიათ გამოიყენოთ.

ასფურცელა – სამკურნალო მცენარე, ნაყენის რეცეპტი | აგროკავკასია

6. 500 მლ. წყალში ჩაყარეთ 50 გრ. ტირიფის ქერქი, ადუღეთ 20 წუთის მანძილზე. მიიღებთ ბლანთ ნახარშს. ამ ნახარშით გაიკეთეთ კომპრესები დღეში 1– ჯერ.

ტირიფის ქერქი
7. 200 მლ. წყალში ჩაყარეთ 10 გრ. ღორის ბირკას ბალახი. ადუღეთ 3 წუთი, შემდეგ გადმოდგით და დააყენეთ 1 საათი. ეს ნახარში უებარია ფოლიკულიტის დროს. გამოიყენეთ კანის გასაწმენდად.

ღორის ბირკა - ვიკიპედია

იტვირთება
შეაფასეთ სტატია
კანის ჩირქოვანი დაავადებების დროს, შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს მარტივი და ეფექტური საშუალებები
აი თურმე რატომ არ შეიძლება ანწლის ტოტების დაწვა…