ალცჰაიმერი – როგორ ამოვიცნოთ დაავადება საწყის სტადიაზე
ალცჰაიმერის დაავადება არის დემენციის ერთ-ერთი სახე. მისთვის დამახასიათებელია მეხსიერებისა და აზროვნების დარღვევა. სიმპტომები ნელ–ნელა იჩენს თავს და დროთა განმავლობაში თანდათანობით მატულობს.
რამოდენიმე წელიწადში მეხსიერებისა და აზროვნების დეფიციტი იმდენად ღრმავდება, რომ პაციენტს უჭირს ისეთი მარტივი აქტივობების განხორციელებაც კი როგორიცაა აზრის ჩამოყალიბება და დიალოგის წარმართვა, საკუთარ სახლში ოთახების მიგნება, დამოუკიდებლად დაბანა, ჩაცმა და ა.შ.
შორს წასულ შემთხვევებში ვლინდება: შარდვისა და დეფეკაციის დარღვევა
ჰალუცინაციები, ბოდვითი იდეები, ილუზიები
ყლაპვის გაძნელება
მომატებული ძილიანობა
წონაში კლება
გულყრები
ალცჰაიმერის დაავადება ყველაზე ხშირად ვლინდება 65 წლის შემდეგ. თუმცა არსებობს შემთხვევები ახალგაზრდა ასაკშიც.
უაღრესად მნიშვნელოვანია დაავადების დიაგნოსოტიკა ადრეულ ეტაპებზე, რათა შეძლებისდაგვარად დიდხანს გავახანგრძლივოთ მინიმალური დისფუნქციის პერიოდი.
ადეკვატური მკურნალობის პირობებში შესაძლებელია მხოლოდ დაავადების პროგრესირების შეფერხება, ანუ პროგრესირების ტემპის შემცირება.
დღეს ჩვენ გიამბობთ შთამაგონებელ ისტორიას 83 წლის სილვია ჰათჩერის შესახებ, რომელმაც შვილის დახმარებით მოახერხა მეხსიერების დაბრუნება.
სამი წლის წინ მარკმა შეამჩნია დედას, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ნელ–ნელა მძიმდებოდა. საქმე იმ დონემდე მივიდა, რომ სილვია ვეღარ ცნობდა საკუთარ ვაჟს, რის გამოც მისი სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანა გახდა საჭირო.
,,მე და დედა ერთმანეთს ძალიან ვენდობოდით, ყოველთვის ერთად დავდიოდით. მოულოდნელად, კი ვეღარ მცნობდა. სასოწარკვეთილი ვიყავი, თავი ასე მარტოსულად არასდროს მიგრძვნია. არავინ მყავდა, ვისაც დახმარებას და მხარდაჭერას ვთხოვდი“ – იხსენებს მარკი.
ალცჰაიმერის დაავადების დროს არ არსებობს წამალი, რომ პაციენტი განიკურნოს. პრეპარატები მხოლოდ სიტუაციის შემსუბუქებას ან პროცესის შენელებას უზრუნველყოფს.
მარკი ხედავდა, რომ ერთადერთ ოჯახის წევრსაც კარგავდა. მან მამა და ძმა დაკარგა, დედის დაკარგვას კი ვეღარ შეეგუებოდა, ამიტომ აქტიურად დაიწყო დამოუკიდებლად კვლევები.
მარკმა აღმოაჩინა რომ ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებში დემენცია არც ისე განვითარებული იყო, მიზეზი კი მათი კვების რაციონში აღმოაჩინა. ამ კვლევებზე დაყრდნობით მან შეადგინა სპეციალური დიეტა, სადაც ამ ქვეყნებისთვის დამახასიათებელი საკვები და პლიუს ტვინის მუშაობის მასტიმულირებელი პროდუქტები შედიოდა.
რაციონში აქტიურად შედიოდა მოცვი, მარწყვი, ბრაზილიური კაკალი, ნიგოზი, ბროკოლი, კომბოსტო, ისპანახი, მზესუმზირა, მწვანე ჩაი, შვრია და ტკბილი კარტოფილი.
ასევე შემეცნებით ვარჯიშებს სთავაზობდა, მათ შორის თავსატეხებს და კროსვორდებს.
„პირველი შედეგები მხოლოდ რამდენიმე თვის შემდეგ შევნიშნეთ. დედა იხსენებდა ისეთ რამეს, როგორიცაა დაბადების დღეები, სახელები, მოვლენები. დღითიდღე უფრო მხიარული და კომუნიკაბელური“, „ეს დედისთვის გავაკეთე, მაგრამ თუ სხვებსაც დაეხმარება, ძალიან ბედნიერი ვიქნები,“ – ამბობს მარკი
ეს აღმოჩენა ეხმარება ბევრ ოჯახს, რომელთა ოჯახის წევრებიც დემენციით იტანჯებიან.
ალცჰაიმერის საზოგადოებას კი თავის ვებ–გვერდზე აქვს გამოქვეყნებული მარკის ბლოგი სილვიას მდგომარეობის შესახებ.
„ადამიანები ითრგუნებიან, როცა დიაგნოზის შესახებ იგებენ. ფიქრობენ, რომ ცხოვრება დასრულდა. თქვენი მიზანი ჯანმრთელობის აღდგენა უნდა გახდეს.“– ამბობს მარკი.
ჯანმრთელობას გისურვებთ !