გინდათ გაიგოთ თუ რამდენად სასარგებლო მალამო მზადდება სარეცხის საპნით? აი რეცეპტიც…

დღეს ჩვენ გაგაცნობთ რეცეპტს, თუ როგორ უნდა დაამზადოთ სახლის პირობებში სამკურნალო მალამო სარეცხის საპნით.
ეს სამკურნალო საშუალება გამოგადგებათ ძირმაგარას, აკნეს და სხვადასხვა სახის ანთების დროს.
მალამოს მოსამზადებლად საჭირო თითოეული კომპონენტი მარტივად ხელმისაწვდომია თითოეული თქვენთაგანისთვის.

ინგრედიენტები:

   1 ნატეხი სარეცხის საპონი.  (უკეთესია ყველაზე სუნიანი და მუქი)

–   მუმიო.  (იყიდება აფთიაქებში. 1 აბი – 2 გრ.)

–   მზესუმზირის,  სელის  ან  მცენარეული  ზეთი.

–   თაფლი

–   პროპოლისი

   ფუტკრის ცვილი

მომზადების წესი: 

წინასწარ გაამზადეთ გაზქურაზე წყლით სავსე ქვაბი და აადუღეთ.

აიღეთ ფართო და ღრმა ჭურჭელი, ჩადეთ ქვაბში. (მალამო მზადდება წყლის ორთქლზე)

ჯამში ჩაყარეთ  2 ს.კ. გახეხილი საპონი.  დაუმატეთ 10 გრ. ფუტკრის ცვილი (დაახლოებით 1 ს.კ გამოდის), 1,5 ს.კ. თაფლი, 1 აბი მუმიო, 1 ჩ.კ. ზეთი, ¼ ჩ.კ. პროპოლისი.

ერთგვაროვანი მასის მიღებამდე ხარშეთ ორთქლის აბაზანაზე, თან ნელა მოურიეთ.

მიღებული მასა გადაიტანეთ სუფთა ქილაში და შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე.

გამოყენების წესი:

წაისვით მალამო პრობლემურ ადგილებზე.
ძირმაგარას შემთხვევაში კი, წაისვით ღამე. ბამბის დისკი დაიდეთ ზემოდან და დააფარეთ პარკის ნაჭერი. (დაიფიქსირეთ წებოვანი პლასტირით). ძირმაგარა 3–4 დღეშო სრულიად გაქრება.

ყურადღება! 

არ წაისვათ მალამო ღია ჭრილობაზე !

წინასწარ შეამოწმეთ, მალამოს შემადგენელი რომელიმე კომპონენტების მიმართ ალერგიული ხომ არ ხართ: იდაყვზე წაისვით მცირეოდენი მალამო.

შეაფასეთ სტატია
გინდათ გაიგოთ თუ რამდენად სასარგებლო მალამო მზადდება სარეცხის საპნით? აი რეცეპტიც…
ნატურალური და უებარი საშუალება თავის ტკივილის გასაყუჩებლად. დაგჭირდებათ მხოლოდ ეს სამი ინგრედიენტი…