ნარევი, რომელიც გაწმენდს ორგანიზმს ცხიმებისგან და ასევე გაგისუფთავებთ სისხლძარღვების კედლებს. ექიმი ნატუროპათი გირჩევთ!

ჭარბი წონა მოქმედებს ჯანმრთელობაზე და ხშირ შემთხვევაში სწრაფი შედეგის მისაღებად მივმართავთ სხვა და სხვა მეთოდსა თუ საშუალებას. ბაზარზე კი ამისთვის უამრავი დანამატია. მათ შორის სამწუხაროდ არის ისეთებიც, რომლებიც საზიანოც კი არის თქვენი ჯანმრთელობისთვის და ამასთან ერთად არაეფექტურიც.

სწორედ ამიტომ, ექიმი – ნატუროპათები გვირჩევენ ხილს, ბოსტნეულსა და ბალახებს ორგანიზმის ფუნქიების მოსაწესრიგებლად და დასაბალანსებლად. ასეთი ბუნებრივი საშუალებების დახმარებით ორგანიზმი სრულიად უსაფრთხოდ და რაც მთავარია ეფექტურად იბრუნებს ნორმალურ წონას. თავისთავად ეს ყველაფერი დადებითად აისახება თქვენს ჯანმრთელობაზე

დღეს ჩვენ გაგიზიარებთ რეცეპტს, რომელსაც რეკომენდაციას უწევენ გახდომის ექსპერტები. აღნიშნულ რეცეპტში შემავალი ინგრედიენტები ხელს უწყობს ცხიმის წვას, რადგან მასში შემავალი ნივთიერებები იწვევს ორგანიზმის გააქტიურებას.

ეს ხალხური საშუალება შეიცავს უჯრედისს, კალიუმს – რომელიც უმნიშვნელოვანესია გულ–სისხლძარღვთა სისტემისთვის, ანტიოქსიდანტებს – რომელიც ხელს უწყობს სისხლსში შაქრის დონის დარეგულირებას, ასევე კვებას და ენერგიით მუხტავს ორგანიზმს.

ამასთან ერთად აჩქარებს ნივთიერებათა ცვლას, ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევას, ორგანიზმიდან გამოდევნის მავნე ნივთიერებებსა და შლაკებს.

ასევე ხელს უწყობს საჭმლის მომნელებელი სისტემის მოწესრიგებას. ამ შემთხვევაში სწორად ხდება ორგანიზმის მიერ სასარგებლო ნივთიერებების ათვისება.

ასევე იწვევს მადის დაქვეითებას და ზრდის ცხიმის წვის პროცესს. მადის დაქვეითებაც ხდება სავსებით ბუნებრივად და რაიმე გვერდითი ეფექტი არ უფიქსირდება (როგორიცაა ვთქვათ, მადის ორგამად მომატება ამ საშუალების მიღების დასრულების შემდეგ)

რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია არის ის, რომ ხდება წონის შენარჩუნება. ორგანიზმი არ რჩება სასარგებლო ნივთიერებების გარეშე. არ განიცდის რაიმე მისთვის საჭირო ნივთიერებების ნაკლებობას. თავისთავად არც რაიმეს ანაზღურებას საჭიროებს შემდგომ.

ეს ნატურალური საშუალება შეიცავს ორ მთავარ ინგრედიენტს, ესენია:  მოცვი და სელის თესლი.

მოცვი მდიდარია ანტიოქსიდანტებით, რაც ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლას და აუმჯობესებს საჭმლის მომნელებელ სისტემას. მისი დახმარებით წონას უფრო სწრაფად დაიკლებთ.

სელის თესლის
უპირატესობა კი მასში შემავალი ნახშირწყლების დაბალი შემცველობით არის გამოწვეული. დიდი რაოდენობით შეიცავს ომეგა 3 ცხიმოვან მჟავას (33-ჯერ უფრო მეტს, ვიდრე გაღვივებული ხორბალი). ამასთან ერთად დიდი ხნით გვანაყრებს. სელის ზეთი საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ლორწოვან გარსს იცავს და იდეალურია მგრძნობიარე კუჭისთვის.

 

იმუნიტეტისა და გულ–სისხლძარღვთა სისტემის გამაძლიერებელი, სისხლში შაქრის დონის დამარეგულირებელი და გასახდომი რეცეპტი!


ინგრედიენტები:

  1 ჭიქა წყალი

  2 ს.კ. სელის თესლი

– 
2 ს.კ. სეზამის თესლი

–  1 ფინჯანი გაყინული ან ახალი მოცვი

  მწიფე ბანანი

  ცოტა ახალი კოჭის ფესვი (გემოვნებით)

  ნახევარი ჭიქა ისპანახი

მომზადების წესი :

თესლს დაასხით  1 ჭიქა თბილ წყალი და მინიმუმ 30 წუთით დააყენეთ. შემდეგ გადატანეთ ბლენდერში და დააქუცმაცეთ.
ამის შემდეგ დანარჩენი ინგრედიენტები დაუმატეთ და კიდევ ერთხელ კარგად აურიეთ.
(თუ მოცვი არ გაქვთ, მარწყვით ან მოცხარით ჩაანაცვლეთ)


რეკომენდებულია საუზმის მიღებამდე 30-50 წუთით ადრე ან საკვების მიღებებს შორის დალიოთ.

შეაფასეთ სტატია
ნარევი, რომელიც გაწმენდს ორგანიზმს ცხიმებისგან და ასევე გაგისუფთავებთ სისხლძარღვების კედლებს. ექიმი ნატუროპათი გირჩევთ!
მიიღეთ ეს საშუალება და ჰიპერტონია აღარ შეგაწუხებთ!