პირველ რიგში გვახსენდება ხოლმე ძველი ხალხური რეცეპტები. ხშირად ხომ ნატურალური საშუალებები ბევრად ეფექტურია, ვიდრე ძვირადღირებული მედიკამენტები. დღეს გვინდა გაგახსენოთ ერთ-ერთი ძველი რეცეპტი, რომელიც გაგანთავისუფლებთ სახსრების ტკივილისგან. მისი მომზადება საკმაოდ მარტივია.
სახსრების სამკურნალო საშუალება
დაგჭირდებათ:
- 10 ცალი წითელი წიწაკა
- 2 ჭიქა მზესუმზირის ზეთი
- 1 ლიტრიანი ქილა
მომზადების წესი:
- კარგად გარეცხეთ წიწაკა და მოაჭერით კუდები. გაატარეთ ის ხორცის გასატარებელ მანქანაში ან დააბლენდერეთ.
- მოათავსეთ გატარებული მასა შუშის ქილაში და დაასხით ზეთი. დააფარეთ თავსახური და მოათავსეთ ბნელ ადგილზე 1 კვირით.
- 7 დღის შემდეგ გადაწურეთ მარლის საშუალებით. მიღებული ზეთი უნდა გამოიყენოთ შესაზელის სახით.
წიწაკის ზეთი შეიზილეთ დღეში 2-3 ჯერ მტკივან და პრობლემატურ ადგილებში. ის გაგანთავისუფლებთ ტკივილისგან. მტკივანი ადგილი დამატებით შეიფუთეთ თბილი ქსოვილით. ზეთის წამის შემდეგ კარგად დაიბანეთ ხელები საპნით და არ წაისვათ თვალის მიმდებარედ.
ამ საშუალების გამოყენება პროფილაქტიკის სახითაც შეგიძლიათ თვეში 1-2 ჯერ. ამ ხალხური საშუალების გამოყენებამდე გირჩევთ გაიაროთ კონსულტაცია მკურნალ ექიმთან.
აუცილებლად გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს, რათა ისინიც გაეცნონ ამ სასარგებლო ინფორმაციას.
ჯანმრთელობას გისურვებთ!