თუთის ფოთლის სასარგებლო თვისებები

თუთის ფოთლის სასარგებლო თვისებები

თუთა საკმაოდ ძვირფასი ხეა. მისი ნაყოფი შეიცავს ორგანიზმისთის საჭირო თითქმის ყველა ნივთიერებას, რომელიც ხელს უწყობს ძალების აღდგენას და იმუნიტეტის გაძლიერებას. თუმცა ის მხოლოდ ნაყოფის გამო არ არის ასეთი ცნობილი. სამკურნალო თვისებებით დაჯილდოვებულია ამ ხის ყველა ნაწილი.

თუთის ფოთლის სასარგებლო თვისებები

თუთის ფოთლები ვიტამინების საბადოა, განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში. ის შეიცავს ასკორბინის მჟავას, კაროტინს, ეთერზეთებს, საქარინს, ფლავონოიდებს, აქტიურ კალციუმს და ტანინებს.

თუთის ფოთლის სასარგებლო თვისებები

თუთის ფოთლების ჩაის სასარგებლო თვისებები

თუთის გამომშრალი ფოთლების ჩაი ხელს უწყობს ცხიმების და ნახშირწყლების მიმოცვლის მოწესრიგებას. ის ეფექტურად უმკლავდება კანქვეშ დაგროვილ ცხიმს. ეს საშუალება დაგეხმარებათ სისხლში შაქრის და ქოლესტერინის დონის შემცირებაში.

თუთის ფოთლის სასარგებლო თვისებები

თუთის ფოთლები გულ-სისხლძარღვთა სისიტემის პირვლი დამხმარეა. მისი რეგულარული მოხმარება არეგულირებს არტერიულ წნევას და ათხელებს სისხლს. ჰიპერტონიით დაავადებულებს ვურჩევთ ჩაანაცვლონ მწვანე და შავი ჩაი თუთის ფოთლებით.

მას ასევე ეფექტურად იყენებენ ხველების დროს, რადგან ხელს უწყობს ნახველის გათხელებას. მას ასევე აქვს სიცხის დამწევი და დამამშვიდებელი ეფექტი.

თუთის ფოთლის სასარგებლო თვისებები

როგორ მოვამზადოთ თუთის ფოთლების ჩაი

ამისთვის დაგჭირდებათ 2 ს.კ. გამომშრალი თუთის ფოთოლი და 1 ლ. ადუღებული წყალი. დაასხით წყალი ფოთოლს, დააფარეთ თავსახური და დადგით 3-4 წუთი. არომატული სასმელი უნდა მიიღოთ დღის განმავლობაში ჭამამდე 30 წუთით ადრე. შაქრის დამატება არ არის რეკომენდირებული!

თუთის ფოთლის სასარგებლო თვისებები

თუთის ფოთლის ნაყენი ასევე ძალიან ეფექტურია თმის მოსავლელად და კონიუქტივიტის სამკურნალოდ. აუცილებლად გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს, რათა ისინიც გაეცნონ ამ სასარგებლო ინფორმაციას.

ჯანმრთელობას გისურვებთ!

შეაფასეთ სტატია
თუთის ფოთლის სასარგებლო თვისებები
დაფნის ფოთლის სასარგებლო თვისებები