ყველასათვის უსაყვარლესი კაკლის მურაბა – ძველი რეცეპტით

Image result for კაკლის მურაბა

ინგრედიენტები:

  • კაკალი – 100 ცალი
  • შაქარი – 2,2 კგ
  • კირი – 500 გ
  • თეთრი შაბი – 1 ს.კ.
  • მიხაკი – 1 ჩ.კ.
  • დარიჩინი – 1/2 ჩ.კ.
  • ილი – 1/2 ჩ.კ.
  • ვანილი გემოვნებით

მომზადების წესი:

აიღეთ საშუალო ზომის ნედლი, ქორფა კაკალი, გათალეთ, დაასხით იმდენი წყალი, რომ დაფაროს ბოლომდე და ასე 3 დღე გააჩერეთ. ყოველდღე 3-ჯერ გამოუცვალეთ წყალი. მესამე დღეს გადაწურეთ წყალი და ყველა კაკალი სათითაოდ დაჩხვლიტეთ ჩანგლით ან სადგისით. კაკალს დააყარეთ 500 გრამი კირი და დაასხით იმდენი წყალი, რომ კვლავ დაფაროს. გააჩერეთ კიდევ 3 დღე. მეოთხე დღეს კარგად გარეცხეთ გამდინარე წყალში, რათა კირი ბოლომდე გასცილდეს.

გარეცხილი კაკალი კვლავაც დაფარეთ წყლით და 4 დღე გააჩერეთ. წყალი უცვალეთ დღეში 3-ჯერ. მეხუთე დღეს სქელძირიან ქვაბში აადუღეთ წყალი და ჩაყარეთ კაკალი. ხარშეთ 20 წუთის განმავლობაში, შემდეგ გადაწურეთ. ქვაბში ჩაასხით წყალი, დაამატეთ შაბი, ჩაყარეთ კაკალი და ადუღეთ 15 წუთს. გადაწურეთ, ისევ დაასხით მდუღარე წყალი და კიდევ ადუღეთ 10 წუთის განმავლობაში.

200 გ შაქარი გახსენით 4 ლიტრ წყალში, დაასხით კაკალს და ადუღეთ ნახევარ საათი. მერე ისევ გადაწურეთ წყალი. ქვაბში ჩაასხით 5 ლიტრი წყალი და დაამატეთ 2 კგ შაქარი. წამოადუღეთ, ჩაყარეთ კაკალი და ხარშეთ 4-5 საათი დაბალ ცეცხლზე, სანამა კარგად არ მოიხარშება. სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ დაამატოთ 1 ჩ.კ. ილი, 1 ჩ.კ. მიხაკი, 1/2 ჩ.კ. დარიჩინი და ვანილი.

გემრიელად მიირთვით!

დააჭირე «მომწონს» რათა კიდევ ნახო მსგავსი სტატიები Facebook-ზე ↓

ყველასათვის უსაყვარლესი კაკლის მურაბა – ძველი რეცეპტით