ყვავილოვანი კომბოსტოს მჟავე – ყველა კერძის უცვლელი ატრიბუტი

Image result for ყვავილოვანი კომბოსტოს მჟავე

ინგრედიენტები:

  • 10 კგ კომბოსტო
  • 500 გრ ნიორი
  • 2 კგ  სტაფილო
  • 10-15 ღერი ნიახური
  • 5-6 ღერი ხმელი კამა
  • 5 ც წითელი წიწაკა
  • 5-7 ც დაფნის ფოთოლი
  • 1 ს/კ შვი პილპილი ( მარცვალი)
  • მარილი გემოვნებით

მარილწყალი:

  • 10 ლ წყალი
  • 0.5 ლიტრიანი ქილა
  • 550 გრ მარილი

მომზადება:

კომბოსტო გაარჩიეთ, დაჭერით სტაფილო, სტაფილოს მეოთხედს დაჭრისას მიეცით მოგრძო ფორმა, დანარჩენი დაჭერით მრგვალ ნაჭრებად. გაარჩიეთ ნიორი, კომბოსტოს გადაავლეთ მდუღარე წყალი. შემდეგ კი მოათავსეთ საწურზე. ემალის ქვაბში ფენა-ფენა ჩაალაგეთ კომბოსტო. 2 ღერი ნიახური, 1 ღერი კამა, რამდენიმე კბილი ნიორი, 10-15 ცალი სტაფილოს ნაჭერი, 1 ც დაჭრილი წიწაკა (თესლის გარეშე), ასე გააგრძელეთ ჩალაგება, ვიდრე კომბოსტოს  სულ არ მოათავსებთ ქვაბში.

დაასხით მარილიანი მდუღარე წყალი, დააფარარეთ სახურავი და დატოვეთ სამი დღე. შემდეგ ამოწურეთ  ბოსტნეული წყლიდან და ჩაალაგეთ ქილებში ( თითოეულ ქილაში ინგრედიენტები თანაბრად გადაანაწილეთ). იგივე წყალი აადუღეთ და დაასსხით ქილებში ჩალაგებულ ბოსტნეულს. დაახურეთ სახურავები და მოხუფეთ.

გემრიელად მიირთვით!

დააჭირე «მომწონს» რათა კიდევ ნახო მსგავსი სტატიები Facebook-ზე ↓

ყვავილოვანი კომბოსტოს მჟავე – ყველა კერძის უცვლელი ატრიბუტი