ფორთოხლის კანის სარგებლობა. ამ სტატიის წაკითვის შემდეგ აღარ მოგინდებათბ მათი გადაყრა.

ფორთოხლის კანის სარგებლობა. ამ სტატიის წაკითვის შემდეგ აღარ მოგინდებათბ მათი გადაყრა.

ადამიანების უმრავლესობა დილას იწყებს ფორთოხლით ან მისი წვენით. ის შეიცავს უამრავ ვიტამინს, რომლებიც სასარგებლოა ჩვენი ორგანიზმისთვის, მაგრამ ჩვენ ის არ ვიცით რამდენად სასარგებლოა მისი კანი და დაუფიქრებლად ვყრით ნაგვის ურნაში.

ნებისმიერი ციტრუსის კანი სასარგებლოა, როგორც მისი შიგთავსი.

ფორთოხლის კანი შეიცავს 90%-მდე ეთერზეთებს, რომლებიც გამოირჩევიან სასიამოვნო სუნით, გამოიყენებენ დეზინფექციისთვის და სხვადასხვა ზედაპირების დასასუფთავებლად. ფორთოხლის კანი ანტიბაქტერიული საშუალებაცაა. ის კლავს ბაქტერიებს და გამოიყენება ზოგიერტი ლაქის ამოსაყვანად.

ჩვენ ვიცით, რომ ძმარი ასუფთავებს დაბინძურებულ ზედაპირებს, მაგრამ ის ტოვებს უსიამოვნო სუნს. ციტრუსი კი სდაგეხმარებატ ამ უსიამოვნო სუნისგან თავის დაღწევაში. ფორთოხლის ქერქი მოათავსეთ ქილაში, დაასხით ძმარი და ერთი კვირის განმავლობაში დადგით თავდახურულ მდგომარეობაში. ასე მიიღებთ ციტრუსის ძმარს, რომელსაც ექნება სასიამოვნო არომატი. გადაწურეთ ეს სითხე სხვა ჭურჭელში და გამოიყენეთ როგორც უნივერსალური გამწმენდი საშუალება.

ციტრუსის კანი კარგი გამწმენდია მინის ჭურჭლის, რომელსაც წყლის ლაქები აქვს. მოათავსეთ ის ჭურჭლის სარეცხ მანქანაში და ისე გარეცხეთ. ასევე, საუკეთესო საშუალებაა გაზქურის და მიკროტალღური ღუმელის გასაწმენდად. ფორთოხლის ქერქი მოათავსეთ თასში, დაასხით ერთი ჭიქა წყალი და შედგით ღუმელში 7-8 წუთით, შემდეგ კი გაწმინდეთ სუფთა ჩვრით.

მარილმოყრილი ფორთოხლის კანი საუკეთესოდ ასუფთავებს აბაზანის ზედაპირებს, ის როგორც სკრაბი ასე გამოიყენება.

სამზარეულოს დაფებს, რომლებსაც თევზის, ხახვის და მწვანილის დასაჭრელად ვიყენებთ, არასასიამოვნო სუნს ინარჩუნებს. ამ სკრაბის საშუალებით გამოყენებული დაფები კარგად სუფთავდება, ის სადეზინფექციო საშუალებაცაა. ამის შემდეგ კარგად უნდა გაირეცხოს და დავკიდოთ, რომ დაიწუროს.

ციტრუსის კანი დიდი რაოდენობით ასკორბინის მჟავას შეიცავს, ვიდერე მისი რბილობი. ეთერზეთები, რომლითაც მდიდარია ფორთოხალი, აქვთ ანთებისსაწინააღმდეგო და ანტიმიკრობული თვისებები, ასევე, ამაღლებს იმუნიტეტს და აქვთ ანტიოქსიდანტური თვისებები. ფორთოხლის კანის ჩაი არაცვეულებრივია გაციების დროს და პროფილაქტიკის მიზნითაც გამოიყენება.

ცხიმიანი კანის არსებობის შემთხვევაში მის გასაწმენდად საუკეთესო საშუალებაა ფორთოხლის კანიტ გაწმენდა. ასევე, შველის გამონაყარს. კანი ხდება გლუვი და სუფთა. კბილების გასათეთრებლად კბილის პასტას დაუმატეთ ცოტაოდენი დაფქული ფორთოხლის ქერქი. შეგიძლიათ, კბილები გაიწმინდოთ ქერქის შიდა მხრიდან, ეს პროცედურა არანაირ ზიანს არ აყენებს კბილებს.

სახლში უსიამოვნო სუნის გასაქრობად გამოიყენეთ ასეთი ნარევი: 2 ცალი ფორთოხლის ქერქი, 1 ს/კ ვანილი, 1 კ. მიხაკი და 3 ჩხირი დარიჩინი მოათავსეთ ქვაბში, დაამატეთ 2 ს/კ ძმარი და შეავსეთ წყლით. ადუღეთ მანამ, სანამ არ გამოსცემს სასიამოვნო სუნს. ასეთი არომატული საშუალება დაგეხმარებათ უსიამოვნო სუნის გაქრობაში.

ციტრუსის კანის გამოყენებამდე აუცილებლად კარგად გარეცხეტ, რადგან მოსცილდეს სხვადასხვა ქიმიური ნივთიერებები, რომლებსაც იყენებენ მათბ უკეთ შესანახად.

შეაფასეთ სტატია
ფორთოხლის კანის სარგებლობა. ამ სტატიის წაკითვის შემდეგ აღარ მოგინდებათბ მათი გადაყრა.
ნედლი კაკალი, რომელიც სასწაულებს ახდენს და თქვენს სახსრებს ელასტიურობას უბრუნებს