რძიანი კაკაოს სწორად მომზადების რეცეპტი

რძიანი კაკაოს სწორად მომზადების რეცეპტი

ნამდვილად დიდი სიამოვნებაა ერთ ფინჯან რძიან კაკაოსთან ერთად ოჯახის წევრებთან საღამოს გატარება. ეს სასმელი ხომ ქმნის საჭირო განწყობას და ამაღლებს ხასიათს. მეცნიერულადაა დადასტურებული, რომ კაკაო ისევე როგორც შოკოლადი პასუხს აგებს გონებრივ აქტივობაზე. მისი რეგულარული მოხმარება მხოლოდ დადებითად აისახება თქვენს ჯანმრთელობაზე. ამიტომ უნდა იცოდეთ როგორ მოამზადოთ რძიანი კაკაო სწორად რათა მიიღოთ მაქსიმალური სარგებელი და არაჩვეულებრივი გემო.

ზოგიერთ ადამიანს არ უყვარს ეს სასმელი მისი დამახასიათებელი მომწარო გემოს გამო. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მსგავსი პრობლემა მხოლოდ მისი არასწორი მომზადებისას იქმნება.

რძიანი კაკაოს სწორად მომზადების რეცეპტი

როგორ მოვამზადოთ კაკაო სწორად

პირველი რასაც ყურადღება უნდა მიაქციოთ, ეს არის კაკაოს ფხვნილის შემადგენლობა. ის არ უნდა შეიცავდეს ზედმეტ დანამატს. ამასთან ერთად არ უნდა აიღოთ ისეთი შეფუთვა, რომელაც აწერია ”სწრაფად მომზადებადი”. ასეთი ფხვნილისგან თქვენ ვერ მიიღებთ ვერანაირ სარგებელს.

მეორე, რასაც ყურადღება უნდა მიაქციოთ ეს ყურადღებაა მომზადების დროს. არ დაგავიწყდეთ აქტიურად მორევა პროცესის დროს. ასევე არ დაივიწყოთ, რომ კაკაოს ფხვნილი მხოლოდ მდუღარე რძეში უნდა ჩაყაროთ.

2 საუკეთესო რეცეპტი

კლასიკური კაკაო

რძიანი კაკაოს სწორად მომზადების რეცეპტი

დაგჭირდებათ:

  • 1 ს.კ. კაკაოს ფხვნილი
  • 500 მლ. რძე
  • 1 ს.კ. შაქარი
  • 1 მწიკვი ვანილი

მომზადების წესი:

  • ჩაასხით ქვაბში რძე და მიიყვანეთ ადუღებამდე.
  • კაკაოს ფხვნილის დამატების შემდეგ აქტიურად მოურიეთ. ჩაამატეთ ვანილი და შაქარიც. ურიეთ კრისტალების და ფხვნილის ბოლომდე გახსნამდე.
  • ხარშეთ 5 წუთი. ამის შემდეგ გადმოდგით ცეცხლიდან, დააფარეთ თავსახური და დატოვეთ რამოდენიმე წუთით.
  • თქვენი უგემრიელესი ცხელი სასმელიც მზადაა!

სანელებლებიანი კაკაო მარშმელოუსთან ერთად

რძიანი კაკაოს სწორად მომზადების რეცეპტი
დაგჭირდებათ:

  • 6 ჩ.კ. კაკაოს ფხვნილი
  • 600 მლ. რძე
  • 3 ჩ.კ. შაქარი
  • 3 მწიკვი დარიჩინი
  • მარშმელოუ გემოვნებით
  • შოკოლადის ფანტელი გემოვნებით

მომზადების წესი:

  • ჩაასხით რძე ქვაბში და მიიყვანეთ ადუღებამდე.
  • ცალკე ჭურჭელში აურიეთ კაკაო და შაქარი. დაასხით ცოტაოდენი წყალი და გადაურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
  • მიღებული მასა დაუმატეთ რძეს. მიიყვანეთ ადუღებამდე და დაუმატეთ დარიჩინი.
  • გააჩერეთ ცეცხლზე 3 წუთი, თან აქტიურად მოურიეთ. დაასხით სასმელი ჭიქებში, გააფორმეთ შოკოლადის ფანტელით და მარშმელოუთი.

აუცილებლად გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს, რათა ისინიც გაეცნონ ამ სასარგებლო ინფორმაციას.

გემრიელად მიირთვით!

შეაფასეთ სტატია
რძიანი კაკაოს სწორად მომზადების რეცეპტი
როგორ გავწმინდოთ ქათმის ხორცი ანტიბიოტიკებისგან და ჰორმონებისგან