ზაბრუსის სასარგებლო თვისებები

ზაბრუსის სასარგებლო თვისებები

ვფიქრობ თაფლის სასარგებლო თვისებების შესახებ უკვე ყველას გვაქვს ინფორმაცია. რას იტყვით ზაბრუსზე და მის სასარგებლო თვისებებზე? ან იცით რა არის ზაბრუსი?
დღეს ჩვენი რედაქცია გიამბობთ თუ რა არის ის და რითია ჯანმრთელობისთვის სასარგებლო. როგორც უკვე მიხვდით ის ფუტკრის მიერ წარმოებული ერთ-ერთი პროდუქტია.

რა არის ზაბრუსი?

ზაბრუსის სასარგებლო თვისებები

როცა ფუტკრები თაფლს აგროვებენ სკაშო, მას ბეჭდავენ განსაკუთრებული ცვილის ფენით რათა აღკვეთონ შიგნით ბაქტერიების მოხვედრა. ეს დამცავი ფენა არის ზაბრუსი და მისი გაჩენა მიუთითებს იმაზე, რომ უკვე ტკბილი გემრიელობის აგროვების დროა.

ზაბრუსის სასარგებლო თვისებები

მეფუტკრეები მას ხსნიან სპეციალური ხელსაწყოთი, რის შემდეგაც ან თაფლს აყოლებენ ან ყიდიან სუფთა სახით. ზაბრუსის ფერი სხვადასხვა შეიძლება იყოს: თეთრიდან ყავისფერამდე, რაც დამოკიდებულია წელიწადის დროზე და ფუტკარზე. მისი ფასი თითქმის თაფლის ფასს უტოლდება.

ზაბრუსის სასარგებლო თვისებები

ზაბრუსის სასარგებლო თვისებები

ზაბრუსს ღეჭენ საღეჭი რეზინის მსგავსად და როგორც წესი შემდეგ აგდებენ. თუმცა არაფერია საშიში იმაში, რომ გადაყლაპოთ რამოდენიმე ნაწილი: ის წმენდს ნაწლავებს შლაკებისგან.

ყველაზე ხშირად ზაბრუსის ღეჭვას ურჩევენ მათ, ვისაც აქვს კბილებთან და პირის ღრუსთან დაკავშირებული პრობლემები: პარადონტიტი, სტომატიტი, ღრძილების სისხლდენა, გინგივიტი. ეს კი იმიტომ ხდება, რომ ზაბრუსს აქვს დეზინფექციის შესაძლებლობა. ის ასევე დაგეხმარებათ კბილის ნადების და ქვების მოცილებაში. ის ფაქტიურად ყველა სტომატოლოგიური დაავადების შემთხვევაში დაგეხმარებათ პროფილაქტიკის სახით.

ზაბრუსის სასარგებლო თვისებები

მდიდარი შემადგენლობის წყალობით ზაბრუსი დადებითად მოქმედებს მთელს ორგანიზმზე. ის შეიცავს პროპოლისს, მტვერს, განსაკუთრებულ ანტისეპტიკურ ფერმენტებს ფუტკრის ნერწყვის სახით. ზაბრუსის შემადგენლობაში შედის ეთეზეთები, ცხიმოვანი მჟავები, A, B, C, E ჯგუფის ვიტამინები, მინერალები, ცილა და ქიტინიც კი!

ეს ძლიერი ვიტამინების ბომბი აძლიერებს იმუნიტეტს, რაც განსაკუთრებით საჭიროა შემოდგომა-ზამთრის პერიოდში, როცა აქტიურობს ვირუსული და ბაქტერიული დაავადებები.

ზაბრუსის სასარგებლო თვისებები

ზაბრუსი ასევე დადებითად მოქმედებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე. ის ბუნებრივი აბსორბენტია, აძლიერებს ნაწლავების სეკრეტორულ-მოტორული ფუნქციებს, აუმჯობესებს საკვების მონელების პროცესს და ნივთიერებათა ცვლას. ამისთვის ის უბრალოდ უნდა დაღეჭოთ.

ზაბრუსის სასარგებლო თვისებები

ზაბრუსის სამკურნალო თვისებები

ის დაგეხმარებათ სწრაფად განტავისუფლდეთ ჰაიმორიტისგან და ანგინისგან. სასუნთქი გზები მალე სუფთავდება, ანთება ქრება, გაციებისგან განთავისუფლება კი სულ რაღაც ორ დღეში შეგიძლიათ.

ის ალერგიულ ხველებაზეც კი მოქმედებს. მას ურჩევენ ასთმით დაავადებულებს.

ზაბრუსის სასარგებლო თვისებები

როგორ გამოვიყენოთ ზაბრუსი

როგორც გითხარით ის უბრალოდ უნდა დაღეჭოთ. იმუნიტეტის გასაძლიერებლად ზაბრუსი უნდა დაღეჭოთ დღეში 3-ჯერ 10 წუთით,  ჰაიმორიტის მკურნალობისას კი 15 წუთით

ზაბრუსის სასარგებლო თვისებები

ასთმით დაავადებულთათვის საკმარისია მისი დაღეჭვა დღეში 2-ჯერ, ხოლო სეზონური ალერგიის დროს სასურველია დაიწყოთ მისი ღეჭვა სეზონის დაწყებამდე 2 კვირით ადრე.

ზაბრუსის სასარგებლო თვისებები

აუცილებლად გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს, რათა ისინიც გაეცნონ ამ სასარგებლო ინფორმაციას.

ჯანმრთელობას გისურვებთ!

შეაფასეთ სტატია