ძირტკბილას ფესვის სასარგებლო თვისებები

ძირტკბილას ფესვის სასარგებლო თვისებები

გახსოვთ თუ არა ბავშვობიდან ბლანტი და შავი ფერის სიროფი, რომელსაც ხველების დროს გასმევდნენ? ვისაც ერთხელ მაინც გაუსინჯავს ძირტკბილას სიროფი, მის გემოს უკვე ვეღარ დაივიწყებს. მკურნალები მას 3000 წლის წინაც იყენებდნენ, როცა არაფერი იცოდნენ არც გამოკვლევების და არც ლაბორატორიების შესახებ. მეცნიერებმა მისი უნიკალური ქიმიური შემადგენლობის შესახებ საუკუნეების შემდეგ შეიტყვეს.

ძირტკბილას ფესვზე დამზადებული საშუალება ერთ-ერთია იმ ხალხური საშუალებებიდან, რომელიც თანამედროვე მედიცინამაც აღიარა. მას აქვს ანთების საწინააღმდეგო, დიაფორული, იმუნომასტიმულირებელი, მუკოლიზური და ტკივილგამაყუჩებელი თვისებები. მიუხედავად ამ ყველაფრისა ძალიან ცოტამ თუ იცის, რომ ძირტკბილას ფესვის გამოყენება ასევე წარმატებითაა შესაძლებელი წონის დასაკლებად. დღეს ჩვენი რედაქცია სწორედ ამაზე გიამბობთ.

ძირტკბილას ფესვის სასარგებლო თვისებები

ძირტკბილას ფესვი წონის დასაკლებად

ძირტკბილა იგივე ლაკრიცა დაჯილდოვებულია გასახდომად საჭირო უამრავი თვისებით:

  1. ამცირებს მადას;
  2. ასტიმულირებს ნაწლავების მუშაობას;
  3. მუშაობს როგორც მსუბუქი კუჭის ამშლელი საშუალება;
  4. მოქმედებს როგორც შარდმდენი საშუალება.

ამასთან ერთად ფესვში არსებული ფლავანოიდები და ანტიოქსიდანტები ატონიზირებენ ნერვულ სისტემას. მისი მიღებისას თქვენ მუდამ ენერგიით სავსე იქნებით.

ძირტკბილას ფესვის სასარგებლო თვისებები

ძირტკბილას ფესვის ნახარში

დაგჭირდებათ:

  • 1 ს.კ. დაქუცმაცებული ფესვი ან 4 ცალი 3-4 სანტიმეტრიანი.
  • 1 ლიტრი წყალი

ძირტკბილას ფესვის სასარგებლო თვისებები

მომზადების და მიღების წესი:

  • მდუღარე წყალში ჩაყარეთ ფესვი. დაუწიეთ ცეცხლს და ადუღეთ 10 წუთის განმავლობაში თუ მთლიანი ფესვია ან 5 წუთი დაქუცმაცებულის შემთხვევაში.
  • გადაწურეთ და შეინახეთ მაცივარში.
  • მიიღეთ ჭამამდე 30 წუთით ადრე 1 ჭიქა დილით და საღამოს. კურსი მოიცავს ერთ თვეს. მიღებიდან პირველივე კვირაში შენიშნავთ პირველ შედეგებს: დაგიქვეითდებათ მადა და მოგიწესრიგდებათ საკვების მონელების პროცესი. ერთი თვის შემდეგ გააკეთეთ 2 კვირიანი შესვენება და ამის შემდეგ ისევ შეგიძლიათ კურსის განმეორება.

ძირტკბილას ფესვის შეძენა ნებისმიერ აფთიაქში შეგიძლიათ.

ძირტკბილას ფესვის სასარგებლო თვისებები

ყურადღება! ძირტკბილაზე დამზადებული საშუალების მიღება არ შეიძლება სხვა შარდმდენ საშუალებებთან ერთად, ასევე წნევის დასაწევ საშუალებებთან ერთად. ეს მცენარე აძლიერებს თითქმის ყველა სამკურნალო საშუალების მოქმედებას.

აუცილებლად გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს, რათა ისინიც გაეცნონ ამ სასარგებლო ინფორმაციას.

ჯანმრთელობას გისურვებთ!

შეაფასეთ სტატია
ძირტკბილას ფესვის სასარგებლო თვისებები
ორგანიზმის დეტოქს–პროგრამა სულ რაღაც 2 ინგრედიენტით!