როგორ მოვამზადოთ ბოლოკის სალათი: 5 საუკეთესო რეცეპტი

როგორ მოვამზადოთ ბოლოკის სალათი: 5 საუკეთესო რეცეპტი

ბოლოკის დანახვისას შეუძლებელია მას გვერდით უბრალოდ ჩაუაროთ, რადგან ეს ხრაშუნა და ცოცხალი ფერის ბოსტნეული საკმაოდ მიმზიდველად გამოიყურება. ეს ბოსტნეული სავსეა ორგანიზმისთვის საჭირო ვიტამინებით და მინერალებით. დღეს ჩვენი რედაქცია გაგიზიარებთ ბოლოკით სალათის მომზადების რამოდენიმე გამორჩეულ რეცეპტს.

ეს სალათები გემრიელთან ერთად ძალიან სასარგებლოა. რაღა თქმა უნდა ამ შემთხვევაში უნდა დავივიწყოთ კალორიული მაიონეზის გამოყენება. მისი ჩანაცვლება შეგიძლიათ არაჟნით ან იოგურტით.

როგორ მოვამზადოთ ბოლოკის სალათი: 5 რეცეპტი

მსუბუქი სალათი კვერცხით

როგორ მოვამზადოთ ბოლოკის სალათი: 5 საუკეთესო რეცეპტი
დაგჭირდებათ:

  • 200 გრ. ბოლოკი
  • 4 ცალი კვერცხი
  • 2 ცალი კიტრი
  • 150 გრ. მწვანე ხახვი
  • კამა გემოვნებით
  • ოხრახუში გემოვნებით
  • 2 ს.კ. იოგურტი დანამატების გარეშე
  • მარილი გემოვნებით
  • შავი პილპილი გემოვნებით

მომზადების წესი:

  1. ბოლოკი და კიტრი დაჭერით პატარა ნაჭრებად.
  2. მოხარშეთ კვერცხი და დაჭერით კუბიკებად.
  3. წვრილად დაჭერით კამა, ოხრახუში და მწვანე ხახვი.
  4. გადაურიეთ ინგრედიენტები ერთმანეთს და დაუმატეთ იოგურტი, მარილი, პილპილი. კარგად მოურიეთ და თქვენი სალათიც მზადაა!

სალათი ბარდით

როგორ მოვამზადოთ ბოლოკის სალათი: 5 საუკეთესო რეცეპტიდაგჭირდებათ:

  • 250 გრ. ბოლოკი
  • 200 გრ. დაკონსერვებული მწვანე ბარდა
  • 4 ცალი კვერცხი
  • მწვანე ხახვი გემოვნებით
  • 2 ს.კ. არაჟანი
  • მარილი გემოვნებით
  • შავი პილპილი გემოვნებით

Способ приготовления:

  1. ბოლოკი დაჭერით თხელ რგოლებად. მწვანე ხახვი დაჭერით ოდნავ მსხვილად.
  2. მოხარშეთ კვერცხი და დაჭერით პატარა კუბიკებად.
  3. ღრმა ჭურჭელში გადაურიეთ ყველა ინგრედიენტი და თქვენი სალათიც მზადაა!

პიკანტური სალათი ქათმის ფილით

როგორ მოვამზადოთ ბოლოკის სალათი: 5 საუკეთესო რეცეპტი
დაგჭირდებათ:

  • 150 გრ. ბოლოკი
  • 300 გრ. ქათმის ფილე
  • 200 გრ. სალათის ფოთოლი
  • 2 ცალი კვერცხი
  • 100 გრ. ფეტას ყველი
  • 2 ჩ.კ. მდოგვი
  • 2 ს.კ. იოგურტი დანამატების გარეშე
  • მარილი გემოვნებით
  • შავი პილპილი გემოვნებით

მომზადების წესი:

  1. მოხარშეთ ქათმის ფილე, გააციეთ და დაჭერით საშუალო კუბიკებად.
  2. ბოლოკი დაჭერით თხელ რგოლებად, სალათის ფოთლები მსხვილად, ხოლო ფეტა პატარა კუბიკებად.
  3. მოხარშეთ კვერცხი და დაჭერით კუბიკებად.
  4. ღრმა ჭურჭელში გადაურიეთ ყველა ინგრედიენტი და თქვენი სალათიც მზადაა!

სალათი სტაფილოთი

როგორ მოვამზადოთ ბოლოკის სალათი: 5 საუკეთესო რეცეპტი
დაგჭირდებათ:

  • 250 გრ. ბოლოკი
  • 250 გრ. კიტრი
  • 1 ცალი სტაფილო
  • სალათის ფოთლები გემოვნებით
  • 0,5 ს.კ. ვაშლის ძმარი
  • 3 ს.კ. მცენარეული ზეთი
  • მარილი გემოვნებით
  • შავი პილპილი გემოვნებით

მომზადების წესი:

  1. ბოლოკი და კიტრი დაჭერით ზოლებად. სტაფილო გახეხეთ მსხვილად. სალათის ფოთლები დაჭერით მსხვილად.
  2. მოასხით ინგრედიენტებს ძმარი და ზეთი. დააყარეთ მარილი და პილპილი. კარგად მოურიეთ და სალათიც მზადაა!

მსუყე სალათი სიმინდით

როგორ მოვამზადოთ ბოლოკის სალათი: 5 საუკეთესო რეცეპტი
დაგჭირდებათ:
  • 250 გრ. ბოლოკი
  • 100 გრ. სალათის ფურცელი
  • 200 გრ. დაკონსერვებული სიმინდი
  • მწვანე ხახვი გემოვნებით
  • ოხრახუში გემოვნებით
  • 0,5 ს.კ. ვაშლის ძმარი
  • 2 ს.კ. მცენარეული ზეთი
  • მარილი გემოვნებით
  • შავი პილპილი გემოვნებით

მომზადების წესი:

  1. ბოლოკი დაჭერით თხელ რგოლებად, სალათის ფოთლები დაჭერით მსხვილად.
  2. წვრილად დაჭერით ოხრახუში და მწვანე ხახვი.
  3. ღრმა ჭურჭელში აურიეთ ყველა ინგრედიენტი და სალათიც მზადაა!

აი ასე მარტივად მზადდება ნამდვილო ვიტამინების ბომბი. ხარჯავთ მინიმალურ დროს და იღებთ მაქსიმალურ სარგებელს.

აუცილებლად გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს, რათა ისინიც გაეცნონ ამ სასარგებლო ინფორმაციას.

შეაფასეთ სტატია