როგორ გავიძლიეროთ სისხლძარღვები

როგორ გავიძლიეროთ სისხლძარღვები

100 000 კმ. – ეს არის ორგანიზმში სისხლძარღვების სიგრძე. მათზეა დამოკიდებული ჩვენი ჯანმრთელობა, რადგან მძიმე დაავადებების უმეტესობა სწორედ მათი პრობლემიდან იწყება. მათში გრივდება ქოლესტერინის ბურთები, რაც იწვევს ორგანიზმის დაბერებას.
როგორ მივხვდეთ რომ სისხლძარღვები გასაძლიერებელი გვაქვს? ცივი ხელები, ხმაური ყურებში, თავბრუსხვევა – ეს არის პირველი ნიშნები იმისა, რომ თქვენს სისხლძარღვებს დაკარგული აქვს ელასტიურობა. სისხლძარღვების გაძლიერებას ამ ხალხური საშუალებით გირჩევთ.

როგორ გავიძლიეროთ სისხლძარღვები

ხალხური საშუალება სისხლძარღვების ელასტიურობის აღსადგენად

როგორ გავიძლიეროთ სისხლძარღვები

დაგჭირდებათ:

  • 200 გრ. წვრილად დაჭრილი ნიორი
  • 400 მლ. არაყი

როგორ გავიძლიეროთ სისხლძარღვები

მომზადების წესი:

შუშის ქილაში ჩაყარეთ ნიორი, დაასხით არაყი, დააფარეთ თავსახური და შედგით მაცივარში 10 დღით. ამის შემდეგ გადაწურეთ მარლის საშუალებით და გააჩერეთ 2 კვირით ბნელ და თბილ ადგილზე.

მიღების წესი:

პირველი 14 დღე მიიღეთ დღეში 2-ჯერ 1/3 ჭიქა წყალში ან რძეში გახსნილი 5 წვეთი, შემდეგ უკვე 30 წვეთი. კურსი მთავრდება მაშინ, როცა დამთავრდება ნაყენი.

როგორ გავიძლიეროთ სისხლძარღვები

სისხლძარღვების გასაწმენდი საშუალება

როგორ გავიძლიეროთ სისხლძარღვები

დაგჭირდებათ:

100 გრ. სალბი

800 მლ. არაყი

400 მლ. წყალი

მომზადების წესი:

ყველა ინგრედიენტი მოათავსეთ შუშის ჭურჭელში, კარგად მოუკარით თავი და დადეთ სინათლეზე 40 დღის განმავლობაში. ამის შემდეგ გადაწურეთ მარლის საშუალებით.

მიღების წესი:

მიიღეთ დილით უზმოზე 1 ს.კ. ნაყენი 1 ს.კ. წყალთან ერთად. ნაყენი უნდა მიიღოთ ბოლომდე. ასეთი კურსის ჩატარება რეკომენდირებულია წელიწადში ერთხელ.

როგორ გავიძლიეროთ სისხლძარღვები

სისხლძარღვების გაძლიერება უნდა მოხდეს კომპლექსურად. მხოლოდ ნაყენი ვერაფერს გიშველით თუ ყურადღებას არ მიაქცევთ კვების რაციონს და ფიზიკურ დატვირთვას.

აუცილებლად გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს, რათა ისინიც გაეცნონ ამ სასარგებლო ინფორმაციას.

ჯანმრთელობას გისურვებთ!

შეაფასეთ სტატია
როგორ გავიძლიეროთ სისხლძარღვები
როგორ ამოვიყვანოთ ცხიმის ლაქა სახლის პირობებში: 5 მეთოდი