გაიგეთ, რომელ ნერგებს სჭირდება იოდით გამოკვება

გაიგეთ, რომელ ნერგებს სჭირდება იოდით გამოკვება

იოდი აუცილებელია როგორც ადამიანებისთვის, ასევე მცენარეებისთვის. როცა მცენარეებს აქვთ იოდის ნაკლებობა, ისინი იწყებენ ნელ-ნელა ლპობას და არც მოსავალს აღარ იძლევიან. თუმცა იოდის მიწოდებაც უნდა მოხდეს მკაცრად და წესების დაცვით. დღეს ჩვენ დეტალურად გაგაცნობთ ამ პროცედურის ჩატარების წესებს.
გაიგეთ, რომელ ნერგებს სჭირდება იოდით გამოკვება
ბაღში თუ ეზოში იდოი გამოიყენება არა მხოლოდ როგოც სასუქი, არამედ ინსექტიციდური საშუალება. ის ხელს უშლის ბაქტერიების გამრავებას, ვირუსების და სოკოს გაჩენას. თუმცა ეს კიდევ არ არის მისი სასარგებლო თვისებების სრული ჩამონათვალი. იოდის რეგულარული გამოყენებისას ხდება კულტურების იმუნიტეტის გაძლიერება და ნიადაგის დეზინფექცია.

რომელი ნერგებისთვის არის აუცილებელი იოდით გამოკვება

ნერგების სწორი განვითარებისთვის იოდი აუცილებელია. ამ მიკროელემენტის შემადგენელი ხსნარები უვნებელია ადამიანისთვის და ბოსტნეული კულტურებისთვისაც. ამიტომ გაგაცნობთ იმ ბოსტნეულს, რომელიც ყველაზე მეტად საჭიროებს იოდს.

1. წიწაკა

წიწაკის იოდით გამოკვება ზრდის სასარგებლო მიკროელემენტების რაოდენობას. ეს მოქმედებს ნაყოფის ზომაზე და დადებითად აისახება მის გარეგნულ მახასიათებლებზეც. იოდის შემადგენლობის მქონე პრეპარატები შეუცვლელია ინფექციური დაავადებების პროფილაქტიკისთვის და ახალგაზრდა ნერგის იმუნიტეტის გასაძლიერებლად.

გაიგეთ, რომელ ნერგებს სჭირდება იოდით გამოკვება

თუ მცენარე ისეთ ნიადაგში ჩარგეს, რომელიც ადრე არასდროს ყოფილა დამუშავებული მინერალური სასუქით, მაშინ თამამად შეგიძლიათ გაზარდოთ მისი რაოდენობა ორჯერ.

ზრდის დასაჩქარებლად თესლს ათავსებენ ბამბის ქსოვილსი ტომარაში და ალბობენ მას 6-8 საათით იოდის მსუბუქ ხსნარში (1 ლიტრ წყალზე 1 წვეთი იოდი). ჩარგვამდე რეკომენდირებულია ნიადაგის პროფილაქტიკური დამუშავება ფიტომორფოზისგან, 10 ლიტრ წყალზე 3 წვეთი იოდი. ასე თქვენი მოსავალი საგრძნობლად გაიზრდება.

2. კიტრი

გაიგეთ, რომელ ნერგებს სჭირდება იოდით გამოკვება

კიტრის შემთხვევაში იოდის სასუქი აუმჯობესებს გაღვივების პროცესს. ეს პრეპარატი ხომ პირდაპირ ფესვების სისტემის განვითარებისთვისაა. იოდით გამოკვებილ ნერგს ყოველთვის ექნება ამტანობა გარემო აფქტორების მიმართ. ნორჩი ნერგები ჩარგვის შემდგომ უნდა დამუსავდეს შემდეგი ხსნარით: 3 ლიტრ წყალში გახსენით 4 წვეთი იოდი და 300 მლ. რძე. მიღებული ხსნარი უნდა შეასხუროთ ნერგებს და გარშემო ნიადაგს. ამ პროცედურის ჩატარება რეკომენდირებულია 10 დღეში ერთხელ.

3. ბადრიჯანი

ალბათ უკვე იცი, რომ ბადრიჯანი საჭიროებს საკმაოდ დიდი ყურადღებას და მოვლას. ამიტომ დამუშავების პროცესი უნდა ჩაატაროთ ჯერ კიდევ ჩარგვამდე. ასმითვის თესლს ათავსებენ ქსოვილის პატარა ტომრებში და ათავსებენ იოდის მსუბუქ ხსნარში (1 ლიტრ წყალზე 1 წვეთი იოდი). 6 საათის შემდეგ გააშრეთ თესლი და ჩარგეთ კონტეინერში. მცენარის ხელმეორედ დამუშავება შესაძლებელია მხოლოდ აღმოცენების შემდეგ.

გაიგეთ, რომელ ნერგებს სჭირდება იოდით გამოკვება

ბადრიჯნის სოკოსგან დასაცავად მოამზადეთ სპეციალური ხსნარი: 1 ლიტრი რძის შრატი, 1 ს.კ. წყალბადის ზეჟანგი და 40 წვეთი იოდი.

4. პამიდორი

გირჩევთ მოამზადოთ მკვებავი ხსნარი: 2 ლიტრ წყალში გახსენით 1 წვეთი იოდი. პამიდვრისთვის მხოლდო ერთხელ დამუშავებაც საკმარისია. თუმცა ფიტომორფოზის თავიდან ასაცილებლად შეგიძლიათ ამ ხსნარის 3-ჯერ გამოყენება სეზონზე. პირველად დაამუშავეთ ჩარგვის დროს, შემდეგ კი 2-ჯერ 12 დღიანი ინტერვალებით.

გაიგეთ, რომელ ნერგებს სჭირდება იოდით გამოკვება

როგორც აღმოჩნდა იოდი ერთადერთი სააფთიაქო პრეპარატია, რომელიც გამოიყენება მცენარის გამოსაკვებად და დასაცავად.

აუცილებლად გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს, რათა ისინიც გაეცნონ ამ სასარგებლო ინფორმაციას.

შეაფასეთ სტატია