პროდუქტები, რომელიც აჩქარებენ დაბერების პროცესს!

პროდუქტები, რომელიც აჩქარებენ დაბერების პროცესს!

”ჩვენ ვარ ის, რასაც ვჭამთ” – ამ დასკვნამდე მივიდნენ ძველი ბერძენი ბრძენები და ისინი აბსოლუტურად მართლები იყვნენ. დღეს უკვე უამრავი ადამიანი ცდილობს სწორი კვების რაციონზე გადასვლას, მაგრამ სამწუხაროდ დღევანელ დღეს უამრავი პროდუქტი შეიცავს კონსერვანტებს.  ეს ნივთიერებები არა მხოლოდ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას, არამედ ნაადრევ სიბერესაც იწვევენ.

დღეს ჩვენ მოგიმზადეთ ტოპ-5 პროდუქტი, რომელიც ღუპავს თქვენს ახალგაზრდობას. თქვენი ჯანმრთელობის და სილამაზის შესანარჩუნებლად გამორიცხეთ ისინი კვების რაციონიდან.

რომელი პროდუქტები აჩქარებენ დაბერების პროცესს

გლუკოზის და ფრუქტოზის სიროფი

როცა მსხვილ კომპანიებს ეკონომიის გაკეთება სურთ, წარმოების პორცესში შაქრის მაგივრად იყენებენ გლუკოზის და ფრუქტოზის სიროფს. ის არის კანფეტების, გაზიანი სასმელების და კონსერვირებული პროდუქტის შემადგენლობაში. გლუკოზის და ფრიქტოზის სიროფის მომხმარებლები ხშირად იტანჯებიან გულის და ღვიძლის დაავადებებით.

კლივლენდის სამედიცინო ცენტრის მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ამ პროდუქტის მოხმარებას მივყავართ ნაადრევ სიბერემდე.

იმისთვის, რომ შევამციროთ მისი მოხმარება, მაღაზიაში წარმოდგენილი ტკბილეული ჩაანაცვლეთ შავი შოკოლადით. თუ ტკბილი გინდათ უმჯობესია მიირთვათ ერთი კოვზი თაფლი ან ხილი.

მარილი

საშუალოდ სტატისტიკურად ადამიანი მოიხმარს 3-4 ჯერ მეტ მარილს, ვიდრე ეს საჭიროა მისი ორგანიზმისთვის. არადა მარილი ხომ თეთრი სიკვდილის სახელითაა ცნობილი. ზედმეტი მწიკვიც კი ზრდის ჰიპერტონიის, ოსტეოპოროზის, სიმსუქნის, წყლულის, ინსულტის და კუჭის კიბოს განვითარების შანსს.

ჯორჯიის სამედიცინო კოლეჯის მკვლევარებმა განაცხადეს, რომ მარილის გადაჭარბებული მოხმარება აჩქარებს დაბერების პროცესს.

იმისთვის რომ კერძი მარილის გარეშე გემრიელი იყოს, ჩაანაცვლეთ ის მარილით და სანელებლებით. ხორცს შეგიძლიათ დაუმატოთ ლიმონის წვენი. ნელ-ნელა შეამცირეთ კერძებში მარილის რაოდენობა. იცოდით, რომ მარილი უკვე მზა კერძს უნდა დაუმატოთ?

ტრანსცხიმების შემადგენლობის მქონე პროდუქტები

ადამიანები რომლებიც მოიხმარენ ტრანსცხიმებს, სხვებზე მეტად ავადდებიან გულის დაავადებებით და სიმსუქნით. ექსპერიმენტის წყალობით მედიცინის დოქტორმა ტიმოთი ჰარლანმა დაადგინა, რომ ტრანსცხიმები ორგანიზმში იწვევენ ანთებით პროცესებს. ის თვლის, რომ დაბერება ქრონიკული ანთებითი პროცესია.

ყველაზე მეტი ტრანსცხიმი არის კარტოფილ ფრიში, ე.წ. სუხარიკებში, პონჩიკებში, მარგარინში, ტორტებში და ჩიფსებში.

ალკოჰოლური სასმელი

სამწუხაროდ ღვიძლი, რომელიც ფილტრავს ტოქსინებს მუდამ ვერ უმკლავდება ალკოჰოლის დიდ რაოდენობას. ის, რისი ნეიტრალიზებაც ვერ ხდება, მოგვიანებით ვლინდება კანზე სხვადასხვა ანთების და ნაოჭის სახით.

ხორცის მზა საკვები

გადამუშავებული ხორცისგან დამზადებული მზა პროდუქტების უმეტესობა შეიცავს კონსერვანტებს. მათ გამო იწყება კანის პრობლემები და ანთებითი პროცესები. ადამიანები, ვინც მიირთმევენ ასეთ ხორცს ან ძეხვს, ვერ გამოიმუშავებენ კოლაგენს, რომელიც პასუხისმგებელია კანის ელასტიურობაზე და სიგლუვეზე.

კოლაგენის ნაკლებობის გამო კანი იწყებს ჭკონას და ხდება გაუფერულებული. ამიტომ უმჯობესია ხორცი თავად მოამზადოთ და მიირთვათ მეტი თევზი, რათა შეინარჩუნოთ თქვენი სილამაზე და ახალგაზრდულობა.

მოკლედ რომ ვთქვათ, უნდა იკვებოთ ჯანსაღი და კარგი ხარისხის საკვებით, რათა იყოთ მუდამ მომხიბვლელი და ენერგიული. არ დაგავიწყდეთ ხილის და ბოსტნეულის შესახებაც!

აუცილებლად გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს, რათა ისინიც გაეცნონ ამ სასარგებლო ინფორმაციას.

ჯანმრთელობას გისურვებთ!

შეაფასეთ სტატია