როგორ მოვამზადოთ შულცეს ნარევი – უძლიერესი გაციების საწინააღმდეგო საშუალება

როგორ მოვამზადოთ შულცეს ნარევი - უძლიერესი გაციების საწინააღმდეგო საშუალება

ალბათ თქვენც გსმენიათ ამოსოვის ნარევის შესახებ, რომელიც ჩირისგან, კაკლისგან, ლიმონისგან და თაფლისგან მზადდება. ეს საშუალება ბევრისთვისაა ცნობილი ბავშობიდან! აი შულცეს ნარევის მომზადება კი ძალიან ცოტამ თუ იცის. მას მეორენაირად შუშხუნა ნარევსაც უწოდებენ, რადგან მისი ყველა შემადგენელი ინგრედიენტი აქტიურია.

შულცეს ნარევს იყენებენ ვირუსული დაავადებების და პარაზიტების წინააღმდეგ. მისი მიღება რეკომენდირებულია როგორც დიდებისთვის, ასევე პატარებისთვის დღეში რამოდენიმეჯერ. მას დილაობით იღებენ იმუნიტეტის გასაძლიერებლად და გაციების პროფილაქტიკისთვის.

შულცეს ნარევის სასარგებლო თვისებები

როგორ მოვამზადოთ შულცეს ნარევი - უძლიერესი გაციების საწინააღმდეგო საშუალება
მის მოსამზადებლად საკმაოდ კარგად ნაცნობი პორდუქტები დაგჭირდებათ. მაგალითად: კოჭას ფესვი, რომელიც კარგადაა ცნობილი როგორც მასტიმულირებელი და გამათბობელი თვისებებით. კოჭას ფესვი დამთრგუნველად მოქმედებს დაავადების გამომწვევ ბაქტერიებზე, დაგეხმარებათ რესპირატორული დაავადებების და ანგინის დროს, აქვს სადეზინფექციო ეფექტი.

მეორე და არანაკლებ მნიშვნელოვანი ინგრედიენტი – ნიორი. ის ბუნებრივი ანტიბიოტიკია. რთულია სლავური და ჩინური ხალხური მედიცინის ნივრის გარეშე წარმოდგენა.

როგორ მოვამზადოთ შულცეს ნარევი - უძლიერესი გაციების საწინააღმდეგო საშუალება
წითელი კაიენის წიწაკაც მონაწილეობს ამ ნარევში. ის საკმაოდ ბარაქიანად უნდა გამოიყენოთ, რათა დააჩქაროთ ნივთიერებათა ცვლის პორცესი და მოახდინოთ კუჭის სტიმულირება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია მალე გამოსაჯანმრთელებლად.

შემადგენლობაში ასევე შედის ყველა მიკრობის მტერი – თეთრი ხახვი და მისი მეწყვილე – პირშუშხა. შულცეს ნარევი ვაშლის ძმარზე მზადდება. მნიშვნელოვანია, რომ ძმარი იყოს კონკრეტულად ვაშლის და ნატურალური. არავითარ შემთხვევაში არ ჩაანაცვლოთ ის ქიმიურით.

უკიდურეს შემთხვევაში ვაშლის ძმარი შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ კარგი ღვინით ან ნატურალური სიდრით. ეს საშუალება უნდა მოამზადოთ მცირე რაოდენობით, რადგან სულ რამოდენიმე დღე აქვს შენახვის ვადა. აი ვაშლის ძმრით მომზადებისას კი მაცივარში თუ გინდათ სამუდამოდ შეინახეთ.

როგორ მოვამზადოთ შულცეს ნარევი - უძლიერესი გაციების საწინააღმდეგო საშუალება
დაგჭირდებათ:

  • კოჭას ფესვი
  • 2 ცალი საშუალო ან 1 ცალი დიდი ზომის ხახვი
  • 2 თავი ნიორი
  • 0,5 ჭიქა კაიანის წიწაკა
  • 100 გრ. პირშუშხას ფესვი
  • ვაშლის ძმარი გემოვნებით

მომზადების წესი:

  1. გაასუფთავეთ კოჭას ფესვი და დაჭერით კუბებად.
  2. გაასუფთავეთ ხახვი და დაჭერით საშუალო ნაჭრებად.
  3. გაასუფთავეთ ნიორი.
  4. მოათავსეთ ყველა ინგრედიენტი ბლენდერში, დაასხით ძმარი ისე რომ ბოლომდე დაფაროს.
  5. ჩართეთ ბლენდერი მაქსიმალურ სიძლიერეზე. უნდა მიიღოთ ერთგვაროვანი მასა. მზადაა!

როგორ მოვამზადოთ შულცეს ნარევი - უძლიერესი გაციების საწინააღმდეგო საშუალება
შულცეს ნარევი შესანიშნავად ინახევა მაცივარში და გემოთი ძალიან მოგვაგონებს პიკანტურ ხორცის სოუსს, ვიდრე წამალს. ეს საშუალება ასტიმულირებს მადას და რეკომენდირებულია სისუსტის, ბრონქიტის, გაციების და სასუნთქი გზების სხვა დაავადებების დროს. შულცეს ნარევი ყელის ტკივილის დროსაც დაგეხმარებათ. აუცილებლად შეინახეთ ეს რეცეპტი, რათა ყოველთვის ხელთ გქონდეთ ეფექტური საშუალება.

აუცილებლად გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს, რათა ისინიც გაეცნონ ამ სასარგებლო ინფორმაციას.

ჯანმრთელობას გისურვებთ!

შეაფასეთ სტატია
როგორ მოვამზადოთ შულცეს ნარევი – უძლიერესი გაციების საწინააღმდეგო საშუალება
ეს ნაყენი სამუდამოდ დაგავიწყებთ სახსრების ტკივილს. საკმარისია მხოლოდ 2 ჭიქა